საქართველოს უახლესი ეკონომიკური ისტორია, ხრონოლოგია და ფაქტებითურთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს უახლესი ეკონომიკური ისტორია, ხრონოლოგია და ფაქტებითურთ |
sable |
Oct 10 2009, 04:05 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ამ თემაში იწერება საქართველოს თანამედროვე ეკონომიკის ისტორიის ხრონოლოგია.
მოკლედ ვწერთ თარიღს და წყაროს 2009 წელი 10 ოქტომბერი: ბიზნესგაერთიანების შექმნის მიზნებსა და იდეებზე მსჯელობდნენ დღეს ,,შერატონ მეტეხი პალასში". საქართველოს ბიზნეს ასოციაცის საინიციატივო ჯგუფმა ბიზნესმენებთან მათი უფლებების დაცვაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრა. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, ასოციაციის ძირითადი პრიორიტეტი მთავრობის ყველა შტოსთან კომუნიკაციის განვითარება იქნება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს, ის პრობლემები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა თანამედროვე ქართული ბიზნესი. http://itv.ge/?p=26638 პს. მოდერს ვთხოვ ისეთი პოსტები სადაც არ იქნება წყარო წაიშალოს. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
ნონა |
Oct 14 2009, 10:11 PM
პოსტი
#2
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
13 ოქტომბერი. 2009 წელი
ეკონომიკის სამინისტრო ახალ ეკონომიკურ სტრატეგიას ახმიანებს საქართველოს ეკონომიკა შესაძლებლობების მაქსიმალური კაპიტალიზაციის მოთხოვნას აყენებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამოწვევის პასუხად. მომდევნო კვირიდან იწყება მუშაობა და უკვე 6 თვის ვადაში ეკონომიკურ სუბიექტთა თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე უნდა განხორციელდეს დაგეგმარების პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის კონომიკური სტრატეგიის შემუშავებას მოკლე ვადიან პერიოდში, რომელიც 3 წელს მოიცავს. ასევე დაიდება გეგმა გრძელვადიანი პერიოდისათვისაც. ცალ-ცალკე ჩატარდება შეხვედრები საბანკო, სამშენებლო, სამრეწველო და ყველა იმ სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო http://www.economy.ge/?category=4&lang=geo&item=181 sable მხოლოდ მშრალი ნიუსების დადება ინტერესს მოკლებულად მეჩვენება. ჩვენ რომ ინფორმაციას რაიმე ალტერნატიული წყაროთი ვიღებდეთ ეგ კიდევ სხვა საკითხი იქნებოდა, მაგრამ გუგლთუხუცესს ნიუსების შეკრება ხელეწიფება ჯერ კიდევ და იქნებ ეკონომიკური ანალიზიც გვეთარგმნა უცხოური საიტებიდან ან კიდევ პროფესიონალტა შეფასებებიც თან დაგვერთო... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 01:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი