ფსალმუნთა კითხვის ჯგუფი, ახალი ერა :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსალმუნთა კითხვის ჯგუფი, ახალი ერა :) |
kato_Bato |
Oct 6 2009, 10:43 AM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ეს არის ჩვენი საყვარელი ძველი თემა:
ფსალმუნთა კითხვის ჯგუფი ეს კი ახლანდელი გჯუფის სია: 1ა. თეონა - თიო 1ბ..ირაკლი-mr.satadarigo 2. ნინო - nin-iko 3. სალომე - Sally 4. თეიმურაზი - t.d. 5. თეა-ოჯახით - teo.. 6. ნათელა-naTushka 7. მირანდუხტი-ოჯახით - მის ქართველი 8. ნონა - ნონა 9. ეკატერინე-ოჯახით - kato_Bato 10. ეკატერინე - ეკატო 11. ლაშა - llaasshhaa 12. შოთა - NEO 13. შოთა - შოთა 14. ანა - ა ნ უ კ ა 15. დავითი - კანონისტი 16. სოფიო - სოფი 17. უშანგი - უჩა 18. სოფიო - ნანინა 19. ნანა - mogzaura 20. კესარია - kesaria777 ამათ ვიხსენიებთ : ცირა ოჯახით გრიგოლი და ასე დავიწყეთ : 1. შოთა - შოთა 2. ქავთარაძე - გიორგი 3. კანონისტი - დავითი 4. beqa.shuxoshvili - ბექა 5. Zeskvi_ucha - უშანგი 6. iako - ნონა 7. mogzaura - ნანა 8. Маиа -მაია 9. თიო - თეა 10. miss.qartveli - მირანდუხტი 11. მაეასი-სალომე 12. .nino - ნინო 13. teo... - თეა 14. sofia - სოფიო 15. tebea - თამარი 16. მნათე - ლევანი 17. kato_Bato - ეკატერინე 18. ანუბანუ - ანა 19. amadeus - ავთანდილი 20. ნინო (ბექას დედა) ფსალმუნთა კითხვის წესები 1. ყოველი მონაწილე კითხულობს იმ რიგით ფსალმუნს, მერამდენეც არის სიაში 2. ყოველი თვის დასაწყისში (1 რიცხვიდან) მოხდება კანონის რიგითობის ერთით წინ გადაწევა (ანუ ვინც კითხულობდა IV-ს, წაიკითხავს V-ს, ვინც კითხულობა XX-ს კი I-ს) 3. ზემომოყვანილ სიაში განსაზღვრული კანონების რიგითობა შეიცვლება 1 მარტს 4. კანონი იკითხება დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია 00:00 საათის მერე წაკითხვაც (ანუ როცა ასტრონომიულად უკვე ახალი დღეა) 5. ყოველი წევრი ვალდებულია ცოცხალთათვის მოსახსენებელში მოიხსენიოს ჯგუფის დანარჩენი 19 წევრი 6. ჯგუფის წევრი ვალდებულია არ გააცდინოს კანონის წაკითხვა. გამონაკლის შემთხვევაში მან უნდა თხოვოს ჯგუფის სხვა წევრს თავისთვის განკუთვნილი კანონის წაკითხვაც 7. ნებისმიერს უფლება აქვს დაემატოს ამ ჯგუფს. ამ შემთხვევაში დამატებული პირი აირჩევს იმ რიგით კანონს, რომელიც მას სურს 8. ფსალმუნთა კითხვა იწყება 19 თებერვალს, დიდმარხვის პირველ ორშაბათს 9. საეკლესიო განწესისამებრ, რიგითი კანონის კითხვა წყდება ვნების შვიდეულის ოთხშაბათს (4 აპრილს) და განახლდება თომას კვირიაკეს (15 აპრილს) უფალმა გაგვაძლიეროს ეს ფსალმუნების განმარტებისთვის: ციტატა ეს არის ქართულად - http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm (ექვთიმე ზიგაბენის მიხედვით) ოღონდ, სამწუხაროდ, სულ რამდენიმე ფსალმუნის განმარტებაა.(ფსალმუნთა განმარტება იხილეთ მითითებული გვერდის ბოლოში). რამდენადაც ვიცი, ქართულად ყველა ფსალმუნის განმარტება ჯერ არ გამოცემულა, ყოველ შემთხვევაში,ინტერნეტ-სივრცეში არ უნდა მოიძებმნებოდეს. რუსულად შეგიძლიათ იხილოთ ამ საიტზე - http://www.mystudies.narod.ru/bible/old_test/22_ps/_ps.html აქ არის წმინდა ათანასე დიდის, ბასილი დიდის, ექვთიმე ზიგაბენის და სერგეი ტერნოვსკის განმარტებანი. ხოლო წმინდა იოანე ოქროპირის განმარტება რუსულად,შეგიძლიათ მოიძიოთ აქ - http://www.ispovednik.ru/zlatoust/Z05_1/t05_1.htm -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ლანა |
Oct 6 2009, 11:39 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 21-July 08 მდებარ.: qaris qveyana წევრი № 5,372 |
ნანინა
კი,შევძლებ დიდი ხანია მინდოდა ჯგუფში კითხვა და სურვილი ავისრულე კიდეც არა,ოჯახისთვის ჯერ ძალიან პატარა ვარ ლანა წაიკითხე,მე 1 კანონი დამრჩება მხოლოდ.ტუმცა მოვა ნანინა და შენ mrs.satadarigo გახდები ასე,რომ სათადარიგოების წყვილი გაიჩითება ფორუმზე,ეს ხუმრობიტ OF ქორს მისტერი არა მის სათადარიგო -------------------- ნარკომანი მხოლოდ ის როდია,ვინც წამალს იკეთებს!
|
ბიძია თომა |
Oct 6 2009, 11:41 PM
პოსტი
#3
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
ნანინა კი,შევძლებ დიდი ხანია მინდოდა ჯგუფში კითხვა და სურვილი ავისრულე კიდეც არა,ოჯახისთვის ჯერ ძალიან პატარა ვარ მისტერი არა მის სათადარიგო ხო ნამეტნავად. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ლანა |
Oct 6 2009, 11:50 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 21-July 08 მდებარ.: qaris qveyana წევრი № 5,372 |
ხო ნამეტნავად. ეს კომენტარი რას ეხება? დასაოჯახებლად რო ვარ პატარა თუ ფსალმუნების ჯგუფში რო მინდოდა გაწევრიანება? ეკატო მე კი წავიკითხე უკვე შენ თუ ვერ ახერხებ წავიკითხავ,არ არის პრობლემა ლანა, ეხლა მკითხეს, ნათლობის სახელი ლანაა? ყოველთა წმიდათაში არის? არ ვიცი არის თუ არა,მაგრამ ეს სახელი დამიტოვეს ნათლობაზე და რავიცი აბა მამაოს,რო ვუთხარი ნათლობისაც ლანაათქო არაფერი არ უთქვამს და......... -------------------- ნარკომანი მხოლოდ ის როდია,ვინც წამალს იკეთებს!
|
ეკატო |
Oct 6 2009, 11:50 PM
პოსტი
#5
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ეკატო მე კი წავიკითხე უკვე შენ თუ ვერ ახერხებ წავიკითხავ,არ არის პრობლემა მე ჩემიც ჯერ არ წამიკითხავს და იმიტომ გითხარი, თუ წაიკითხავ კარგი იქნება პ.ს. კეთილი იყოს შენი შემომატება როგორც ვიცი ჩემი სულიერი და ხარ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი