სუროგატი დედები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სუროგატი დედები |
marine |
Jul 4 2007, 11:00 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ერთ-ერთ ჟურნალში წავაწყდი ასეთ რეკლამას:
საქართველოს სუროგატი დედობის ცენტრს ესაჭიროება სუროგატი დედები სუროგატი დედის საშვილოსნოში გამოსაზრდელად გადააქვთ უშვილო ქალის კვერცხუჯრედიდან მიღებული სამი დღის ემბრიონი, ამრიგად სუროგატი დედის საშვილოსნოში იზრდება სრულიად სხვა ქალის ნაყოფი. სუროგატი დედა არ არის ამ ბავშვის გენეტიკური დედა. ბავშვის ნამდვილი (გენეტიკური) მშობლებისაგან ორსულობის პერიოდში სუროგატი დედა მიიღებს სარჩოს 10 000 - 15 000 ლარს. ნებადართულია საქართველოს კანონით "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ." ანონიმურობა დაცულია. ფორუმელებო, ხომ არ იცით ეკლესიის დამოკიდებულება ამის შესახებ და რა აზრის ხართ თქვენ? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
lingvo |
Oct 10 2009, 01:52 PM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
პრიფილში ისაუბრა მამა ადამმა ძალიან კარგად თუ რატომ არის მიუღებელი სუროგატი დედობა. იმედია მოისმინეთ
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
თამარი_ცქნაფო |
Oct 10 2009, 02:05 PM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
პრიფილში ისაუბრა მამა ადამმა ძალიან კარგად თუ რატომ არის მიუღებელი სუროგატი დედობა. იმედია მოისმინეთ კი, მოვისმინეთ. სუროგატი დედობა ჩემთვსიაც მიუღებელია, ოღონდ არის კიდევ ერთი რამ, რასაც ვერ ვიგებ და ძალიან მწყდება გული, რატომ ითვლება დაუშვებლად ხელოვნური განაყოფიერება. ბავშვი ხომ მშობლებისაა, დედისვე სხეულში ისახება, უბრალოდ სხვადასხვა ფიზიკური პრობლემის გამო (ვთქვათ, მილების დაზიანება, სივიწროვე, ამოკვეთა) ხელოვნურად ათავსებენ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს დედის სხეულში. მესმის, რომ ბავშვის ჩასახვა ეს ერთგვარი საიდუმლოა, უფალი მონაწილეობს და ა.შ. აგრამ ეს ხომ ისევ შენ ხარ, სხვა საშვილოსნო და სხვა მამა არა, ნამდვილი დედა და მამა და ნამდვილი დედის საშოში ისახება და იზრდება ბავშვი. ქალისთვის მეტად მძიმე რამაა, როცა იცის, იქნებ არის კიდევ ერთი შანსი, ჰყავდეს საკუთარი შვილი საკუთარ სხეულში და ამ დროს არაო. სუროგატ დედებზე არ ვამბობ, კიდევ ვიმეორებ -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
lingvo |
Oct 10 2009, 09:30 PM
პოსტი
#4
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
კი, მოვისმინეთ. სუროგატი დედობა ჩემთვსიაც მიუღებელია, ოღონდ არის კიდევ ერთი რამ, რასაც ვერ ვიგებ და ძალიან მწყდება გული, რატომ ითვლება დაუშვებლად ხელოვნური განაყოფიერება. ბავშვი ხომ მშობლებისაა, დედისვე სხეულში ისახება, უბრალოდ სხვადასხვა ფიზიკური პრობლემის გამო (ვთქვათ, მილების დაზიანება, სივიწროვე, ამოკვეთა) ხელოვნურად ათავსებენ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს დედის სხეულში. მესმის, რომ ბავშვის ჩასახვა ეს ერთგვარი საიდუმლოა, უფალი მონაწილეობს და ა.შ. აგრამ ეს ხომ ისევ შენ ხარ, სხვა საშვილოსნო და სხვა მამა არა, ნამდვილი დედა და მამა და ნამდვილი დედის საშოში ისახება და იზრდება ბავშვი. ქალისთვის მეტად მძიმე რამაა, როცა იცის, იქნებ არის კიდევ ერთი შანსი, ჰყავდეს საკუთარი შვილი საკუთარ სხეულში და ამ დროს არაო. სუროგატ დედებზე არ ვამბობ, კიდევ ვიმეორებ ვეცდები გიპასუხო: როდესაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ხელოვნურად (შემდგომ დედის სასვილოსნოში ჩასანერგად) ძალიან დიდია ალბათობა, რომ წარმოიქმნას რამოდენიმე ჩანასახი. ამას კი მოყვება"ზედმეტი" ჩანასახის განადგურება. (ეს რატომაა მიუღებელი იცი). ამის გარდა დიდია რისკი ორსულობის ვადამდე მიუსვლელობისა... ნაადრევი მშობიარობისა და სხვა გართულებების. პრობლემებია ბიოეთიკურ ასპექტშიც და სამედიცინო ასპექტშიც. როდესაც სისხლის გადასხმა ხდება ან რომელიმე ორგანსო გადანერგვა, ამით ადამიანს უნარჩუნდება სიცოცხლე. დრო ეძლევა სინანულისთვის... სულის ცხოვნებისთვის.... სუროგატი დედა და ხელოვნური განაყოფიერება კი სხვა საკითხია: "მე მინდა მყავდეს შვილი" თუნდაც დიდი რისკისა და საფრთხის ფასად, ნაყოფისთვის და თუნდაც სუროგატი დედის ჯანმრთელობისთვის. ანუ მივდივართ ფაქტიურად აქამდე: "მიზანი ამართლებს საშუალებას". -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი