![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sable |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
ამ თემაში იწერება საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური ისტორიის ხრონოლოგია, ანალიზის გარეშე
ანუ მხოლოდ ის თუ რა ხდება. ანალიზი აღარ დაურთოთ, არამედ მხოლოდ ფაქტები წერეთ, ხოლო ანალიზით თქვენთვის მომინდია! ![]() მოკლედ დღე არ უნდა ჩავარდეს, რადგან ისტორია მუდმივი პროცესია (და არა მხოლოდ წარსული, როგორც ეს ბევრს ჰგონია) და ის რაც დღეს ხდება და რაც გუშინ მოხდა თანაბრად იწრება ისტორიაში! მოკლედ ვწერთ თარიღს და წყაროს 2009 წელი 10 ოქტომბერი: ნატო-ს დღეების ფარგლებში, თბილისში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსი ჩამოვიდა. დღის 5 საათზე, სიმონსი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. სიმონსის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გაგრძელდება. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 11 ოქტომბერს დატოვებს. http://itv.ge/?p=27848 პს. კარგი იქნება თუ ქრონოლოგია დაცული იქნება ანუ 2009, 10 ოქტომბრის მერე, უცებ 8 ოქტომბერი არ წამოვიდეს. ![]() ასევე, პს. მოდერს ვთხოვ ისეთი პოსტები სადაც არ იქნება წყარო ან სადაც შეფასება იქნება მოცემული წაიშალოს (რადგან შეფასებები მერე დაკა-დაკა გადაზრდება ხოლმე გვინდა ახლა ეგ ![]() -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
sable |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
2009 წელი 11 ოქტომბერი:
ჩვენს სამეზობლოში საინტერესო რამ ხდება: სომხეთმა და თურქეთმა ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების დოკუმენტს მოაწერეს ხელი. "ოქმს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა" და "ოქმი ორმხრივი ურთიერთოების განვითარების შესახებ", თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აჰმედ დავიდოღლუმ და ედვარდ ნალბადიანმა გააფორმეს. ციურიხში ხელმოწერის ცერემონიალი სამი საათით დაგვიანდა, რისი მიზეზიც მხარეებს შორის დოკუმენტების გაფორმების შემდგომ მხარეების ოფიციალური განცხადებების ტექსტები გახდა. როგორც ირკვევა, სომხური მხარისთვის მიუღებელი იყო ფრაზა კავკასიაში უფრო მეტი (ფართო რედ.) სტაბიულორობის შესახებ, ხოლო თურქული მხარე თავის მხრივ პროტესტს გამოთქვამდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვაში გენოციდის ირიბი ხსენების თაობაზე. აღნიშნული ვითარების გამო, ციურიხის უნივერსიტეტში, სადაც ხელმოწერის ცერემონიალი გამიართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თითქმის ორი საათის განმავლობაში არ გამოჩენილან. საბოლოოდ მხარეებს შორის მიღწეულ იქნა კომპრომისი _ ხელმოწერის ცერემონიალის ემდგომ არც ერთი მხარე არ გამოსულიყო სიტყვით. მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, ნალბანდიანმა და დავიდოღლუმ ოფიციალური ფოტოები გადაიღეს და ხელმოწერის ადგილი კომენტარების გარეშე დატოვეს. ხელმოწერის ცერემიონიალს ესწრებოდნენ: აშშ-ს სახელმწიფო მდოვანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანა, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ კალმაი-რეი, საგრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ ჟბოგარ. როგორც ექსპერტები აცხადებენ, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთოებების ახალი ერა იწყება. მხარეები შეთანხმდნენ ხელმოწერილი დოკუმენტების ძალაში შესვლიდან უახლოესი ორ თვის განმავლობაში საზღვრის გახსნაზე, კონსულტაციებზე საგარეო უწყებებს შორის, ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე, სახელშეკრულებო-სამართლებლივი სივრილს სრულყოფაზე, საკონსულო ურთიერთოებების დამყარებაზე, ასევე ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკურ თანმშრომლობაზე და სხვა საკითხებზე. ხელმოწერილი დოკუმენტები ძალაში შედის ორი ქვეყნის პარლამეტების მიერ მათი დამტკიცების შემდგომ. "ჯი-ეიჩ-ენი". http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=18392 -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი