სუროგატი დედები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სუროგატი დედები |
marine |
Jul 4 2007, 11:00 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ერთ-ერთ ჟურნალში წავაწყდი ასეთ რეკლამას:
საქართველოს სუროგატი დედობის ცენტრს ესაჭიროება სუროგატი დედები სუროგატი დედის საშვილოსნოში გამოსაზრდელად გადააქვთ უშვილო ქალის კვერცხუჯრედიდან მიღებული სამი დღის ემბრიონი, ამრიგად სუროგატი დედის საშვილოსნოში იზრდება სრულიად სხვა ქალის ნაყოფი. სუროგატი დედა არ არის ამ ბავშვის გენეტიკური დედა. ბავშვის ნამდვილი (გენეტიკური) მშობლებისაგან ორსულობის პერიოდში სუროგატი დედა მიიღებს სარჩოს 10 000 - 15 000 ლარს. ნებადართულია საქართველოს კანონით "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ." ანონიმურობა დაცულია. ფორუმელებო, ხომ არ იცით ეკლესიის დამოკიდებულება ამის შესახებ და რა აზრის ხართ თქვენ? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
*ნინო* |
Oct 10 2009, 11:18 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ...უბრალოდ ვიტყვი, რომ ძნელია ბავშვი, რომელიც შენში იყო მთელი 9 თვე და შენში სუნთქავდა, სხვას მისცე. გულის სიღრმეში, მისდამი დედობრივი სიყვარული მაინც გაღვივდება...პირველად რომ დაინახავს, გულში ჩაიკრავს, მის ტირილს გაიგებს, ძუძუს მოაწოვებს და აშ, ამ ბედნიერი წუთების შემდეგ, როგორ უნდა გაშორდეს პატარას.. საერთოდ, ცხოვრება ძნელია და გაჭირვება რას არ გააკეთებინებს ადამიანს...ისე, მართლა საკითხავია, ვინ არის მისი ნამდვილი დედა?
|
lingvo |
Oct 10 2009, 11:22 PM
პოსტი
#3
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ...უბრალოდ ვიტყვი, რომ ძნელია ბავშვი, რომელიც შენში იყო მთელი 9 თვე და შენში სუნთქავდა, სხვას მისცე. გულის სიღრმეში, მისდამი დედობრივი სიყვარული მაინც გაღვივდება...პირველად რომ დაინახავს, გულში ჩაიკრავს, მის ტირილს გაიგებს, ძუძუს მოაწოვებს და აშ, ამ ბედნიერი წუთების შემდეგ, როგორ უნდა გაშორდეს პატარას.. საერთოდ, ცხოვრება ძნელია და გაჭირვება რას არ გააკეთებინებს ადამიანს...ისე, მართლა საკითხავია, ვინ არის მისი ნამდვილი დედა? უფრო ძნელი გადასატანია ბავშვისთვის. გაორება მოხდება მასში, რომელი იქნება დედა? ვინც მუცლით ატარა თუ ვისი გენებიც აქვს? ორი დედა ეყოლება... საშინელებაა. ესეც კიდევ ერთი მიზეზი მიუღებლობისა. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
*ნინო* |
Oct 10 2009, 11:35 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
უფრო ძნელი გადასატანია ბავშვისთვის. გაორება მოხდება მასში, რომელი იქნება დედა? ვინც მუცლით ატარა თუ ვისი გენებიც აქვს? ორი დედა ეყოლება... საშინელებაა. ესეც კიდევ ერთი მიზეზი მიუღებლობისა. კი, ნამდვილად გეთანხმები. ბავშვი, როდესაც წამოიზრდება და გაიგებს ამ ყველაფერს, მის ფსიქოლოგიაზე იმოქმედებს, სულ გაურკვევლობაში იქნება და თავს შინაგანად მარტოსულად იგრძნობს, ასე მგონია რომ გულჩათხრობილი იქნება... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი