IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს უახლესი ეკონომიკური ისტორია, ხრონოლოგია და ფაქტებითურთ
sable
პოსტი Oct 10 2009, 04:05 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ამ თემაში იწერება საქართველოს თანამედროვე ეკონომიკის ისტორიის ხრონოლოგია.



მოკლედ ვწერთ თარიღს და წყაროს

2009 წელი 10 ოქტომბერი:

ბიზნესგაერთიანების შექმნის მიზნებსა და იდეებზე მსჯელობდნენ დღეს ,,შერატონ მეტეხი პალასში". საქართველოს ბიზნეს ასოციაცის საინიციატივო ჯგუფმა ბიზნესმენებთან მათი უფლებების დაცვაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრა. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, ასოციაციის ძირითადი პრიორიტეტი მთავრობის ყველა შტოსთან კომუნიკაციის განვითარება იქნება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს, ის პრობლემები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა თანამედროვე ქართული ბიზნესი.

http://itv.ge/?p=26638

პს. მოდერს ვთხოვ ისეთი პოსტები სადაც არ იქნება წყარო წაიშალოს.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
sable
პოსტი Oct 12 2009, 05:49 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



2009 წელი 10 ოქტომბერი:


საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება იმ ღონისძიებებს, რომელიც საქართველოში გატარდა სავალუტო აუქციონებზე გადასვლასთან დაკავშირებით. განაცხადა სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მეგ ლუნდსგერის განცხადებით, ამ ღონისძიებამ ხელი უნდა შეუწყოს გაცვლითი კურსის კიდევ უფრო მოქნილობას ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
„ეს ნაბიჯები ხელს შეუწობს ცენტრალური ბანკის მენეჯმენტს შინაური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გასატარებლად",- განაცხადა სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორთა მეგ ლუნდსგერიმ.

საქართველოში ვიზიტის დროს სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები იმყოფებოდნენ წეროვანში, სადაც იძულებულ ადგილნაცვალ პირთა დასახლება და ახლადაშენებული სკოლა მოინახულეს. რუსთავში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობას გაეცნენ. აღმასრულებელი დირექტორები აჭარას სტუმრობდნენ, სადაც მიიღეს ინფორმაცია რეგიონის ზრდადი ტურიზმისა და ტურისტული ბიზნესის შესახებ. სტუმრებმა ბათუმში განხორციელებული ინფრასტუქტურული პროექტებიც დაათვალიერეს.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები თბილისიდან ერევანში გაემგზავრნენ.

8-10 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას მასპინძლობდა მეგ ლუნდსგერის(აშშ), ტომას მოზერის(შვეიცარია), კლაუს შტეინის (გერმანია), იანს ჰენრიქსონის(შვედეთი), ეიჯ ბეკერის(ჰოლანდია) და ი ჯიანქშონგის (ჩინეთი) შემადგენლობით. ფონდის ხელმძღვანელი პირები საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდნენ, სადაც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.

"ჯი-ეიჩ-ენი".

http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=18520


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 10:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience