IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რას ნიშნავს იყო ეკლესიური?
rock
პოსტი Sep 18 2007, 10:43 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



ხშირად მესმის ამ ფორუმზეც და ცხოვრებაშიც სიტყვა "ეკლესიური".

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რა შინაარსს დებთ ამ სიტყვაში და რით განსხვავდება ის სიტყვისგან "მართლმადიდებელი ქრისტიანი"?

კიდევ მაინტერესებს ვინმეს ხომ არ შეგხვედრიათ ეს სიტყვა ან საერო ან სასულიერო ლიტერატურაში?(თანამედროვე ქართულ პრესას ნუ შემომთავაზებთ biggrin.gif )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
აბე
პოსტი Oct 16 2009, 12:40 PM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



რადგანაც ტერმინები "მართლმადიდებელი ქრისტიანი" და "ეკლესიური" არის განხილვის თემა, ჯერ პირველით დავიწყებ.

რას ნიშნავს "მართლმადიდებელი ქრისტიანი"

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) ამბობდა, რომ მამაო ჩვენო-ს წარმოთქმის დროს "წმიდა იყავნ სახელი შენი" გულისხმობს შემდეგს:
"რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ეს სიტყვა? რისთვის ვეტყვით ჩვენ ღმერთსა: წმიდა იყავნ სახელი შენი? ნუ თუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? დიახ, ძმანო ჩემნო, სახელი ღვთისა არის წმიდა და უწმიდესი ყოველთა სახელთა; გარნა სიტყვათა ამათ შინა ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათა სახელი მისი იყოს წმიდა ჩვენ შორის ჩვენითა კეთილითა და წმიდითა ცხოვრებითა. ჩვენ ვუწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ, ესე იგი, ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, როდესაც ჩვენი ცხოვრება და ყოფა-ქცევა არის კეთილი და წმიდა, მაშინ ქრისტეს სახელი იდიდება ჩვენ შორის; გარნა უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია, უკეთუ არ გვახსოვს, ვისი სახელი გვაქვს და ცუდად ვიქცვით, მაშინ სახელი ღვთისა დამდაბლდება და შეიგინება."
ე.ი. რადგანაც ჩვენ მითვისებული გვაქვს ქრისტე ღმერთის სახელი, ამიტომ ვუწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანს. მაგრამ ვართ თუ არა ქრისტიანი (რათქმაუნდა მართლმადიდებელი ქრისტიანი) ეს იმით არ განისაზღვრება, ჩვენ რას ვუწოდებთ ჩვენს თავს.
როდესაც ბავშვს (ან ზრდასრულს) ნათლავენ ხშირად თვით ნათლობაზე უპირატესად აყენებენ სუფრას. არადა მაცხოვარმა გვასწავლა, რომ ნათლობის მერე პირიქით, მარხვა გვმართებს და არა ქეიფი, რამეთუ სწორედ ნათლობის მერე იწყებს ეშმაკი ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებას (რადგანაც მანამდე მას ეს არ სჭირდებოდა, რადგანაც ისედაც არ ვიყავით ღმერთთან). სწორედ ასე მოიქცა მაცხოვარი, როდესაც იგი იორდანეში მოინათლა. 40 დღე უდაბნოში იმარხულა. რა თქმა უნდა მას არც ნათლობა და არც მარხვა არ სჭირდებოდა, მაგრამ ჩვენთვის სასწავლებლად გააკეთა ეს. (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის ლუკას სახარების განმარტებიდან). ასე, რომ მაცხოვარმა გვასწავლა, რომ მხოლოდ ნომინალური ქრისტიანობა (მხოლოდ ნათლისღება) არ არის საკმარისი იყო ქრისტეს მიმდევარი, ქრისტეს მოწაფე, ქრისტეს მხედარი ანუ ქრისტიანი. და როდესაც ჩვენი ცხოვრების წესი არ არის შესაბამისი და მხოლოდ ნომინალური ქრისტიანები ვართ, გამოდის რომ ჩვენ არა ვართ რეალური ქრისტიანები და ქრისტე ღმერთის სახელი სწორედაც რომ მითვისებული გვაქვს.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) ბრრძანებს (მოგიყვანთ 2 ციტატას):
"უმჯობეს არს, რომ კაცი არ მოინათლოს, ვიდრე მონათლულმან უწმინდურად იცხოვროს და შეაგინო სჯული თვისი."
"უმჯობესია, რომ კაცი სრულიად არ მოინათლოს, ვიდრე მონათლული ცუდად იქცეოდეს; მონათლული უმეტესსა მიიღებს ღვთისაგან სასჯელსა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელსაც სწამს, ღმერთი და კარგად იქცევა, ეცადეთ თქვენცა, რომ გქონდესთ ეს ორი: მართლ-მადიდებელი სარწმუნოება და კეთილი ყოფაქცევა."


რას ნიშნავს "ეკლესიური"

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ამბობს, რომ ეკლესიურობა არის
" ჯერ ნათლისღება, მერე აღმსარებლობა, მაზიარებლობა და ყველაფერი ის რასაც ეკლესიური ცხოვრება მოიცავს, ანუ მორჩილება ეკლესიისა. და ის რომ იყო ამ მადლმოსილი სხეულის, ანუ ქრისტეს ცოცხალი ორგანიზმის ცოცხალი ნაწილი."
"ეკლესიური ცხოვრება მრავალ რამეს მოიცავს, როგორც გითხარით, არა მარტო ლოცვებს დილა-საღაამოს, არა მარტო სახარების კითხვას, არა მარტო წირვაზე დგომას, არამედ მუდმივად ერთგულებას ეკლესიისა. ამაში იგულისხმება ჩვენი ყოფითი ცხოვრება გარეთ. ანუ შენ რომ აქედან გადიხარ კვლავ ეკლესიის შვილი ხარ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ გარემოში, სადაც არ უნდა აღმოჩნდე, ნებისმიერი ურთიერთობის დროს - ეს შენი ღირსებაა. შენ უნდა იყო ნათელი ამა სოფლისა, როგორც ხშირად გვითქვამს და ეს ნათელი შენ აქედან გაქვს მიღებული, სხვაგან ეს ნათელი არსად არ არის. და შენ უნდა ასხივებდე ამ ნათელს. და შენ უნდა გქონდეს ინტერესეი არა ანგარებიანი, არამედ ინტერესი სიყვარულიდან გამომდინარე, რომ სხვა ადამიანებმა დაინახონ და წამოგყვნენ აქ. და რატომ უნდა წამოგყვნენ? შენ კი არ გჭირდება იმათი მოსვლა აქ, არამედ ისინიც გახდნენ ღვთის მადიდებელნი და გადარჩნენ, ანუ ქრისტეს მოწაფენი გახდნენ... ...ეკლესიურობა რას ნიშნავს? -იმას, რომ მუდმივად შენ ეკლესიას ატარებ!... ...თითოეული თქვენთაგანი თავის თავში ატარებს ეკლესიის სისავსეს, იმიტომ რომ არის თქვენში მადლი სულისა წმიდისა, არის თქვენში სისხლი ქრისტესი, რადგან თქვენ მაზიარებელნი ხართ. ამიტომ თქვენ ოჯახშიც, როცა მარტო ხართ, თუნდაც როცა ტელევიზორთან ზიხარ და იქ ხშირად გაიელვებს ხოლმე რაღაც ისეთი, რომელიც შენ არ უნდა მიიღო, მაშინაც ეკლესია ხარ შენ, ეკლესიის ცოცხალი ნაწილი ხარ შენ. როცა გძინავს, მაშინაც ეკლესიის ცოცხალი ნაწილი ხარ შენ და როცა წამოდგები ლოცვაზე, მაშინაც ეკლესიის ერთგული შვილი ხარ შენ."
(ნაწყვეტი მამა თეოდორეს ქადაგებიდან, რომელიც ჩაატარა 2007 წელს, თომას კვირას.)


როგორც ვხედავთ, ერთმანეთს მოიცავს მართლმადიდებელი ქრისტიანობა და ეკლესიურობა, მაგრამ არის განსხვავება: მართლმადიდებლობა მიიღწევა ეკლესიურობით. ანუ "მართლმადიდებელი ქრისტიანობა" არის მიზანი, რომლის მირწევის გზა არის "ეკლესიურობა". თუმცა მხოლოდ ეკლესიურობა არ არის საკმარისი. მამა თეოდორე ამბობს (ნაწყვეტი იმავე ქადაგებიდან): "იმისათვის, რომ იყო მარლმადიდებელი, 3 რამ არის საჭირო: პირველი -მსოფლმხედველობა სწორი, ჭეშმარიტად ქრისტიანული, მართლმადიდებლური. სწორი მსოფლმხედველობა, ეს არის პირველი, ამის გარეშე, როცა ჩვენი გონება ვერ მიმხვდარა, სად არის სიმართლე, აბსოლიტურად შეუძლებელია იყო ქრისტეს მიმდევარი. ბუნებრივიც არის. გინდა დღეს დაბადებულიყავი, გინდა მაშინ, როცა ქრისტე მიწაზე მოღვაწეობდა, ვერ იქნებოდი მისი გულმხურვალე მიმდევარი, ისეთი რომ თავი გაგეწირა და სხვაგან არ გაგეხედა, თუ არ იქნებოდი აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს არის ერთად-ერთი და არა ერთ-ერთი ჭეშმარიტება. ესე იგი იმისათვის, რომ იყო ნამდვილი ქრისტიანი, უნდა იყო სწორი მსოფლმხედველობის მატარებელი. მეორე - ეს არის ეკლესიური ცხოვრება... (აქ გამოვტოვებ იმ ნაწილს, რომელიც უკვე ზემოთ დავწერე)... და მესმე- განსაცდელები, რომლის გარეშეც ვერავინ ვერ გახდება ნამდვილი ქრისტიანი. თუ არ იქნება განსაცდელები და მათი ღირსეული გადატანა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თეორეტიკოსებად დავრჩებით მსოფლმხედველობრივად და ეკლესიის წევრებად კი ნომინალურად. კი იქნები მაგრამ, შენს გულში ცეცხლი არ იქნება. ჩვენ განსაცდელების ნაკლებობას არავინ ვუჩივით. ასე რომ მესამე პირობა სახეზეა, შესრულებულია. მსოფლმხედველობრივად მე იმედი მაქვს უდიდესი უმრავლესობა თქვენს შორის სწორად ფიქრობს, მაგრამ არიან გამონაკლისებიც, მაგრამ აი მეოეს რაც შეეხება, ნამდვილ ეკლესიურ ცხოვრებას - აქ კი ყველანი მოვიკოჭლებთ."


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
rock   რას ნიშნავს იყო ეკლესიური?   Sep 18 2007, 10:43 AM
zgarbi   მე ეს სიტყა მესმის ...   Sep 18 2007, 03:54 PM
მაშიკო   მე ეს სიტყა მესმის ...   Oct 3 2009, 08:35 PM
rock   zgarbi მეც დაახლოებით ...   Sep 18 2007, 04:39 PM
თათი87   ჩემთვის ეკლესიურო...   Sep 19 2007, 12:11 AM
rock   თათი87 მადლობთ. ამაზ...   Sep 19 2007, 12:45 PM
თათი87   rock ხოდა მოგვახსენე ...   Sep 19 2007, 03:43 PM
rock   თათი87 თავად ვარ ეგ...   Sep 19 2007, 04:02 PM
თათი87   rock ხოო მტკივნეულ ა...   Sep 19 2007, 04:04 PM
sofi89   ნამდვილად თათი:)მა...   Sep 20 2007, 07:57 PM
მნათე   ეკლესიის წევრი.   Sep 20 2007, 07:59 PM
jiulieni   ადამიანი, რომელიც ...   Sep 20 2007, 08:54 PM
neo   მართმადიდებელი ქრ...   Sep 20 2007, 10:04 PM
rock   neo მე ასე ვიტყოდი: ა...   Sep 21 2007, 11:46 AM
სანდრო38   ეკლესიურობა და მარ...   Sep 21 2007, 12:31 PM
neo   გეთანხმები   Sep 21 2007, 09:01 PM
შევრდომილი   ჩემს ეკლესიაში დად...   Sep 23 2007, 11:38 PM
kato_Bato   შევრდომილი ავადმყ...   Sep 24 2007, 01:17 AM
შევრდომილი   ნახევრად ხუმრობით ...   Sep 24 2007, 04:52 PM
makiki   მამა გიორგიმ თქვა ...   Jun 9 2008, 10:30 PM
natia.   ეკლესიური ადამიან...   Jun 9 2008, 10:35 PM
makiki   ეკლესიური ადამიან...   Jun 9 2008, 10:40 PM
agnosticos   ეკლესიური ადამიან...   Jun 30 2008, 05:05 PM
neo   ეკლესიური ადამიან...   Jun 30 2008, 06:55 PM
agnosticos   არაეკლესიურმა ად...   Jun 30 2008, 08:47 PM
agnosticos   არადა შეიძლება...   Aug 4 2008, 08:58 PM
chelo   ეკლესიური ცხოვრებ...   Aug 4 2008, 09:41 PM
veriko7   ეკლესიური ცხოვრებ...   Aug 5 2008, 03:10 PM
.:Lela:.   ეხლა ქუთაიში, რომ ვ...   Aug 5 2008, 03:17 PM
abo   ეკლესიურია ადამინ...   Aug 5 2008, 05:30 PM
Giorgi_Roganeli   ნათლობის შემდეგ ად...   Aug 5 2008, 09:22 PM
jiventino   ეკლესიურობა ეს იმა...   Aug 7 2008, 09:38 AM
მარიამი_7   ეკლესიურობა არ ნიშ...   Aug 24 2008, 08:31 PM
IZAKUNA   ჩემის აზრით ეკლესი...   Aug 25 2008, 10:50 PM
წახწახა   იყო ეკლესიური ნიშნ...   Aug 26 2008, 11:04 AM
Floyd   გაქვს დაუშრეტელი ს...   Aug 26 2008, 11:10 AM
bravoshota   ეკლესიური ადამიან...   Aug 26 2008, 01:52 PM
m16   ეკლესიური ის ადამი...   Sep 9 2008, 04:25 PM
tamara   რას ნიშნავს იყო ეკ...   Sep 9 2008, 08:37 PM
kesaria777   შემოგევლეთ თქვენა...   Sep 19 2008, 10:21 PM
makiki   ისე, ეს რაღაც ვერ გ...   Sep 23 2008, 06:03 PM
თათარაშვილი   უფრო ქრისტიანულა...   Sep 24 2008, 02:55 PM
ნანინა   მაშიკო ზარმაცი :P :* ...   Oct 3 2009, 08:41 PM
მაშიკო   ნანინა სიზარმაცე ვ...   Oct 3 2009, 08:44 PM
ნანინა   მაშიკო ხო, რთულია რ...   Oct 3 2009, 08:47 PM
მაშიკო   ნანინა კვირას სასუ...   Oct 3 2009, 09:08 PM
besik   ეჰ,კარგია ლამაზი ს...   Oct 15 2009, 09:14 PM
აბე   რადგანაც ტერმინებ...   Oct 16 2009, 12:40 PM
აზნაური კიკნაველიძე   ეკლესიურია ადამია...   Oct 16 2009, 01:02 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი