IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გიორგი II, 1072-1089
afxazi
პოსტი May 12 2009, 01:09 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ჩემის აზრით საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ამ პიროვნებაზე საუბარი. უფრო სწორად საუბარი იმის შესახებ თუ რატომაა ასე ბუნდოვნად მოცული, ერთი შეხედვით შეიძლება არა მაგრამ მაინც, მისი სამეფო ტახტიდან გადაყენება, თუ საკუთარი ნებით გადადგომა და მისი მცირეწლოვანი შვილის, დავითის გამეფება. მართალია დავითი უძლიერესი მმართველი აღმოჩნდა მაგრამ წინასწარ ამის გაანგარიშება ლოგიკურად შეუძლებელი იყო და მაინც თითქოს ეს გადაწყვეტილება იმ პერიოდში, მცირეწლოვანი ყმაწვილის ტახტზე ასვლა (ეპოქის დახასიათებას არ შევუდგები, ყველამ კარგად ვიცით თუ რა ვითარება იყო) სარისკო ჩანს.

ივანე ჯავახიშვილი ტავის საეკლესიო ისტორიაში ასეთ რამეს ამბობს. "შინაურ უმწეო პოლიტიკურ მდგომარეობას, საქმეების ასეთს აწეწ-დაწეწას ზედ სტიქიური უბედურებაც დაერთო: 1088 წელს საქარტველოში კატასტროფული მიწისძვრა დაიწყო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ კატასტროფულმა მიწისძვრამ დიდძალი ციხე-ქალაქები და სოფლები იმსხვერპლა. ამ დროს მთლიანად დაინგრა განთქმული თმოგვი ციხითურთ, მრავალი ხალხიც დაიღუპა და გადარჩენილნიც უსახლკაროდ დარჩნენ. ამას ჯერ ზედ მკაცრი ზამთარი, ხოლო შემდეგ გაზაფხულზე, საშინელი წყალდიდობა მოჰყვა, რომელმაც ქვეყნას აგრეთვე შემდეგ დიდი ზიანი მიაყენა. ყველა ამ თავზე დამტყდარი უბედურებების ეგავლენით, თ უ ე გ ე ბ ი ს ა გ რ ე თ ვ ე ს ხ ვ ა, ჩ ვ ე ნ თ ვ ი ს ჯ ე რ უ ც ნ ო ბ ი მ ი ზ ე ზე ბ ი ს გამო გიორგი II გადადგა, მეფობას თავი დაანება და 1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე მისი ჭაბუკი ვაჟიშვილი დავითი, შემდეგ აღმაშენებლად წოდებული ავიდა.


საინტერესოა რა უნდა ყოფილიყო, ან თუ იყო საერთოდ სხვა რამ მიზეზი ამ ცვილებისა. ფაქტია რომ მიწისძვრა და წყალდიდობები გიორგი ბრალი არ ყოფილა. სიტუაციას ინტრიგას ძენს ის ფაქტიც რომ, მას შემდეგ რაც დავითი გამეფდა მისი ისტორიკოსის მიერ დაწერილ ისტორიაში, რომელიც ცხადია მეფის მეთვალყურეობით იწერებოდა, მხოლოდ ერთგან თუ ორგან გაკვრითაა ნახსენები გიორგი, დავითის გამეფებამდე კი არცთუ ისე სახარბიელოდაა დახასიათებული.


ვფიქრობ საინტერესო მსჯელობა უნდა გამოვიდეს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ninela
პოსტი Aug 15 2009, 08:54 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



ვფიქრობ, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ყველა მწერალი რომლის ისტორიულ რომანებშიც დავით აღმაშენებლის ეპოქაა აღწერილი გიორგი მეფის საკუთარი ინიციატივით გადადგომის ვერსიას ემხრობა და მას ნადირობისა და ლხინის მოყვარულ ადამიანად წარმოგვიდგენენ, რომელსაც სულაც არ ეპიტნავებოდა მეფობა. აქ მართლაც ვერაა რაღაც რიგზე (დაეჭვებული სმაილი) dry.gif g.gif saidumlo.gif read.gif umnik3.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 8 2009, 01:10 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(ninela @ Aug 15 2009, 08:54 PM) *

ვფიქრობ, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ყველა მწერალი რომლის ისტორიულ რომანებშიც დავით აღმაშენებლის ეპოქაა აღწერილი გიორგი მეფის საკუთარი ინიციატივით გადადგომის ვერსიას ემხრობა და მას ნადირობისა და ლხინის მოყვარულ ადამიანად წარმოგვიდგენენ, რომელსაც სულაც არ ეპიტნავებოდა მეფობა. აქ მართლაც ვერაა რაღაც რიგზე (დაეჭვებული სმაილი) dry.gif g.gif saidumlo.gif read.gif umnik3.gif


რომანები ისტორიული ჭეშმარიტების დასადგენად ვერ გამოდგება! მაგ საკიტხზე ზემოთაც ვმსჯელობდით! ისე საინტერესოა ტქვენი ყველას აზრი იმასთან დაკავშირებით თუ არ გადამდგარა, მაგალითად, მაშინ რა მოხდა?

საინტერესოა იგივე გიორგი II ხანაში მომხდარი სხვა მმოვლენების ანალიზიც მაგალიტად ეწ დიდი თურქობის 1080-3 წწ და აშ.
აქ დავდებ გიორგის მეფობის ამსახვენ ქართული ვიკისეულ ვერსიას:

გიორგი II (დ. 1054* - გ. 1112), საქართველოს მეფე 1072-1089, ბაგრატ IV-ის ძე.

მას მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა. 1073 მეფეს განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. მათი დამორჩილების შემდგომ გიორგი II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები "წყალობით დაფარა". ივანე ლიპარტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარტს - ლოწობანი რუსთავის ნაცვლად (ეს უკანასკნელი კახელებს გადაეცა), ნიანია ქვაბულის ძეს - თმოგვი, ვარდან სვანთა ერისთავს - ასკალანა და სხვ.

1074 ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გიორგი II-მ მესხთა ლაშქრით და კახთა მეფე აღსართანის დახმარებით გამდგარი ფეოდალი დაამარცხა. ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს. მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ. ივანე ერთგულების პირობით კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავად იქნა დამტკიცებული. მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფადლონს მიჰყიდა.

1073 ან 1074 საქართველოს შემოესია "დიდ სელჩუკთა" სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი, რომელმაც აიღო სამშვილდე, მოარბია ქართლი და დიდძალი ტყვიითა და ნადავლით უკან გაბრუნდა. იმავე ხანებში სულთნის ლაშქრით საქართველოს შემოესია მალიქ-შაჰის მიერ განძის გამგედ დანიშნული სარანგი. გიორგი II-მ აღსართან კახთა მეფე მოიშველია და ფარცხისთან დაამარცხა მტერი. ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც "მატიანე ქართლისაჲ" მოგვითხრობს, მეფემ აიღო ანაკოფია, "მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა". აგრეთვე კარის ციხე-ქალაქი ("ციხე ქუეყანა"), "სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი" და გააქცია თურქები.

საერთაშორისო მდგომარეობის გართულებამ (1074 ბიზანტია იძულებული გახდა თავისი სამფლობელოს აღმოსავლეთ მიწა-წყლის დიდი ნაწილი თურქებისათვის დაეთმო) ახალი საფრთხე შეუქმნა საქართველოს: მტერი უკვე ორი მხრიდან ― დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა. ყველისციხესთან მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ დიდძალი თურქები ამირა აჰმადის მეთაურობით. მეფე იძულებული გახდა უბრძოლველად გასცლოდა მტერს. თურქებმა იავარჰყვეს საქართველოს დიდი ნაწილი და აურაცხელი ალაფით გაბრუნდნენ უკან.

XI საუკუნის 80-იანი წწ. დამდეგიდან დაიწყო თურქ-სელჩუკთა ახალი შემოსევები. გიორგი II დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ სულთან მალიქ-შაჰს ეახლა (სავარაუდებელია 1081-1082)* და მორჩილება გამოუცხადა. საქართველო თურქ-სელჩუკების მოხარკე გახდა. კმაყოფილმა მალიქ-შაჰმა საქართველოს სამეფო გაათავისუფლა "ზედამარბეველთაგან", გიორგი II-ს კახეთ-ჰერეთი მისცა და მის შესაერთებლად ლაშქარი გამოაყოლა. მტრისა და ქართველთა შეერთებული ჯარი კახეთს შეესია, ვეჯინის ციხეს გარშემოადგა. ვეჯინის ალყა ხანგრძლივი გამოდგა. ზამთარში, ალბათ გარკვეული მოსაზრებით, გიორგი II-მ ალყა მოხსნა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამის გამო გიორგი II-ს ჰკიცხავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო სტიქიური ― უბედურება მიწისძვრა, რომელიც თითქმის მთელი წელიწადი გაგრძელდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა. მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობისა და მწვავე სახელმწიფოებრივი კრიზისის პირობებში საქართველოს სამეფო კარზე მოხდა გადატრიალება: 1089 გიორგი II ტახტიდან გადააყენეს და მეფედ მისი ძე დავითი (შემდეგში აღმაშენებლად წოდებული) დასვეს. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი (ვახუშტი ბაგრატიონი, მ. ბროსე) თვლის , რომ გიორგი II გარდაიცვალა 1089, ხოლო ზოგიერთი (ნ.ურბნელი, თ.ჟორდანია, დ. კარიჭაშვილი) გიორგი II-ის გარდაცვალების თარიღად 1112 დებს.*

1* უფრო ადრე დაიბადა.
2* 1083 წელს
3* ქართული ვიკის ავტორის ვერსიის მიხედვით გიორგი ძალის გამოყენებით გადაუყენებიათ, სოციალური და პოლიტიკური ვითარების გართულების გამო (?).


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   გიორგი II   May 12 2009, 01:09 PM
ქევანა   გიორგი II არ იყო სახ...   May 12 2009, 01:42 PM
staywhite   ქევანა მაშინ ნამდ...   May 12 2009, 01:44 PM
ქევანა   staywhite ხასიათით კი იყ...   May 12 2009, 01:47 PM
staywhite   ქევანა და მაგითაა ...   May 12 2009, 01:56 PM
afxazi   ქევანა მაგრამ ისი...   May 12 2009, 02:00 PM
sable   [b]ქევანა მაგრამ ის...   May 12 2009, 06:05 PM
ქევანა   მეა კულპა, გადადგა-...   May 12 2009, 06:37 PM
sable   და შენ რა გინდა მი...   May 18 2009, 04:16 PM
მარიამი   ვფიქრობ, გიორგი II-მ ...   May 18 2009, 04:27 PM
sable   ვფიქრობ, გიორგი II-მ ...   May 19 2009, 05:25 PM
bekas   16 წლის ჭაბუკის ნაა...   May 20 2009, 04:28 PM
მარიამი   რაღა წარმოდგენა უ...   May 19 2009, 05:55 PM
KAIROS   მარიამი საუბრობრო...   May 19 2009, 10:08 PM
sable   გიორგის გადადგომა...   May 20 2009, 08:51 PM
ქევანა   KAIROS მეც მაგას ვიძახ...   May 19 2009, 11:47 PM
L i B e R a L   ქევანა ლიბი ნუ დამ...   May 20 2009, 02:12 PM
bekas   sable გასაგებად დაწერ...   May 21 2009, 01:53 AM
sable   sable გასაგებად დაწე...   May 22 2009, 08:42 PM
ქევანა   bekas რა იცი ხოლმე კაც...   May 21 2009, 11:43 AM
bekas   bekas რა იცი ხოლმე კაც...   May 21 2009, 01:44 PM
bessik   ჩემი აზრით გიორგი II...   May 21 2009, 06:04 PM
bekas   sable მერე ეგ რას ნიშნ...   May 23 2009, 01:15 AM
sable   [quote name='bekas' post='501632' date='May 23 200...   May 26 2009, 05:09 PM
KAIROS   მომწონს კამათი :) ზე...   May 23 2009, 03:45 AM
bekas   sable ეს შენი აღმოჩენ...   May 29 2009, 12:42 PM
sable   sable ეს შენი აღმოჩენ...   May 30 2009, 12:51 AM
bekas   sable ჩვენ ბოდიში. იქნ...   May 30 2009, 02:51 AM
sable   sable ჩვენ ბოდიში. იქნ...   May 30 2009, 03:08 AM
KAIROS   ნუ ხანდახან ურემ ხ...   May 30 2009, 12:05 PM
bekas   sable თუმანიშვილისგა...   May 30 2009, 03:30 PM
sable   sable არც დავითს მიუღ...   May 31 2009, 12:15 AM
sable   ნუ ხანდახან ურემ ხ...   May 31 2009, 12:02 AM
KAIROS   ეგ მეც ვთქვი საბლე,...   May 31 2009, 03:55 AM
sable   თამარს ნუ დააბრალ...   May 31 2009, 05:22 AM
bekas   ანუ როცა უარყოფითზ...   May 31 2009, 10:18 PM
sable   ანუ როცა უარყოფით...   Jun 1 2009, 12:33 AM
bekas   sable ამას ეძახი ერთ თ...   Jun 1 2009, 02:44 AM
sable   sable ამას ეძახი ერთ თ...   Jun 1 2009, 10:45 PM
bekas   გადაწყვიტე რომელი ...   Jun 2 2009, 02:46 AM
sable   გადაწყვიტე რომელი...   Jun 2 2009, 09:54 PM
ninela   ვფიქრობ, საინტერეს...   Aug 15 2009, 08:54 PM
sable   ვფიქრობ, საინტერე...   Oct 8 2009, 01:10 AM
ქევანა   ა ეხლა აღიარეთ, რაც ...   Oct 11 2009, 07:12 PM
sable   ქევანა გააჩნია რა...   Oct 11 2009, 07:18 PM
odishari   ქევანა ჩემი აზრით ...   Feb 21 2010, 06:00 PM
marine   "ქართველი ისტორი...   Apr 6 2026, 02:38 PM
marine   "გიორგი მეორე უარ...   Apr 8 2026, 09:54 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 03:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი