მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
ნანინა |
Oct 3 2009, 12:05 AM
პოსტი
#1
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე და რაგდან შესაბამისი თემა ვერ ვნახე, გადავწყვიტე გამეხსნა.
მგალობლობა, ისევე როგორც ნებისმიერი სახის ღვთისმსახურება დიდი პასუხისმგებლობაა. ეკლესიის მსახური, მათ შორის მგალობელიც, ხშირად ექცევა მრევლის ყურადღების ცენტრში. რით გამოირჩევიან მგალობლები ჩვეულებრივი მრევლის წევრებისგან და რა დამატებითი მოვალეობები აქვთ მათ მრევლის სხვა წევრებისაგან განსხვავებით? ვისაუბროთ ამ თემაზე, მგონი პრაქტიკოსი მგალობლებისათვის საინტერესო იქნება გალობა პირველ რიგში ლოცვის ერთ-ერთი სახეობაა. გალობა მრევლს ლოცვით განწყობას უნდა უქმნიდეს, ეს კი მგალობლებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ამას და უგულოდ ვგალობთ ხანდახან კი უბრალოდ იმდენად ვეჩვევით, რომ ეს პროფესია გვგონია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უფალს ვემსახურებით ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, პრაქტიკოსი მგალობლების აზრი ძალიან დამეხმარება.. გარდა ამისა, თუ შეგიძლიათ მოიყვანეთ მაგალითები მგალობლის უფლება-მოვალეობებზე. პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერება მოგვეთხოვება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვასრულებთ მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემებზე და იმედია იაქტიურებთ P.S. კანონისტს ან ვინმე სხვა კომპეტენტურ ადამიანს თუ შეუძლია დაწეროს ეკლესიის მიერ მგალობლისადმი მინიჭებული უფლებება-მოვალეობები, ძალიან გამეხარდება -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
უჩა |
Oct 3 2009, 07:47 PM
პოსტი
#2
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
უჰ რთული თემაა.
ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ძალიან მრცხვენია ხოლმე თავს მგალობელს რომ ვუწოდებ, და ვცდილობ ყოველთვის ტავჩაღუნულმა ვატარო ეს მადლი. როგორ გამომდის ჩემი ამპარტავნობით მაგ სხვა ამბავია. ერთია რა რომ, რომ დაუკვირდე რა ვიცით ჩვენს წინაპრებს რომ შევედაროთ, არც არაფერი, რამდენიმე ათეული საგალობელი გაგვირჩევია და ოოო დიადი მგალობლები გვგონია თავი... ამაზე ყველა მგალობელი უნდა დაფიქრდეს ჩემი აზრით. და უნდა ეცადოს სწორად იგალობოს, ასევე განვითარდეს და იმ დიდი საგანძურის ნაწილი მაინც გაარჩიოს და ისწავლოს რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს... მგალობლობა მართლა უდიდესი პასუხისმგებლობაა რა... მაგრამ ძალიან ცოტა თუ ატარებს ამ ჯვარს ღირსეულად. პირადად მე ვთვლი რომ ვერ ვარ კარგი მგალობელი და ამ სახელის ტარების ღირსი არ ვარ.... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი