წმ.მამათა წინასწარმეტყველებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ.მამათა წინასწარმეტყველებანი |
Irine |
Aug 25 2006, 10:16 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
წმიდა მამების წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე
..." ფრთხილად იყავ, ჰოი, ადამიანო, თუკი უწყი ანტიქრისტეს დროების ნიშნები. მხოლოდ შენთვის ნუ დაიმარხავ ამ ცოდნას, არამედ ყველას აუწყე მათ შესახებ. თუ გყავს ღვიძლი შვილი, დაარიგე იგი, თუკი ვინმე გიშობია ჭეშმარიტების განცხადებით, მასაც გაუფრთხილდი, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიიღოს".(2 თეს.2.7)... -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Irine |
Feb 23 2007, 02:59 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
თქვა სოლომონ ბრძენმა: „ამაოება ამაოებისაი და ყოველივე ამაო არს“ (ეკლ. 1,2); დავით წინასწარმეტყველმა კი ბრძანა: „რამეთუ ყოვლითავე ცუდ არს ყოველი კაცი ხორციელი“ (ფსალმ. 38,5); ამა სოფლის საქმენი ცრუ, წარმავალი და ამაოა. მცირე დროის შემდეგ ყოველივეს დავტოვებთ, შიშველნი, როგორც ვიშვით, ისე გავალთ ამიერ სოფლიდან და მართლმსაჯულის წინაშე წარვდგებით. რაც აქ მოვიპოვეთ, აქვე დავტოვებთ და ყოველი შენაძენისაგან ცარიელნი, გასვრილნი და შერცხვენილნი, ზარდაცემულნი და შეძრწუნებულნი, თავდადრეკილნი და გულგახლეჩილნი, ჩვენს ბოროტ საქმეებთან ერთად გარესკნელის ბნელში დავემკვიდრებით. და წარვსდგებით საშინელი განკითხვის ჟამს მსაჯულის წინაშე, რომელიც ქრთამს არ იღებს, ჩვენი დაუთმენელი და გამოუთქმელი სატანჯველის საზღაურად და იმ ბოროტად მძვინვარე სახეების გამო, რომელთა მხილველი, აურაცხელი წმიდა ანგელოზთა სიმრავლეც კი ზარდაცემული და შეშინებული დგას. იქ დაიდგმება ტახტი საშინელი სამსჯავროს ჟამს, დაედინება უშრეტი ცეცხლის მდინარე, შხამიანი და უკვდავი მატლი, და იქნება სიცივე გაუთბობელი, გლოვა უნუგეშო. იქ არ იქნება სიცილი, არამედ მხოლოდ ტირილი და გლოვა, არ იქნება სიხარული, არამედ აღუწერელი მწუხარება, გაუნათებელი ბნელი და წყვდიადი.
-------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 08:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი