![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ზვიად გამსახურდია გარდა ყველაფრისა ღრმად მორწმუნე და დიდი სულიერების მქონე პიროვნება გახლდათ. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია მისი ლექცია "საქართველოს სულიერი მისია". ჩემი აზრით ეს ლექცია ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს! განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი შრომები და ნაწარმოებები:
1. "საქართველოს სულიერი მისია" 2. "გელათის აკადემიის სულიერი იდეალები" 3. "გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გმაოძევების შესახებ" 4. "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" ყველა ამ ნაწარმოებს გაეცნობით კატეგორიაში "ძირითადი სამეცნიერო შრომები და ლიტერატურული თხზულებები" ვიკიპედიაში http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%...%83%90%E1%83%93 გააკეთეთ კომენტარები... -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Atman
ციტატა მაინც რას წერდა? მეზარება წაკითხვა და მოკლედ მითხარი მაგის იდეების არსი... ეს თემა ძალიან შორს წაგვიყვანს. თუ გვხვდა წილად პირადად შეხვედრის ბედნიერება მერე ვისაუბროთ ამ ყოველივეზე. აღნიშნული სამების შესახებ ლექცვიიდან მაგალითად ეს ციტატა: ".. მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, ქმედებაში, ხოლო სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, რაც განწმენდს ყოფიერებას და აძლევს სიბრძნეს, თრგუნავს და ამარცხებს ყოველგვარ უარყოფითს. აი, ეს არის ქრისტიანული სამება. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იგივე ღმერთია, რომელიც სამ სხვა და სხვა ასპექტში გვევლინება: მამის, ძის და სულიწმინდის ასპექტში. ამას ჰქვია ღმერთი სამი ჰიპოსტასი. სამება არ ნიშნავს რიცხობრივად სამობას, სამ სხვა და სხვა საგანს, არამედ ნიშნავს გვამოვნებას, ანუ თვისობრივად სამს, ე.ი. ღმერთი რიცხობრივად კი არ არის სამი, არამედ თვისობრივად არის სამი , სამგვარია მისი გამოვლინება, თორემ არსებით ის ერთია (უნდა განვასხვავოთ არითმეტიკული სამება და რელიგიური სამება)". მკვეთრი საბელიანიზმია, თუ არ ვცდები III საუკუნის ერესი, რაც აღიარებდა ერთ ღმერთს, თუმცა სამი სხვადასხვა გამოვლინებით, რომ ერთი ღმერთი ჯერ იყო მამა, მერე გახდა ძე და ბოლოს სულიწმინდა. ეს კი სამების დოგმატი არაა, პირიქით მისი არსებითი უარყოფა, რადგან ეს მოძღვრება მამის, ძისა და სულიწმინდის პიროვნულობას, ჰიპოსტასურობას აუქმებს. შესაძლოა ტერმინოლოგიაა დასახვეწი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 12:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი