![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sable |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
ამ თემაში იწერება საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური ისტორიის ხრონოლოგია, ანალიზის გარეშე
ანუ მხოლოდ ის თუ რა ხდება. ანალიზი აღარ დაურთოთ, არამედ მხოლოდ ფაქტები წერეთ, ხოლო ანალიზით თქვენთვის მომინდია! ![]() მოკლედ დღე არ უნდა ჩავარდეს, რადგან ისტორია მუდმივი პროცესია (და არა მხოლოდ წარსული, როგორც ეს ბევრს ჰგონია) და ის რაც დღეს ხდება და რაც გუშინ მოხდა თანაბრად იწრება ისტორიაში! მოკლედ ვწერთ თარიღს და წყაროს 2009 წელი 10 ოქტომბერი: ნატო-ს დღეების ფარგლებში, თბილისში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსი ჩამოვიდა. დღის 5 საათზე, სიმონსი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. სიმონსის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გაგრძელდება. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 11 ოქტომბერს დატოვებს. http://itv.ge/?p=27848 პს. კარგი იქნება თუ ქრონოლოგია დაცული იქნება ანუ 2009, 10 ოქტომბრის მერე, უცებ 8 ოქტომბერი არ წამოვიდეს. ![]() ასევე, პს. მოდერს ვთხოვ ისეთი პოსტები სადაც არ იქნება წყარო ან სადაც შეფასება იქნება მოცემული წაიშალოს (რადგან შეფასებები მერე დაკა-დაკა გადაზრდება ხოლმე გვინდა ახლა ეგ ![]() -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
sable |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
თბილისი.15.10.09
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუვეითში ვიზიტი დაასრულა. მიხეილ სააკაშვილი გუშინ "ალშაია" ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მფლობელია. გარდა ამისა, ქვეყნის პირველმა პირმა და საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა ქუვეითის პრემიერ-მინისტრთანაც გამართა შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია - ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი ალექსანდრე ხეთაგური და თბილისის მერი გიგი უგულავა ქუვეითში შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში მართავდა. ეს იყო ქვეყნის პირველი პირის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქუვეითში, რომელიც მასპინძელი მხარის მიწვევით შედგა. საქართველოს დელეგაცია თბილისში დღეს დაბრუნდება. "ჯი-ეიჩ-ენი". http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=18975 -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი