სუროგატი დედები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სუროგატი დედები |
marine |
Jul 4 2007, 11:00 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ერთ-ერთ ჟურნალში წავაწყდი ასეთ რეკლამას:
საქართველოს სუროგატი დედობის ცენტრს ესაჭიროება სუროგატი დედები სუროგატი დედის საშვილოსნოში გამოსაზრდელად გადააქვთ უშვილო ქალის კვერცხუჯრედიდან მიღებული სამი დღის ემბრიონი, ამრიგად სუროგატი დედის საშვილოსნოში იზრდება სრულიად სხვა ქალის ნაყოფი. სუროგატი დედა არ არის ამ ბავშვის გენეტიკური დედა. ბავშვის ნამდვილი (გენეტიკური) მშობლებისაგან ორსულობის პერიოდში სუროგატი დედა მიიღებს სარჩოს 10 000 - 15 000 ლარს. ნებადართულია საქართველოს კანონით "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ." ანონიმურობა დაცულია. ფორუმელებო, ხომ არ იცით ეკლესიის დამოკიდებულება ამის შესახებ და რა აზრის ხართ თქვენ? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნანინა |
Oct 10 2009, 09:36 PM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
lingvo
ციტატა ვეცდები გიპასუხო: როდესაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ხელოვნურად (შემდგომ დედის სასვილოსნოში ჩასნერგად) ძალიან დიდია ალბათობა, რომ წარმოიქმნას რამოდენიმე ჩანასახი. ამას კი მოყვება"ზედმეტი" ჩანასახის განადგურება. (ეს რატომაა მიუღებელი იცი). ამის გარდა დიდია რისკი ორსულობის ვადამდე მიუსვლელობისა... ნაადრევი მშობიარობისა და სხვა გართულებების. პრობლემებია ბიოეთიკურ ასპექტშიც და სამედიცინო ასპექტშიც. ბუნებრივი განაყოფიერების შემთხვევაში არ არსებობს მსგავსი საფრთხე? მუცლის მოშლის და მსგავსი შემთხვევბი ხომ ბევრია? -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
lingvo |
Oct 10 2009, 09:45 PM
პოსტი
#3
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
lingvo ბუნებრივი განაყოფიერების შემთხვევაში არ არსებობს მსგავსი საფრთხე? მუცლის მოშლის და მსგავსი შემთხვევბი ხომ ბევრია? როგორ არ არსებობს, მაგრამ დიდი სხვაობაა, როდესაც წინასწარ გაფრთხილებენ, რომ ხელოვნურ განაყოფიერებას მოყვება ეს და ეს საფრთხე და შენ მიდიხარ ამაზე შეგნებულად. აბორტებიც ასე არაა? დიდი სხვაობაა მუცელი მოეშლება ქალს თუ შეგნებულად გაიკეთებს აბორტს. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი