![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
XAFRAN |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 ![]() |
იცით ესეთმა აზრმა შემაწუხა ამ ბოლ დროს და თქვენი აზრი მაინტერესებს
![]() აი ვუყურებ ქრისტიანულ სამყაროს მართმადიდებლებს, კათოლიკებს, პროტესტანტებს და ვფიქრობ რო სულ დავკარგეთ სინდისი და რწმენა. ეს ხო თავის მოჭრა და სირცხვილია სამყაროს მაშტაბით რაც ქრისტიანულ სამყაროს დაგვმართნია. არც კი გვცხვენია! ჩვენი უფალი ესოდენ დიადია რომ აღარაფერია მასზე უდიდესი და უკეთესი და ჩვენ კი მთლათ დავკარგეთ ურთიერთზე პასუხისმგებლობის გრზნობა და სიყვარული.( ნუ რომლებმაც დავკარგეთ რავი...... ![]() რა გახდა რომ ეს მართმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტი მღვდელმთავრები ერთხელ შეიყარონ - დასხდენ და უფალს შესთხოვონ, ილოცონ, რომ უფალმა გვიხსნას ამ გაურკვევლობებისგან. (უმაღლესი ქურუმნი რისი ქურუმნი არიან თუ ღმერთთან საუბარი არ შეულიათ და ჭეშმარიტების ჩვენამდე მოტანა ![]() ![]() ილოცონ მთელი გულმხურვალებით და დაე თუნდაც ამ ლოცვაში სული ამოხდეთ. (რა აზრი აქვთ ჩვენს (მათ) სიცოცხლეს თუ ძმა იღუპება მწვალებლობაში და ჩვენ ვერ ვშველით საუკუნო ტანჯვისაგან) ვფიქრბ ურწმუნონი ვართ თუ ვფიქრობთ რომ უფალი არ გვამცნობს ვინაა ჩვენ შორის მტყუან მართალი. და მეტიც ურწმუნონი და ამპართავანნი არიან ქრისტიანი მღვდელმთავარნი ასეთ რამეს რო არ აკეთებენ. ( უფალო შეგვიწყალე ამპარტავანნი და ურწმუნონი ვართ) აბა წარმოიდგინეთ რა ზეიმი და დიდება იქნება ქრისტიანობისა თუ მართლაც უფალი გვამცნობს ვინაა ჩვენს შორის გზაარეული კრავი. და რა ბედნიერება იქნება ერთობა ![]() ![]() ![]() მერე ასე მაჰმადიან მღვდელმთავრებთან ერთად და ბუდეისტებთან ერთად და აშენდაბა ასე სოფელი..... ![]() ეჰ ვოცნებობ და ვუმეცრებ ალბათ რახაცეებს მომიტევეთ. ![]() ![]() -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
![]() ![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ამ საკითხზე მოძღვრებმა ასეთი პასუხი გამცეს:
საკითხს ამგვარად შევხედოთ - რატომ დაიბადნენ ის ადამიანები არამართლმადიდებლურ ქვეყანაში? - იმიტომ რომ, ღმერთმა წინასწარ იცოდა, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ქრისტეს გაყოლას. ხოლო რადგანაც ის უფრო მეტად ისჯება, ვინც იცის და არ ასრულებს, ვიდრე ის, ვინც არ იცის და არ ასრულებს, ამიტომ ღმერთმა არ განუცხადა მათ ჭეშმარიტება, რადგანაც, მაინც ვერ შეძლებდნენ შესრულებას და ამით უფრო მეტად დაისჯებოდნენ. ვისაც შეუძლია ქრისტეს შეუდგეს და მოინდომებს კიდეც, ის ნებისმიერ ქვეყანაში იპოვის ჭეშმარიტებას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია აბო თბილელის გაქრისტიანება. მაგრამ პრობლემას ხომ არ შექმნის იმ სხვა ქვეყნებში ადამიანის მწვალებლური გარემოცვა? როგორც ვიცით აბო თბილელი იყო არაბი და მაჰმადიანურ გარემოცვაში გაიზარდა, მაგრამ ამას მისთვის პრობლემა არ შეუქმნია. არც ლოთისთვის (ლოთი -აბრაამის ძმისწული) შეუქმნია პრობლემა იმას, რომ სოდომში ცხოვრობდა. ასე, რომ ღმერთი არ ივიწყებს არცერთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ცხონდეს და შეეწევა მათ. და არც იმათ ივიწყებს, რომელთაც არ შეუძლიათ ცხონდნენ და სასჯელს უმსუბუქებს ჭეშმარიტების არ-განცხადებით. მან უკეთ იცის ვინ რა ქვეყანაში და გარემოცვაში უნდა გააჩინოს! ასე, რომ ღმერთის კომპეტენციაში ჩარევას ჯობია, იმაზე ვიფიქროთ, რატომ გაგვაჩინა ღმერთმა საქართველოში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში და რა ვალდებულებაა ეს ჩვენთვის. რადგანაც ღვთის-მშობლის წილხვედრ ქვეყანაში, მართლმადიდებელ ქვეყანაში გავჩნდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ვცხონდეთ და ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაგრამ სამწუხაროდ რაც შეგვიძლია იმის ნახევარსაც კი არ ვაკეთებთ... ღმერთი შეგვეწიოს და იყოს თითოეული ჩვენთაგანის წინამძღვარი ჩვენს სულიერ გზაზე და მიგვიყვანოს მასთან. ამინ! -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი