![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ზვიად გამსახურდია გარდა ყველაფრისა ღრმად მორწმუნე და დიდი სულიერების მქონე პიროვნება გახლდათ. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია მისი ლექცია "საქართველოს სულიერი მისია". ჩემი აზრით ეს ლექცია ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს! განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი შრომები და ნაწარმოებები:
1. "საქართველოს სულიერი მისია" 2. "გელათის აკადემიის სულიერი იდეალები" 3. "გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გმაოძევების შესახებ" 4. "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" ყველა ამ ნაწარმოებს გაეცნობით კატეგორიაში "ძირითადი სამეცნიერო შრომები და ლიტერატურული თხზულებები" ვიკიპედიაში http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%...%83%90%E1%83%93 გააკეთეთ კომენტარები... -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
Atman
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება ყოვლადწმიდა სამების დოგმატი ყველა ქრისტიანულ დოგმატთაგან უმნიშვნელოვანესი - ყოვლადწმიდა სამების დოგმატი ადამიანის შეზღუდული გონებისათვის ყველაზე რთულად გასააზრებელიც არის. აი, რატომ იყო, რომ ეკლესიის ისტორიაში არც ერთი ქრისტიანული ჭეშმარიტებისათვის არ გამართულა ისეთი დაძაბული ბრძოლა, როგორიც ამ დოგმატისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო გაჩაღდა. ყოვლადწმიდა სამების დოგმატი თავისთავში აერთიანებს ორ ძირითად ჭეშმარიტებას: ა. ღმერთი ერთარსია, მაგრამ სამპიროვანი, ანუ ღმერთი არის სამი ჰიპოსტასი, სამება ერთარსი; ბ. ჰიპოსტასებს პირადი თვისებები აქვთ: მამა არშობილია, ძე - მამისაგან შობილი, სულიწმიდა - მამისაგან გამომავალი. წყარო: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/4.htm იმედია დაინტერესდები და ბოლომდე წაიკითხავ ![]() კანონისტი იგავებიც მომწონს. აი მაგალითად ესენი: ორი ლომის ამბავი ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა: "ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით და გალიაში წრიალით. წამოდი ჩვენსას ცირკში, ჩვენი ბატონი კარგად გაჭმევს, არაფერს მოგაკლებს, საზოგადოებაც დიდი გეყოლება. აბა, აქ გდება რას მოგცემს, შენს სანატრელ უდაბნოში, ხომ იცი, მაინც არავინ გაგიშვებს, რახან აქ მოხვედი, სიკვდილამდე აქ უნდა გალიო დღენი შენნი". გალიის ლომმა კი მიუგო: "ეჰ, ძმობილო, რარიგ გადაუგვარებიხარ კაცს, თავისუფლება მონობაზე რომ გაგიცვლია. ისევ ის მირჩევნია, აქ ვიჯდე მოწყენით, ვიდრე კაცის მონა ვიყო და მისი მათრახის ტკაცუნზე ვიხტუნო და ვიჯამბაზო. აქ ის მაინც ვიცი, რომ არავის მონა ვარ და იმასაც ვერავინ ამიკრძალავს, ხანდახან დავიქუხო გულდარდიანმა და უდაბნოს სევდა განვიქარვო, შენ კი ხმის ამოღებაც აკრძალული გაქვს, რათა შენმა გრუხუნმა ცირკის მაყურებლები და მომსახურენი არ შეაშფოთოს. ჩვენი მოდგმა მაინც გადაშენების გზაზეა დამდგარი, მალე ასპარეზი ლომ-ვეფხვთა ნაცვლად ვირთხებსა და ტურა-მელიებს დარჩებათ, ასე, რომ, აქაც მშვიდობიანად დავლევ ჩემს დღეებს". ბრმების ქვეყანა ბრმათა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი თვალხილული ექიმი, რომელმაც იცოდა ბრმათა მკურნალობა. ნაცვლად იმისა, რომ მისთვის კლინიკა მიეცათ, იგი შინ ჰყავდათ დამწყვდეული და არ აძლევდნენ უფლებას ხალხში გასულიყო და უსინათლოთათვის ემკურნალა, ვინაიდან ამ ქვეყნის ხელმწიფე და დიდებულნი არწმუნებდნენ ხალხს: "თქვენ თვალხილულნი ხართ, ხოლო ის ერთი მეტიჩარა, რომელიც ვითომდაც თვალის ახელას გპირდებათ, თავად არის ერთადერთი ბრმა ჩვენს სამეფოში და სახლშიც იმის გამო გვყავს დამწყვდეული, რომ თვალხილულები არ დაგვიბრმაოს და გარდა ამისა, თავად არ გადაიჩეხოს სადმე და არ დაშავდესო". -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 11:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი