მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
ნანინა |
Oct 3 2009, 12:05 AM
პოსტი
#1
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე და რაგდან შესაბამისი თემა ვერ ვნახე, გადავწყვიტე გამეხსნა.
მგალობლობა, ისევე როგორც ნებისმიერი სახის ღვთისმსახურება დიდი პასუხისმგებლობაა. ეკლესიის მსახური, მათ შორის მგალობელიც, ხშირად ექცევა მრევლის ყურადღების ცენტრში. რით გამოირჩევიან მგალობლები ჩვეულებრივი მრევლის წევრებისგან და რა დამატებითი მოვალეობები აქვთ მათ მრევლის სხვა წევრებისაგან განსხვავებით? ვისაუბროთ ამ თემაზე, მგონი პრაქტიკოსი მგალობლებისათვის საინტერესო იქნება გალობა პირველ რიგში ლოცვის ერთ-ერთი სახეობაა. გალობა მრევლს ლოცვით განწყობას უნდა უქმნიდეს, ეს კი მგალობლებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ამას და უგულოდ ვგალობთ ხანდახან კი უბრალოდ იმდენად ვეჩვევით, რომ ეს პროფესია გვგონია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უფალს ვემსახურებით ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, პრაქტიკოსი მგალობლების აზრი ძალიან დამეხმარება.. გარდა ამისა, თუ შეგიძლიათ მოიყვანეთ მაგალითები მგალობლის უფლება-მოვალეობებზე. პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერება მოგვეთხოვება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვასრულებთ მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემებზე და იმედია იაქტიურებთ P.S. კანონისტს ან ვინმე სხვა კომპეტენტურ ადამიანს თუ შეუძლია დაწეროს ეკლესიის მიერ მგალობლისადმი მინიჭებული უფლებება-მოვალეობები, ძალიან გამეხარდება -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ნანინა |
Oct 3 2009, 02:27 PM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
mr.satadarigo
ციტატა შენ გალობ სადმე? კი ვგალობ მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს ტაძარში mariami-k ციტატა მრევლი და განსაკუთრებით დამწყებნი მაგალითისთვის ხშირად აკვირდებიან მგალობლებს. ამიტომ მათი ქცევა, მოკრძალება და პასუხისმგებლობის გრძნობა მისაბაძი უნდა იყოს სხვებისთვის. აბსოლუტურად გეთანხმები +++ Atman ციტატა გალობის დროს ტექსტზე საერთოდ არ უნდა იფიქრო... და საერთოდ კი არ უნდა იფიქრო მაგ დროს უნდა იმღერო... გეტყობა რომ არ ხარ გათვითცნობიერებული და ამიტომ აგიხსნი გალობა პირველ რიგში არის ლოცვა. მართლმადიდებლური გალობის კანონიკაც ამას ითვალისწინებს. პირველადი არის ტექსტი და ჰანგი მლოცველს ამ ტექსტის აღქმაში ეხმარება. სულ რომ მედავითნე კითხულობდეს, მრევლისთვის დამღლელი და მოსაწყენი იქნება რა თქმა უნდა გალობისას ფიქრობ მუსიკაზეც (და სამწუხაროდ ხშირად მარტო ამაზე ). რამე არ შეგვეშალოს და ა.შ. არა და გალობაში პირველადი ტექსტია. ასეა წმინდა მამებთან და ასეა დადგენილი კანონიკით უტექსტო ჰანგი მართლმადიდბლური კანონიკისათვის მიუღებელია (განსხვავებით კათოლიკების და სხვა ქრისტიანებისაგან). რაც შეეხება "ჰარალეს", თუ არ ვცდები შუმერული ღვთაებაა. "ვარალე", "ჰარალე" და მსგავს სიტყვებს ქართულ ფოლკლორში გლოსოლალიები ქვია. მათი მნიშვნელობა დღეისათვის ჩვენთვის უვნობია. სავარაოდოა, რომ ეს სიმღერები წარმართობიდან მოდიოდა და შესაბამისად პარალელებიც ლოგიკურია, ამას იკვლევენ მეცნიერები mr.satadarigo ციტატა კი,ეგაა ჰარირა,მაგრამ უფრო ცეეცხლოვან შესრულებას მოგცემ,აბა ამას მოუსმინე,ვოისა ჰარირათი,ანსამბლი დიდგორი და შეუდარებელი poti "დიდგორი" და ფოთი არაჩვეულებრივია მართლაც, მაგრამ, მათაც ძველი ჩანაწერებიდან აქვთ ნასწავლი, ასე რომ, დედანს ჯობია მოუსმინოს ამ შემთხვევაში "ჰარირა" ქვია მეგრული სიმღერების დისკს და ის დისკია ატვირთული ალაზანზე. მასში შესულია მეგრული სიმღერები. ეხლა ვნახე, რომ საჩონგურო "ჰარირა" არის. სხვა ბევრი ვარიანტიცაა ამ სიმღერის პ.ს. თემა აღარ გამოიფით გთხოვთ, მიხარია, რომ აქტიურობთ და იმედია ასე გააგრძელებთ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი