![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვხსნი ახალ თემას, რომელიც ძალიან მომცველი უნდა იყოს და ვფიქრობ, უნდა შემოუერთდეს ერთი-ორი პატარა თემა, ოღონდ ვთხოვ დავითს, პირველ პოსტად ეს დატოვოს ჩემი და ავტორობაც შემინარჩუნოს ( სხვა თემაში კი გთხოვთ გამოასწოროთ მსგავსი პრობლემა ), ახლა ახალი თემის შესახებ; აქამდე ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გვესმის საკუთარი რელიგია და ვსწავლობთ მას, ვარჩევთ რა ფსევდოს ნამდვილისაგან, ამ თემაში კი იგივე გავაკეთოთ ოღონდ სხვა დიდ რელიგიებთან დაკავშირებით ( სექტებზე ცალკე თემაა გახსნილი ) ...
ხორცის საკითხი ისლამში და იუდაიზმში ... ჰალალი ( ნებადართული) მუსულმანობის ერთერთ ტრადიცია ხორცთან დაკავშირებით უმჭიდროესად უკავშირდება იუდაიზმს, რადგან მუჰამედმა ზუსტად გადმოიღო ძველი აღთქმის კანონები და მოარგო არაბულ გარემოს... ვნახოთ რა კანონები აქვთ მათ;ახლა შევჩერდეთ ისლამის პოზიციაზე(რასაც ქვემოთ დავწერ წყაროდ გამოვიყენებ აბდელაჰ მეჩნუინს, ისლამის ექსპერტს და პრეზიდენტს ისლამური ორგანიზაციისა ევროპაში და არაბეთში, გაზ. მეტროპოლი 20.04.2008 გვ. 11), ეს ექსპერტი 12 საკითხად აყალიბებს, ცხოველის დაკვლის და მიღების ცერემონიალს 1. საჭმელად გამოყენება შეიძლება მხოლოდამხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისა, არც უნდა იყვნენ ნაკლულნი, დაჭრილნი და ავადმყოფნი 2. მკაცრად არის აკრძალული ცხოველთა ცემა და დაშინება ( ![]() ![]() 3. ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება ანუ დაჭრა მკაცრად არის აკრძალული, მხოლოდ უნდა დაიკლას. ახლა როგორ უნდა დაიკლას 4. ჰალალით დაკვლას უნდა ახორციელებდეს, მხოლოდ ჰალალით დამკვლელი, არაჰალალით დამკვლელს არა აქვს უფლება ჰალალით დაკლას ( ანუ რიტუალურ დაკვლას მხოლოდ სპეცყასაბი ახორციელებს, რომელიც მხოლოდ ამ საქმითაა დაკავებული) 5. ასეთი სპეცყასაბი უნდა იყოს აუცილებლად ზრდასრული მუსულმანი ( მამაკაცი რათქმაუნდა ), გონებით და ფიზიკურად ჯანსაღი, და კარგად უნდა იცნობდეს ყველა პროცედურას 6. შესაბამად ჰალალით დაკლულის უფლება მხოლოდ მუსულმანს აქვს 7. დაკვლისას ცხოველი გონზე უნდა იყოს ( ან არ შეიძლება დაძინება, გათიშვა და ა.შ.) 8. მერე იქ წესში ჩამოთვლილია ხელის როგორ მოძრაობით ზუსტად სად უნდა მიაყენოს ჭრილობა და რა ნაწილი უნდა გადაჭრას, თავის მოჭრა არ შეიძლება, 9. დაკვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დატყმით, ანუ მეორეჯერ დანის აწევა არ შეიძლება ( ![]() 10. დაკვლა ისე უნდა მოხდეს, რომ მთავარი სისხლსადინარები გადაიხსნას და მთლიანად მოხდეს სისხლისგან დაცლა 11. ცხოველის აკუწვა და ნაწილებად დაჭრა, გატყვება და ა.შ. მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა დარწმუნდებიან მის სიკვდილში 12. და რათქმაუნდა დაკვლა და ჭამა შეიძლება მხოლოდ "წმინდა" ცხოველებისა ( მცოხნელი და ჩლიქგაყოფილი), ღორი ყველაზე უწმინდურია... ,,,,,,,,,,,,,,, აი ასეა დაწვრილმანებული "ჰალალის" ტრადიცია, ქრისტიანობას მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნია, იუდაიზმში მსგავსი სიტუაციაა, გახსნილია სპეციალური საყასბოები, სადაც ასეთად გამზადებული ხორცი იყიდება... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
KAIROS
ციტატა სიქიზმის წმინდა წიგნს ჰქვია ”გურუ გრანთი”. სიქებს, ბიბლიური რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) მსგავსად, ერთი უსახო და უსახელო ღმერთის სწამთ, რომელსაც ისინი სანსკრიტიდან ნასესხები სიტყვით მოიხსენებენ - პარამატმანი (”ზესული”) და სიქიზმის დამაარსებლის - ნანაკის გარდა კიდევ ცხრა გურუს სცემენ თაყვანს. ამ რელიგიამ ინდუიზმიდან ისესხა სულის უკვდავების, კარმის, დჰარმის და სხვ. იდეა. არაკომპეტენტური ახსნაა... ისესხა რას ქვია, ეგ იდეები მარადიულია და არც ინდუიზმს ეკუთვნის და არც რომელიმე რელიგიას. თემო ციტატა სიკხიზმის დამფუძნებლად გვევლინება ნანაკი (1469-1539),ინდუსი, კშატრიების ვაჭართა კლასიდან. კშატრიები მეომართა კლასს ქვია, ვაჭართა კლასს ვაიშიები ქვია. ციტატა ხილვიდან სამი დღის შემდეგ ნანაკი გამოვიდა ტყიდან და მეოთხე დღეს განაცხადა "არ არის არც ინდუსები და არც მუსულმანები" და დაიწყო ახალი რელიგიის ქადაგება, მას თან ახლდა მისი მეგობარი მარდანი. ნანაკის რელიგია არ შეუქმნია, ის ქადაგებდა რომ ყველა რელიგიას ღმერთისკენ მივყავართ და არც ერთის უარყოფა არ შეიძლება... რელიგია მისმა მიმდევრებმა შექმნეს,ძირითადად ასე იქმნება ყველა რელიგია და სექტა. ციტატა ტაოისტური აზროვნებით, არსებობს უნივერსალური ჰარმონია, რომელიც სამყაროს ყველა სფეროს აერთიანებს, ანუ მიწას, ადამიანს და ცას. მოძრაობის ამოსავალი წერტილია ტაო, ცვალებადი უცვლელი, ყველაფრის წყარო, მიზეზი პირველი ტაო თუ დაო? ციტატა ინი და იანგი ერთმანეთს ავსებენ, ხან ერთი ჭარბობს, ხან მეორე, მეტიც როდესაც ერთი აღწევს თავის მაქსიმუმს, სწორედ ამ დროს იშვება მეორე, მათი ასეთი ურთიერთობა იწვევს უამრავ მოვლენას... მოკლედ დუალიზმი... ინი და იანი (და არა იანგი) ციტატა ისე ლაო-ძი ძალიან მომეწონა, ბევრი სიბრძნეა შიგ კონკრეტულად რა სიბრძნე მოგეწონა? შენი აზრი მაინტერესებს კაიროს ![]() ციტატა 38. მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ. 39. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. 40. რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს. ამას რატომღაც დიდ ყურადღებას არ აქცევენ მართლმადიდებლები. ციტატა ტიბეტური მკვდრების წიგნირაგაცით წააგავს ჩვენებურ საზვერეების შესახებ სწავლებას კი არ წააგავს მანდ უფრო სრულყოფილად და მეცნიერულადაა ყველაფერი განმარტებული. ჩვენი წააგავს მაგათსას ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 05:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი