IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კიბე(ანუ კლემაქსი), იოანე სინელი
დავით ივერიელი
პოსტი Nov 21 2006, 12:21 AM
პოსტი #1


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



იოანე სინელის წიგნი "კიბე" ეს არის ჩEმტვის მეორე სახარება და მეორე მოძღვარი... როგორც საკუთარი მოძღვარსი მამხლეს ცოდვაბში და მარცხვენს უფლის წინაშე იგიევს შვრება ეს წიგნიც... მინდა ნაწყვეტები მოვიყვანო აქ რათა გაგიზიაროთ ამ ჭიგნში გადმოცემული სიბრძნე მამა იონესი...

*მორჩილება არის ნების საფლავი და თავმდაბლობის აღდგომა
*როცა მოძღვრის განკიტხვის ფიქრები მოდის, გაექეცი, როგორც სიძვას, და ამ გველს არანაირი ადგილი დაუთმო, არამედ უთხარი ვეშაპს:"ჰოი, მაცდურო! მე კი არა ვარ ჩემი წინამძღვრის მსაჯული, არამედ ის არის ჩემი მსაჯული, რადგან მე კი არ მიტვირთავს მისი ტვირთი, არამედ მან იტვირთა - ჩემი.
*სიასნული ნათლისღების განმაახლებელია. სინანული არის ღვთის წინაშე ახალი აღთქმის დადება. მონანული ვაჭარი თავმდაბლობას ყიდულობს.
*ვინც საკუთარ თავს გლოვობს, ის სხვას არ განიკითხავს არ არც დაცემის გამო განსჯის.
*რამდენადაც ცეცხლი წვავს და ანადგურებს ფიჩხს, იმდენად წმინდა ცრემლები, იმდენად წმინდა ცრემლები უჩინარჰყოფს ყოველგვარ სულიერ შხამსა და ვნებას.
*არ ენდო ცრემლებს, სანამ სრულიად არ განგწმენდს. ის ღვინო კი არა არის სანდო, რომელიც ეს-ესაა საწნახელიდან მოედინება, არამედ ის, რომელიც უკვე ზველია და არ არის გაფუჭებული.
*როგორც სიბნელე უჩინარდება სინათლის გამოჩენისას, ისე უჩინარდება ყოველგვარი შფოთი და გუილსწყრომა თავმდაბლობის გამოჩენისას.
*ერთხელ შევესწარი, მავანნი ვიღაცას რომ აძაგებდნენ გავუწყერი მათ და ვუთხარი, შეეწყვიტათ მსგავსი საუბარი. ამ ბოროტის მოქმედებმა კი მიპასუხეს, რომ ასე იმ პიროვნებისადმი სიყვარულისა და ზრუნვის გამო იქცეოდნენ. მე მივუგე:"თავი დაანებეთ ასეთ სისასტიკესა და ავ სიყვარულს, რათა არ გამტყუნდეს წინასწარმეტყველის სიტყვები:"რომელნი იტყუინ იდუმალ მოყვასისა თუისისა ძუირსა, ესე წარვდევნი"(ფსალმ. 100.5)
*თუ ის გიყვარს, ილოცე მისთვის და ნუ აძაგებ, რადგან ლოცვით ღმერთი შეეწევა და შეიწყალებს.
*განკითხვა მხოლოდშობილი ზის ღირსების მიტაცებაა და სულის დამღუპველია.
*მრავლისმეტყველება ტახტრევანია, რომელზეც ზის თავს იწონებს ამპარტვანება.


დანარჩენი მომავალში ... smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
newbie
პოსტი Oct 4 2009, 10:01 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



2. იგი, ვინც ღვთის სიყვარულზე ლაპარაკს ცდილობს, თვით ღმერთზე კადრულობს სიტყვის დაძვრას, ღმერთზე ლაპარაკი კი უკრძალველი ადამიანებისათვის დიდად სახიფათოა.

16. ნეტარია იგი, ვინც ცდილობს, ისე მოიმადლიეროს უფალი, როგორც მეგობრების მომადლიერებას ცდილობენ ხოლმე.

32. ვისაც უყვარს მოყვასი, ავს არასოდეს მოისმენს მასზედ და ცეცხლივით გაურბის ამას.

11. როგორც სინათლის გამოჩენისას განიდევნება წყვდიადი, ასევე ღვთისმოსაური სიმდაბლე ყოველგვარ წყენასა და გულისწყრომას განდევნის.

18. არაფერი ისე არ სძულს მონანულს, როგორც გულფიცხობისგან აღშფოთება, რადგან სინანული უდიდესი სიმდაბლეს ითხოვს, ხოლო გულფიცხობა უდიდესი თავმაღლობის ნიშანია.

3. შევიტყვე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავს ამბობდნენ. მე ავუკრძალე მათ ეს. ამ ბოროტმოქმედებმა მოსაბოდიშებლად მითხრეს, რომ ამას მოყვასზე ზრუნვითა და სიყვარულით იქმოდნენ. მე კი მივუგე: რომელი იტყოდა იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა, იგი გარეგან ვსდევნე (ფს. 100.5).

5. შემცოდეთა განკითხვას თავისთავად მოერიდები, თუ მუდამ გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოციქულთა შორის იყო, ხოლო ავაზაკი მკვლელთა შორის ირიცხებოდა. მაგრამ მათ სულებში სასწაულებრივი შემობრუნება წამიერად აღსრულდა

5. ურჯულო იგია, ვინც ღვთის რჯულს უკეთურებით და საწინააღმდეგო წერილებით აღასრულებს და ჰგონია, რომ ღმერთი სწამს.

6. ამპარტავანი სული შიშის მონაა, რადგან საკუთარი თავის იმედზეა და როდესაც რაიმე ხმას გაიგონებს, ძრწის.

7. პირველი თვისება ამ კეთილი და დიდებული სათნოებების სამებისა არის სიხარულით მიღება და ტვირთვა ყოველგვარი ლანძღვისა და შეურაცხყოფისა. როდესაც კაცი სულის გაშილილი ხელებით მიიღებს და შეიტკბობს ყოველგვარ მხილებასა და სირცხვილს - როგორც სულიერ სნეულებათა გამანადგურებელ წამალს და დიდი ცოდვებისგან განმწმენდელს; მეორე თვისება ამ სამი ძლიერი სათნოებისა არის მრისხანების მოკვლა, გულის შემუსვრა და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება; ხოლო მესამე კეთილი კიბე არის თავისი სათნოებების სრული დაუჯერებლობა და დაურწმუნებლობა დასარწმუნეობით სურვილი სწავლისა.

10. თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ და უთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ცდილობს, ღვთის განგებულების სიღრმეე ჩასწვდეს.

39. კარგად გამოვიკვლიოთ საკუთარი თავები ყველამ, ვინც სიმდაბლის მოპოვებას ვესწრაფით და მისი მოსურნენი ვართ; თუ საკუთარ სულში ვნახავთ, რომ მთელი ძალით გვსურს და ვესწრაფით იმას, რომ მოყვასი ყოევლგვარ საქმეში ჩვენზე უკეთესი იყოს, ჩანს, რომ ღვთის მადლი შორს აღარაა ჩევნგან.

40. როგორც ცეცხლში თოვლის პოვნა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია, რომ მწვალებელთა (ერეტიკოსთა) შორის სიმდაბლე აღმოაჩინო.

60. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ“ ღვთისა „მოწაფენი“ ვართ (იოან. 13.35), როდესაც არა „სულნი უკეთურნი დაგვემორჩილებიან“, არამედ, როცა „სახელები“ ჩვენი დაიწერება „ცათა შინა“ (ლუკ. 10.20) სიმდაბლისასა.

61. ბუნებრივი უნაყოფობა ლიმონის ხის ტოტებს ზემოთ აღამაღლებს, ხოლო თუ ისინი ქვევით დაიხრებიან ნიშანია იმისა, რომ მალე ნაყოფს გამოიღებენ.

69. მდაბალი მუდამ მორჩილია. იგი უკეთეს სიტყვებს სხვებისგან ისმენს, რადგან არასოდეს ენდობა თავს, რომელზეც ზრუნვა მიუტევა უფალს - მას ვინც ბალამთან საუბარი ვირს შეაძლებინა. იგი ყველაფერს რომ ღვთის მიერ აკეთებდეს და ამბობდეს, საკუთარი გულისხმიერება მაინც არ სჯერა. რადგან, როგორც ამპარტავნისთვის მძიმეა სხვისთვის შეკითხვა, ასევე მძიმეა მდაბლისათვის თავის თავზე მინდობა.

მოკლედ ყველას დაგერხათ ჩემს გარდა yes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
დავით ივერიელი   კიბე(ანუ კლემაქსი)   Nov 21 2006, 12:21 AM
mnate   მაგ წიგნს მათხოვებ...   Nov 21 2006, 12:22 AM
დავით ივერიელი   mnate ჯერ რაც გათხოვე ...   Nov 21 2006, 12:25 AM
ლილიანა   ამ წიგნის შეძენა ს...   Nov 21 2006, 12:27 AM
დავით ივერიელი   ლილიანა ყველგანაა....   Nov 21 2006, 12:33 AM
solomony   მე ორივე ტომი წაკი...   Nov 21 2006, 12:42 AM
იოანა   დავით ივერიელი გაი...   Nov 21 2006, 12:47 AM
იოანა   *თითოეული ჩვენგანი...   Nov 21 2006, 02:54 PM
იოანა   *გულითადად შესვი ლ...   Nov 21 2006, 03:08 PM
იოანა   *ლოცვაზე ძრწოლით ი...   Nov 21 2006, 03:50 PM
.:თამარი:.   იოანე სინელის "კი...   Nov 22 2006, 05:15 PM
stch   კახა ეგ რა შუაში იყ...   Jul 4 2007, 01:12 AM
თამარი   დიდხანს ლოცვის შემ...   Jul 6 2007, 04:28 PM
shota1   ეს წიგნი წავიკითხე...   Jul 6 2007, 04:33 PM
თამარი   ეს წიგნი წავიკითხ...   Jul 6 2007, 04:37 PM
stch   ხო მარა ბოლომდე რო ...   Jul 7 2007, 12:40 AM
ilarion90   ეს წიგნი მართლაც ს...   Sep 7 2007, 03:11 PM
catherina_10   "ავსიტყვაობა სიძ...   Sep 26 2007, 01:42 PM
გლახა   ilarion90 ბიბლია უფრო სა...   Sep 27 2007, 05:31 PM
ალექსანდრე   ilarion90 ბიბლია უფრო სა...   Sep 27 2007, 10:42 PM
catherina_10   Homo Faber როგორ არ გრცხე...   Sep 28 2007, 11:51 AM
SaD-GhosT   ძალიან კარგი წიგნი...   Sep 28 2007, 11:26 PM
გლახა   Homo Faber დაიწყე მოძებნ...   Sep 29 2007, 12:30 PM
k@the   მე მაპატიეთ ..... მეგ...   Sep 30 2007, 10:30 PM
solomony   ეს წიგნი მარტო ბერ...   Oct 1 2007, 12:22 AM
კანუდოსელი   ეს წიგნი მარტო ბერ...   Oct 2 2007, 01:35 PM
k@the   არის წიგნი, რომლის ...   Oct 2 2007, 06:55 PM
სერგი   msxverpli ratom? risi tqma ginda rom mag cign...   Oct 2 2007, 07:46 PM
ალექსანდრე   ის რომ როცა ბერად ა...   Oct 2 2007, 11:28 PM
სერგი   ვეღარ ბრუნდება <---...   Oct 2 2007, 11:39 PM
aleqsandre12   მართლაც მაგარი წიგ...   Sep 5 2008, 09:53 PM
nino_ni   ამ წიგნზე მამაომ ი...   Sep 5 2008, 10:16 PM
სოფი   თქვენი წყალობით ძა...   Sep 6 2008, 08:57 PM
taa   მამაომ კარგად ისაუ...   Apr 4 2009, 03:52 PM
KAIROS   ამ თემის ჩავარდნა ...   May 23 2009, 03:56 AM
აკაკი   უძLიერესი წიგნი, ს...   Jun 17 2009, 12:25 PM
newbie   2. იგი, ვინც ღვთის სი...   Oct 4 2009, 10:01 PM
ქევანა   : ) ეს ფრაზა მომეწონ...   Oct 5 2009, 12:02 AM
თამარი_ცქნაფო   ქევანა http://www.orthodoxy.ge/tserile...   Oct 5 2009, 12:21 AM
KAIROS   კიბე ანუ კლემაქსი ...   May 2 2010, 03:57 AM
აკაკი   საინტერესოა რას? ...   May 2 2010, 02:17 PM
KAIROS   არა კაცო, მაგაზე თქ...   May 3 2010, 02:49 AM
+ვახტანგი+   სიმდაბლის შესახებ....   Jun 5 2010, 12:52 PM
marine   ამ წიგნის პირველი ...   Jun 7 2010, 02:02 PM
teklikie   marine 2 ტომია სულ? და რა ...   Oct 28 2010, 06:28 PM
+ვახტანგი+   marine 2 ტომია სულ? და რა...   Oct 31 2010, 02:32 PM
toka@   "ან უნდა იყო ცივი ...   Oct 28 2010, 09:07 PM
ნანინა   წაკითხული მაქვს, ძ...   Oct 28 2010, 09:13 PM
tamuna m   მამა მაქსიმე (ჭანტ...   Nov 2 2010, 08:31 PM
leluka   რა ღირს ეს წინგი ?   Nov 3 2010, 03:01 PM
gvanchi   დღეს ვიყიდე ეს წიგ...   Jun 6 2011, 09:34 PM
.ნინო   ჩემი აზრით, ჯობია მ...   Jun 7 2011, 03:19 PM
GIORGI LELUASHVILI   ეს ისეთი მაგარი წი...   Jun 13 2011, 08:38 AM
ხახაბოელი   ეს მართლაც საოცარი...   Jun 13 2011, 01:30 PM
levani-grs   gvanchi ამ წიგნს ნამდვი...   Mar 3 2013, 07:55 PM
A.V.M   ,, მორწმუნე ის კი არ ...   Jul 31 2014, 01:04 AM
marine   "164. "ნეტარ იყვნე...   Sep 28 2022, 08:28 PM
marine   "ჩვენმა პატივცემ...   May 30 2023, 06:31 PM
marine   "ღირსი იოანე კიბი...   Jun 18 2023, 07:41 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 02:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი