![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ochokochi |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა. გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს. მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები, მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს. გარეთ კი წვიმით სველი აბრები აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს. მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ. გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები, არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე ...... სულში. ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც.... შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი. -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
პირველი სტრიქონები რამაც ასე მომხიბლა იყო...
და სკამზე, როგორც ნანადირევი, კიდია შენი ლამაზი კაბა... ამის შემდეგ ( ჩემი მეგობრის მამა მიქაელის (მაშინ მერაბის) დამსახურებაცაა ამაში) დავუახლოვდი და ჩავუღრმავდი... მოდი რამდენიმე მის ლექსს დავდებ... და მერე ვინც მის დაკრძალვაზე მიხვალთ ერთი სანთელი და ერთიც ყვავილი კაიროსის სახელით არ დაგეზაროთ .... მეფეებივით ფიქრობენ მთები.... ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს... მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები... მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს .... ისე მაკლიხარ , ისე მომწყურდი- ლამის არაგვი შევსვა პეშვებით. ერთი ხევიდან ძლიავს ამოსული, ისევ უარესს ხევში ვეშვები. კაცი არა ჩანს რამე რომ ვკითხო გარინდულ კლდეებს ვესაუბრები და აი ცაში ავედი თითქოს და ბატკნებივით დადრთხნენ ღრუბლები ოთარ ჭილაძე ეცემა თოვლი ეცემა თოვლი, თეთრი-ფრინველი, ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა, ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად არ შემიძლია მე შენი პოვნა. და დღე, რომელიც უშენოდ მოვა მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი. ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა, რა იცის ჩიტმა-მიფრინავს ჩიტი. ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება თოვლივით ჩუმი და შემპარავი, მე კი ყოველთვის მემახსოვრება, რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის. ეცემა თოვლი და დროს მიყვება ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები სადღაც სივრცეში გადაჭდობილი. ო.ჭ. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 12:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი