კიბე(ანუ კლემაქსი), იოანე სინელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კიბე(ანუ კლემაქსი), იოანე სინელი |
დავით ივერიელი |
Nov 21 2006, 12:21 AM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
იოანე სინელის წიგნი "კიბე" ეს არის ჩEმტვის მეორე სახარება და მეორე მოძღვარი... როგორც საკუთარი მოძღვარსი მამხლეს ცოდვაბში და მარცხვენს უფლის წინაშე იგიევს შვრება ეს წიგნიც... მინდა ნაწყვეტები მოვიყვანო აქ რათა გაგიზიაროთ ამ ჭიგნში გადმოცემული სიბრძნე მამა იონესი...
*მორჩილება არის ნების საფლავი და თავმდაბლობის აღდგომა *როცა მოძღვრის განკიტხვის ფიქრები მოდის, გაექეცი, როგორც სიძვას, და ამ გველს არანაირი ადგილი დაუთმო, არამედ უთხარი ვეშაპს:"ჰოი, მაცდურო! მე კი არა ვარ ჩემი წინამძღვრის მსაჯული, არამედ ის არის ჩემი მსაჯული, რადგან მე კი არ მიტვირთავს მისი ტვირთი, არამედ მან იტვირთა - ჩემი. *სიასნული ნათლისღების განმაახლებელია. სინანული არის ღვთის წინაშე ახალი აღთქმის დადება. მონანული ვაჭარი თავმდაბლობას ყიდულობს. *ვინც საკუთარ თავს გლოვობს, ის სხვას არ განიკითხავს არ არც დაცემის გამო განსჯის. *რამდენადაც ცეცხლი წვავს და ანადგურებს ფიჩხს, იმდენად წმინდა ცრემლები, იმდენად წმინდა ცრემლები უჩინარჰყოფს ყოველგვარ სულიერ შხამსა და ვნებას. *არ ენდო ცრემლებს, სანამ სრულიად არ განგწმენდს. ის ღვინო კი არა არის სანდო, რომელიც ეს-ესაა საწნახელიდან მოედინება, არამედ ის, რომელიც უკვე ზველია და არ არის გაფუჭებული. *როგორც სიბნელე უჩინარდება სინათლის გამოჩენისას, ისე უჩინარდება ყოველგვარი შფოთი და გუილსწყრომა თავმდაბლობის გამოჩენისას. *ერთხელ შევესწარი, მავანნი ვიღაცას რომ აძაგებდნენ გავუწყერი მათ და ვუთხარი, შეეწყვიტათ მსგავსი საუბარი. ამ ბოროტის მოქმედებმა კი მიპასუხეს, რომ ასე იმ პიროვნებისადმი სიყვარულისა და ზრუნვის გამო იქცეოდნენ. მე მივუგე:"თავი დაანებეთ ასეთ სისასტიკესა და ავ სიყვარულს, რათა არ გამტყუნდეს წინასწარმეტყველის სიტყვები:"რომელნი იტყუინ იდუმალ მოყვასისა თუისისა ძუირსა, ესე წარვდევნი"(ფსალმ. 100.5) *თუ ის გიყვარს, ილოცე მისთვის და ნუ აძაგებ, რადგან ლოცვით ღმერთი შეეწევა და შეიწყალებს. *განკითხვა მხოლოდშობილი ზის ღირსების მიტაცებაა და სულის დამღუპველია. *მრავლისმეტყველება ტახტრევანია, რომელზეც ზის თავს იწონებს ამპარტვანება. დანარჩენი მომავალში ... -------------------- მერე რა რომ . . .
|
newbie |
Oct 4 2009, 10:01 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
2. იგი, ვინც ღვთის სიყვარულზე ლაპარაკს ცდილობს, თვით ღმერთზე კადრულობს სიტყვის დაძვრას, ღმერთზე ლაპარაკი კი უკრძალველი ადამიანებისათვის დიდად სახიფათოა.
16. ნეტარია იგი, ვინც ცდილობს, ისე მოიმადლიეროს უფალი, როგორც მეგობრების მომადლიერებას ცდილობენ ხოლმე. 32. ვისაც უყვარს მოყვასი, ავს არასოდეს მოისმენს მასზედ და ცეცხლივით გაურბის ამას. 11. როგორც სინათლის გამოჩენისას განიდევნება წყვდიადი, ასევე ღვთისმოსაური სიმდაბლე ყოველგვარ წყენასა და გულისწყრომას განდევნის. 18. არაფერი ისე არ სძულს მონანულს, როგორც გულფიცხობისგან აღშფოთება, რადგან სინანული უდიდესი სიმდაბლეს ითხოვს, ხოლო გულფიცხობა უდიდესი თავმაღლობის ნიშანია. 3. შევიტყვე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავს ამბობდნენ. მე ავუკრძალე მათ ეს. ამ ბოროტმოქმედებმა მოსაბოდიშებლად მითხრეს, რომ ამას მოყვასზე ზრუნვითა და სიყვარულით იქმოდნენ. მე კი მივუგე: რომელი იტყოდა იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა, იგი გარეგან ვსდევნე (ფს. 100.5). 5. შემცოდეთა განკითხვას თავისთავად მოერიდები, თუ მუდამ გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოციქულთა შორის იყო, ხოლო ავაზაკი მკვლელთა შორის ირიცხებოდა. მაგრამ მათ სულებში სასწაულებრივი შემობრუნება წამიერად აღსრულდა 5. ურჯულო იგია, ვინც ღვთის რჯულს უკეთურებით და საწინააღმდეგო წერილებით აღასრულებს და ჰგონია, რომ ღმერთი სწამს. 6. ამპარტავანი სული შიშის მონაა, რადგან საკუთარი თავის იმედზეა და როდესაც რაიმე ხმას გაიგონებს, ძრწის. 7. პირველი თვისება ამ კეთილი და დიდებული სათნოებების სამებისა არის სიხარულით მიღება და ტვირთვა ყოველგვარი ლანძღვისა და შეურაცხყოფისა. როდესაც კაცი სულის გაშილილი ხელებით მიიღებს და შეიტკბობს ყოველგვარ მხილებასა და სირცხვილს - როგორც სულიერ სნეულებათა გამანადგურებელ წამალს და დიდი ცოდვებისგან განმწმენდელს; მეორე თვისება ამ სამი ძლიერი სათნოებისა არის მრისხანების მოკვლა, გულის შემუსვრა და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება; ხოლო მესამე კეთილი კიბე არის თავისი სათნოებების სრული დაუჯერებლობა და დაურწმუნებლობა დასარწმუნეობით სურვილი სწავლისა. 10. თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ და უთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ცდილობს, ღვთის განგებულების სიღრმეე ჩასწვდეს. 39. კარგად გამოვიკვლიოთ საკუთარი თავები ყველამ, ვინც სიმდაბლის მოპოვებას ვესწრაფით და მისი მოსურნენი ვართ; თუ საკუთარ სულში ვნახავთ, რომ მთელი ძალით გვსურს და ვესწრაფით იმას, რომ მოყვასი ყოევლგვარ საქმეში ჩვენზე უკეთესი იყოს, ჩანს, რომ ღვთის მადლი შორს აღარაა ჩევნგან. 40. როგორც ცეცხლში თოვლის პოვნა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია, რომ მწვალებელთა (ერეტიკოსთა) შორის სიმდაბლე აღმოაჩინო. 60. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ“ ღვთისა „მოწაფენი“ ვართ (იოან. 13.35), როდესაც არა „სულნი უკეთურნი დაგვემორჩილებიან“, არამედ, როცა „სახელები“ ჩვენი დაიწერება „ცათა შინა“ (ლუკ. 10.20) სიმდაბლისასა. 61. ბუნებრივი უნაყოფობა ლიმონის ხის ტოტებს ზემოთ აღამაღლებს, ხოლო თუ ისინი ქვევით დაიხრებიან ნიშანია იმისა, რომ მალე ნაყოფს გამოიღებენ. 69. მდაბალი მუდამ მორჩილია. იგი უკეთეს სიტყვებს სხვებისგან ისმენს, რადგან არასოდეს ენდობა თავს, რომელზეც ზრუნვა მიუტევა უფალს - მას ვინც ბალამთან საუბარი ვირს შეაძლებინა. იგი ყველაფერს რომ ღვთის მიერ აკეთებდეს და ამბობდეს, საკუთარი გულისხმიერება მაინც არ სჯერა. რადგან, როგორც ამპარტავნისთვის მძიმეა სხვისთვის შეკითხვა, ასევე მძიმეა მდაბლისათვის თავის თავზე მინდობა. მოკლედ ყველას დაგერხათ ჩემს გარდა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი