![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
XAFRAN |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 ![]() |
იცით ესეთმა აზრმა შემაწუხა ამ ბოლ დროს და თქვენი აზრი მაინტერესებს
![]() აი ვუყურებ ქრისტიანულ სამყაროს მართმადიდებლებს, კათოლიკებს, პროტესტანტებს და ვფიქრობ რო სულ დავკარგეთ სინდისი და რწმენა. ეს ხო თავის მოჭრა და სირცხვილია სამყაროს მაშტაბით რაც ქრისტიანულ სამყაროს დაგვმართნია. არც კი გვცხვენია! ჩვენი უფალი ესოდენ დიადია რომ აღარაფერია მასზე უდიდესი და უკეთესი და ჩვენ კი მთლათ დავკარგეთ ურთიერთზე პასუხისმგებლობის გრზნობა და სიყვარული.( ნუ რომლებმაც დავკარგეთ რავი...... ![]() რა გახდა რომ ეს მართმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტი მღვდელმთავრები ერთხელ შეიყარონ - დასხდენ და უფალს შესთხოვონ, ილოცონ, რომ უფალმა გვიხსნას ამ გაურკვევლობებისგან. (უმაღლესი ქურუმნი რისი ქურუმნი არიან თუ ღმერთთან საუბარი არ შეულიათ და ჭეშმარიტების ჩვენამდე მოტანა ![]() ![]() ილოცონ მთელი გულმხურვალებით და დაე თუნდაც ამ ლოცვაში სული ამოხდეთ. (რა აზრი აქვთ ჩვენს (მათ) სიცოცხლეს თუ ძმა იღუპება მწვალებლობაში და ჩვენ ვერ ვშველით საუკუნო ტანჯვისაგან) ვფიქრბ ურწმუნონი ვართ თუ ვფიქრობთ რომ უფალი არ გვამცნობს ვინაა ჩვენ შორის მტყუან მართალი. და მეტიც ურწმუნონი და ამპართავანნი არიან ქრისტიანი მღვდელმთავარნი ასეთ რამეს რო არ აკეთებენ. ( უფალო შეგვიწყალე ამპარტავანნი და ურწმუნონი ვართ) აბა წარმოიდგინეთ რა ზეიმი და დიდება იქნება ქრისტიანობისა თუ მართლაც უფალი გვამცნობს ვინაა ჩვენს შორის გზაარეული კრავი. და რა ბედნიერება იქნება ერთობა ![]() ![]() ![]() მერე ასე მაჰმადიან მღვდელმთავრებთან ერთად და ბუდეისტებთან ერთად და აშენდაბა ასე სოფელი..... ![]() ეჰ ვოცნებობ და ვუმეცრებ ალბათ რახაცეებს მომიტევეთ. ![]() ![]() -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
არაქრისტიანთა ცხონება-წარწყმედის შესახებ
ჩვენ ფაქტობრივად წინა საუბრით დავამთავრეთ ჩვენი საკმაოდ ვრცელი განხილვები ორიგენესთან დაკავშირებით. ბოლო საკითხი როგორც ავღნიშნეთ შეეხო ჯოჯოხეთის შესახებ ორიგენეს სწავლებას, უფრო ზუსტად ჯოჯოხეთის დროებითობის შესახებ და ყველაზე უფრო ზოგადი სახით განვიხილეთ, მას შემდეგ რაც ორიგენისტური მოძღვრების ცდომილება შეძლებისდაგვარად ვაჩვენეთ, ეკლესიური სწავლება ჯოჯოხეთის მარადიულობის შესახებ, უფრო სწორად არსებითი ამ მხრივ შევეცადეთ რომ გამოგვეკვეთა. კვლავ ავღნიშნავთ, რომ ის რაც შორიდან ხიბლს სძენს ორიგენეს მოძღვრებას, რომ ეს მოძღვრება უფრო ჰუმანურია, უფრო გულმოწყალეობითია, რადგანაც ჯოჯოხეთში დამკვიდრებულებას მარადიული და საბოლოო ტანჯვისთვის არ წირავს თითქოს და მეორე მხრივ მართლმადიდებლობა სწორედ ასე მოქმედებს, რომ მარადიული ტანჯვისთვის სწირავს თავის თანამოძმეებს, ადამიანთა თანამოძმეებს, ეს ყოველივე გახლავთ, კვლავ ავღნიშნავთ, წარწყმედის რაობის ვერ გაგება. როგორც ავღნიშნავდით წარწყმედა თავისი პირდაპირი მნიშვნელობით არ არის არც ტანჯვა, არც ცეცხლის გამანადგურებელ ძალში უსასრულოდ წამება, ეს ყოველოვე განმარტებაა იმისა თუ ჯოჯოხეთში და ღვთისგან განდგომილებაში რაოდენი სიბნელეა და რაოდენი მწუხარებაა. არსება წარწყმედისა გახლავთ ნებაყოფლობითი განდგომა ღვთისგან, ე.ი. ის ყველაფერი რაც ჩვენ ტანჯვასთან დაკავშირებით ვახსენეთ ესაა შედეგი მხოლოდ და არა არსი, არსი გახლავთ ნებაყოფლობითი განდგომა ღვთისგან და აქ ნებაყოფლობითი განდგომა, ისევე როგორც ნებაყოფლობითი მოზიარეობა ღმერთთან, რა თქმა უნდა, თავის ხარისხებს გულისხმობს. როდესაც აბსოლუტურად შეგნებულ დონემდე და ხარისხამდე აღწევს განდგომა ღვთისგან, ესაა ნამდვილი წარწყმედა, ხოლო სადაც მხოლოდ დროებითია ღვთისგან განდგომა, რა შემდგომ მონანიებული იქნება და ადამიანი კვლავ ღვთიურობისკენ მიბრუნდება, ცხადია ასეთი დროებითი განდგომა ღვთისგან არანაირად არ გახდება მარადიული წარწყმედის საფუძველი. ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ კონტრ შეკითხვა და კონტრ არგუმენტი, რომ როგორ შეგვიძლია ჩვენ შევაფასოთ ვთქვათ აბსოლუტურ ნებაყოფლობით განდგომილებად ღვთისგან ისეთ ადამიანთა ამქვეყნიური ცხოვრება, რომლებსაც გარკვეული სიკეთეც ახასიათებდათ და უდიდეს წილად, გარეგნულად ასე ჩანს, მხოლოდ უმეცრების გამო ვერ ეწიენ ჭეშმარტიებას. ხშირად დასმულა ვთქვათ საკითხი იმის შესახებ თუ რა ხვედრი უნდა მიეგოთ იმ ადამიანებს (დღეს კიდევ სხვა ვითარებაა, როდესაც კოორდინირება და ინფორმაციის მიწოდება უაღრესად მყისიერია და ფაქტობრივად ინფორმაციული ველი მთელ დედამიწას მოიცავს, მაგრამ ძველ დროში, მაშ შემდეგ რაც ეკლესია დაფუძნდა 50-ე დღეს მაცხოვრის აღდგომიდან, სულიწმინდის გარდამოსვლისას, აი ამის შემდეგ, რადგანაც წყლისა და სულისგან ნათლობა აუცილებელი ერთადერთი გზა ხდება ცხონებისა) რომელთაც არა თუ ნათლობის შესახებ, ზოგადად მაცხოვრის შესახებაც კი არაფერი უწყება ჯერ არა აქვთ იმავე დედამიწის მაშინდელ მცხოვრებთ შორეულ რეგიონებში და ისე გარდაიცვალნენ ისინი, რომ რა თქმა უნდა ნათლობა არ მიუღიათ, ასეთთათვის მარადიული წარწყმედის დამკვიდრება არის მართებული თუ ეს უსამართლობაა? რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას? ჩვენ ვიცით და ვეფუძნებით სწავლებას იმის შესახებ, რომ საღვთო განგება თავისი წინასწარ ცოდნით ჭვრეტს აბსოლუტურად ყველა ადამიანის ცხოვრებას წინასწარ. ჩვენ თუ ღვთიურ ბუნებაში წინასწარმცოდნეობის თვისება გავაუქმეთ, მაშინ ღმერთს ყველა სხვა თვისებებიც უნდა ჩამოვაკლოთ, იქნება ეს ყოვლისშემძლეობა, ყოვლისმპყრობელობა, ყოვლისშემოქმედებითობა და სხვა და როგორც ბუნებითი შემოქმედი, ამ უზენაესი ღირსებისგანაც უნდა განვძარცვოთ ღმერთი და რატომ? 1) ის ვინც ბუნებითად ქმნის რაიმეს ანუ ყოვლითურთ ქმნის, ყველაფერი მისგანაა მასში შექმნილი, მასალის მხრივაც, ნებისმიერი სახითაც, რა თქმა უნდა მან ყოველივე იცის თავისი ქმნილებისა და თუ უფალმა რომელიმე ქმნილებისა რაიმე არ იცის, შესაბამისად ის მისი ბუნებითი შემოქმედი არ ყოფილა. 2) თუ გარკვეულ მომენტში იცის ამ ქმნილებაზე დაკვირვების შედეგად, მაგრამ წინასწარ არ იცის ყოველივე, ღმერთი არ ყოფილა ზემარადიული არსება და ის დროში მოქმედი არსება ანუ იგივე ქმნილება ყოფილა, რადგანაც ზედროულ არსებაში არ შეიძლება ცოდნა დროითი იყოს, ე.ი. ცოდნაში შემატება ხდებოდეს. უფლისმიერი ცოდნა, როგორც ყოვლადსრული ცოდნა, არანაირ შემატებას არ განიცდის, იმიტომ, რომ შემატებანი ყოველთვის დროში ხორციელდება და თუ უფალიც გარკვეულ შემატებას იღებს ცოდნისას, ეს ერთი მხრივ მის არასრულობას წარმოაჩენს და მეორე მხრივ მის დროითობას, ჟამში მყოფობას, რაც უკვე ქმნილების თვისებაა და არა შემოქმედისა. ზედროულ არსებას მარადიულად, უცვალებელად, ყოვლადსავსედ და უსასრულო დიაპაზონით, უსასრულო განვრცობადობით აქვს მცოდნეობა ანუ ესაა ყოვლისმცოდნეობა, და რამდენადაც დროს არ ექვემდენარება ეს ყოვლისმცოდნეობა, საკუთრივ ადამიანთა ისტორიის მხრივ, რა თქმა უნდა ღვთიური ცოდნა დასაბამშივე არსებობს და ამიტომ ითქმის იგი წინასწარ ცოდნად. კაცობრიობის ისტორია ჟამში ვითარდება და რადგან ღვთიური ცოდნა იგივე იყო როდესაც კაცობრიობა შეიქმნა, ვიდრე კაცობრიობა შეიქმნებოდა და იგივეა დღესაც, ე.ი. ესაა ის ცოდნა, რომელიც ღმერთში მარადიულად არსებობს და არსებობს საერთოდ ადამიანთა მოდგმის შექმნამდეც, ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება, ყველა ჩვენთაგანის მყოფობა, არჩევანი და ასე შემდეგ, ეს ყოველივე ღვთის ცოდნაში არსებობს და რადგან ღვთის ცოდნა არ ვითარდება, შესაბამისად ეს ცოდნა ქონდა ღმერთს ადამიანთა მოდგმის შექმნის ჟამსაც, ამიტომ ეწოდება მას წინასწარ ცოდნა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შექმნილნი არ ვიყავით, მაგრამ ღმერთს ჩვენ შესახებ ყოველივეს უწყება ქონდა. როდესაც ამ დებულებამდე მივალთ, რომ ღმერთმა წინასწარ უწყის ყოველივე და ყველა ქმნილებისა და ყველა ადამიანის ცხოვრება მისგან წინასწარვე განჭვრეტილია, ჩვენ შეგვიძლია უკვე იმ კითხვასაც გავცეთ პასუხი რაც აღიძვრის და რაც ჩვენ თვითონვე დავსვით, რომ ვთქვათ გარკვეულ რეგიონებში საერთოდ არავითარი ცოდნა არ ქონდეთ ქრისტიანობის შესახებ, შესაბამისად ისინი არც ნათლობას იღებენ, მათი მარადიულ სატანჯველში დამკვიდრება არის თუ არა უსამართლობა? გავიხსენოთ ის დებულება რაც უკვე ვთქვით, რომ საღვთო ყოვლისმცოდნეობა წინასწარცოდნითვე ყოველივეს ასევე წინასწარ განჭვრეტს და წინასწარვე განაგებს, ღვთის განგებულება ეფუძნება სწორედ წინასწარ ცოდნას და ეს განგებულებითი გამოვლინება ღვთიური ქმედებისა ყოველთვის წინასწარ ცოდნითაა ნაკარნახევი. აქ ამგვარი რამ განიმარტება, რომ თუკი იმ პერიოდში, თუნდაც კონკრეტულად ის ჟამი ავიღოთ, თუნდაც 50-ე დღე მაცხოვრის აღდგომიდან, სულიწმინდის გარდამოსვლის დღე როდესაც ეკლესია ფუძნდება და აი ამ დღეების ახლო ხანები, რა თქმა უნდა შორეულ ტომებში არავინ ამის შესახებ არაფერი არ იცის იმ ჟამს, უფრო გვიანდელ საუკუნეებშიც არაფერი არ იციან, დღესაც შეიძლება ჩვენ ვიპოვოთ სადღაც ტომი, ანდა ადამიანთა მოდგმა, სადაც საერთოდ არ იყოს არანაირი ინფორმაცია, არანაირი ცოდნა ქრისტიანობის შესახებ, მაგრამ ისინი მაინც, ეკლესიური სწავლებით, მარადიულ წარწყმედას ექვემდებარებიან, არა უსამართლობის გამო, არამედ დაყრდნობით იმაზე, რომ უფლისმიერი წინასწარცოდნითა და წინასწარ განჭვრეტით, მათი გულიც, მათი განწყობაც ჭეშმარიტებისადმი წინასწარვეა შეცნობილი ღვთისგან და წინასწარვეა რა თქმა უნდა ღვთისგანვე განჩინებულიც და დაშვებულიც, რომ მათ არ მიიღონ ჭეშმარიტება, ე.ი. მათ ყურამდე არ მივიდეს ჭეშმარიტება. ესეც ღვთის გულმოწყალეობის გამოვლინებაა, რადგან უფლისგან წინასწარვეა ცოდნილი, რომ ისინი მათი განწყობის შესაბამისად ჭეშმარიტებას არ მიიღებენ და არათუ არ მიიღებენ, არამედ მკვეთრად დაუპირისპირდებიან ამ ჭეშმარიტებას და ამ დროს კი მთლად იმ ზომამდე, იმ ხარისხამდე არ იყვნენ ისინი გაუკუღმართებულნი, რომ მარადიული წარსაწყმედელის ყველაზე უფრო საშინელ გარსში დატყვევებასა და დატუსაღებას იმსახურებდნენ, ყველა ადამიანი იმ წარწყმედაშიც იმ ხარისხში დამკვიდრდება რასაც ის იმსახურებს, უფლისმიერი გულმოწყალება ჩვენი პიროვნული ნების არ გაუქმების შესაბამისად, რაც შეიძლება სრულყოფილად შენარჩუნების ფონზე, მაქსიმალურად გულმოწყალეობის გამოვლინებაა ყველა თავის ქმედებაში. თუ ჩვენ ჩვენი პიროვნული ნებით განდგომილნი ვართ ღვთისგან, რა თქმა უნდ აიმ ხარისხში დავმკვიდრდებით რა ხარისხსაც ვიმსახურებთ, რამდენადაც შესაძლოა შემსუბუქებით, ე.ი. ეს შემსუბუქებისკენ შესაძლებლობა სანამდე შეიძლება წავიდეს? სანამ ჩვენი პიროვნული არჩევანი არ გაუქმდება, თუ ჩვენი პიროვნული არჩევანია რაღაც ხარისხამდე, ამ ხარისხის ყველაზე უფრო უმსუბუქეს ფორმამდე შეიძლება ჩვენი, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთის სხვადასხვა გარსში მყოფობა განსაზღვრული იყოს ღვთისგან. ამიტომ იმ ტომებამდე, კაცობრიობის გარკვეულ ნაწილებამდე როდესაც არ არის ინფორმაცია მისული ქრისტიანობის, ნათლობის, ცხონების შესახებ და მაცხოვრის მოვლინების შესახებ, ეს ყოველივე როგორც ავღნიშნეთ ღვთის გულმოწყალეობის ნაყოფი იმიტომ არის, რომ ინფორმაცია რომ მისულიყო და ეს მოძღვრება და მოძღვრების მქადაგებელი მათთან მისულიყო, ისინი არათუ მიიღებდნენ მას, არამედ დაუპირისპირდებოდნენ, უდიდესწილად როგორც მომხდარა აქაც იგივე მოხდებოდა, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ მას, ანუ იგი თავის მხრივ მოწამეობრივად აღესრულებოდა მაგრამ ისინი დიდად დაიმძიმებდნენ თავს ცოდვიალიანობით და გაცილებით უფრო მძიმე ხვედრი ექნებოდათ მათ, ვიდრე უკვე აქვთ რეალურად, როდესაც ეს სწავლება ქრისტიანობის შესახებ მათდამი არ მისულა. უფლისმიერი წინასწარგანჭვრეტა, კვლავ ავღნიშნავთ, ყოველივეს წინასწარვე შეიცნობს, ეს არ ნიშნავს რომელიმე პიროვნების იგნორირებას, ვთქვათ ასეთ გაგებას, რომ რომელიღაც ტომში, შეიძლება დაგვეთანხმონ, რომ 99% მართლაც არ მიიღებდა ამ მოძღვრებას, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ერთი ადამიანი ყოფილიყო ვინც მიიღებდა მას, გამოდის რომ მთელი ტომის იგნორირებით ის ერთიც დაისაჯა, არ არის ასე, აქაც ეკლესიური სწავლება სავსებით ცალსახაა, რომ თუნდაც ერთი ყოფილიყო ვინმე ჭეშმარიტების მიმღები, რომელიღაც ტომში, იქ აუცილებლად მოხდებოდა ჭეშმარიტების სიტყვის ქადაგება თუნდაც იმ ერთისთვის და თუნდაც ამას ის მქადაგებელი და მქადაგებელთა მთელი მწყობრი მსხვერპლად შესწირვოდა. აი ეს გახლავთ ეკლესიური სწავლება, ეკლესიური ახსნა იმისა თუ რატომ ვართ ჩვენ ასეთი “უმოწყალოები”, რომ ისეთ პიროვნებებსაც და ისეთ ტომებსაც კი, რომლებსაც საერთოდ არ სმენიათ ქრისტიანობა, მარადიულ წარსაწყმედელს განვუკუთვნებთ. არათუ ჩვენ განვუკუთვნებთ, არამედ ისინი განუკუთვნებენ თავიანთ თავს მარადიულ წარსაწყმედელს და უფრო მეტ წარსაწყმედელში იქნებოდნენ, ამას ვამბობთ და ესაა ხაზგასმა, ჭეშმარიტების შესახებ სწავლება რომ მათ ყურამდე მისულიყო, იმიტომ, რომ უფრო დაიმძიმებდნენ თავს, რადგანაც ამ ჭეშმარიტების სიტყვას მაინც არ მიიღებდნენ, სიწმინდეს არ მიიღებდნენ, ხოლო სხვა არის სასჯელი იმ პიროვნებისა, რომლამდეც სიწმინდე არ მისულა და შესაბამისად უწმინდური დარჩა და სხვა არის და უფრო მძიმეა სასჯელი იმ პიროვნებისა რომლამდეც სიწმინდე მივიდა და მან შეურაცხყო ეს სიწმინდე. ასე რომ ასეთ შემთხვევებში, როდესაც გარკვეულ პირებთან, თუ პიროვნეებზე ვიტყვით, გარკვეულ პიროვნებათა კრებულთან, გარკვეულ ტომებთან, კაცობრიობის გარკვეულ ნაწილებთან, როდესაც ჯერ კიდევ არ მისულა სხვადასხვა საუკუნეებში ჭეშმარიტების შესახებ სწავლება, ეს ღვთის გულმოწყალების გამოვლინება სწორედ ამ კუთხითაა, რომ უფალი არიდებს მათ უფრო მძიმე ცოდვას, რადგან მივიდოდა რა სიწმინდე, წმინდა სწავლება, ისინი უკიდურესად შეურაცხყოფდნენ ამ სიწმინდეს, სიწმინდის მსახურთ უეჭველად მოაკვდინებდნენ და თავიანთ თავს მარადიული წარსაწყმედელის ყველაზე უფრო უკიდურესი ტანჯვისთვის განამზადებდნენ. კვლავ ავღნიშნავთ, რომ უფლისმიერი წინასწარ ცოდნით ერთი ადამიანიც რომ ყოფილიყო ღვთისგან განჭვრეტილი, ამა თუ იმ ტომში, ჭეშმარიტების მიღების შესაძლებლობის მქონე, იმ ტომში აუცილებლად ჭეშმარიება ნაქადაგები იქნებოდა. ასე რომ სწავლება იმასთან დაკავშირებით თუ რა ხვედრი მიეგებათ ერთი მთლიანი კაცობრობის სხვადასხვა განშტოებებს, რომელთა ყურამდეც საერთოდ არ მისულა ჭეშმარიტება, აი ეს სწავლება ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ღვთის ყოვლისმცოდნეობის და წინასწარმცოდნეობის შესახებ საეკლესიო სწავლებაზე, რითაც ეს ყოველივე, რამდენადაც ამას ჩვენი ქმნილებითი გონება დაიტევს, განიმარტება და ახსნა ეძლევა. სხვაგვარად არათუ ამ საკითხს ვერ ავხსნით, ვერცერთ საკითხს ვერასოდეს ჩვენ ვერ ავხსნით თუ საყრდენი დებულება, გასაღების მომცემი ამა თუ იმ მოვლენის ახსნისა ხელთ არ გვიპყრია და ვფიქრობთ ამ შემთხვევაში გასაღები სწორედ ეს გახლავთ – მოძღვრება ღვთის წინასწარმცოდნეობის და ყოვლისმცოდნეობის შესახებ, ანდა ასეც შეიძლება ითქვას – მოძღვრება ღვთის წინასწარ ყოვლისმცოდნეობის შესახებ, უფალმა წინასწარ და ყოვლად იცის ნებისმიერი ადამიანის სულიერი მდგომარეობა, ხვედრი, მისი განწყობა, რა დამოკიდებულება ექნება მას ჭეშმარიტებისადმი, ცხონებისადმი და როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი პიროვნული ნების ოდნავადაც შეუბღალავად, რამდენადაც ეს მაქსიმალურად დასაშვებია, უფალი იმ დაცემულ მდგომარეობაში მყოფთათვისაც კი მაქსიმალურად მოქმედებს შერბილებას სასჯელისას რასაც ისინი იმსახურებენ, მაგრამ ეს შერბილება მხოლოდ იმ საზღვრებშია, სანამ პიროვნული ნება ნარჩუნდება, მე თუ მართლაც მკვეთრად ავირჩიე ჩემი პიროვნული შეგნებულობით ღვთისგან მძიმე და შორს მყოფობაში თავის დამკვიდრება, აი ამ შორს ყოფნის რაღაც სულიერ ადგილში (ესეც სულიერი ადგილია), რა თქმა უნდა ერთი წერტილი არ არის, იქ საკმაო შემოწერილობაა და ამ შემოწერილობის მაქსიმალურად ნაკლებ განშორებულობაში დამკვიდრდება ეს ადამიანი, მაგრამ არა იმის საზღვრებს გარეთ, რომ პიროვნული ნება არ დაირღვეს. ამგვარად შეგვიძლია ჩვენ წარმოვიდგინოთ განაწილება სხვადასხვა პირებისა წარწყმედილობაში სულიერი მანძილის თვალსაზრისით. თუკი წარწყმედა ესაა ნებაყოფლობითი განშორება ღვთისგან და ამავე დროს ვამბობთ, რომ წარწყმედაში სხვადასხვა ხარისხია, ეს ხარისხები ამ განშორებითი მანძილის შესაბამისად შეგვიძლია წარმოვიდგნოთ, რომ ზოგი თავისი შეგნებული არჩევანით უფრო მეტად და უფრო მკვეთრად განესხვავება და გაემიჯნება ღმერთს და განეშორება მას, ზოგი უფრო ნაკლებად და ასე შემდეგ. ყველა განშორებულია, ყველა მოწყვეტილია ღმერთს, მაგრამ ზოგი გაცილებით კადნიერად და დრტვინვით არის მისგან განდგომილი, ზოგი ნაკლები კადნიერებით და ნაკლები დრტვინვით, მაგრამ ყველა აბსოლუტურად კადნიერებითა და დრტვინვით და განშორებულობით არის ღმერთს მოწყვეტილი. ამგვარი საუბრები, ამგვარი მსჯელობანი ვფიქრობთ ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ იმაზეც უნდა დავაფუძნოთ, რომ ყველაფერი ვერასოდეს ვერ განიმარტება სრულყოფილად. ეკლესიური სწავლება არ არის ადაიანის გონებისგან ჩამოყალიბებული რაღაც ფილოსოფია, სადაც ყველა დეტალს თავისი მეტნაკლებად ლოგიკური ადგილი ექნება მიჩენილი, ეს ზეადამიანური სწავლებაა და ადამიანური გონება საკუთარ სტრუქტურაში მას მთლიანიბითად ვერ დაიტევს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიმსჯელოთ, არგუმენტირებანი არ მოვიტანოთ, მაგრამ როგორ ერთხელ უკვე ავღნიშნავდით, არგუმენტირებანი უნდა მოვიტანოთ და უნდა ვიმსჯელოთ არა რაიმეს აღმოსაჩენად ეკლესიური სწავლების მიხედვით, არამედ უკვე ბოძებული ეკლესიური მაცხოვნებილი სწავლების დასამტკიცებლად, იმიტომ, რომ ეს სწავლება ადამიანს არ მოუგონია, ჩვენ გვებოძა, ესაა საბოძვარი, საჩუქარი და გაშინაარსება როდესაც გვინდა ამ სწავლებისა, რომ ყველა ადამიანისთვის ცხადი გახდეს ის და ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალი შეწყობილი იყოს ამ მოძღვრებასთან, ცალკეული კერძოობითი მომენტები ჩვენს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია განვმარტოთ ვარაუდის სახით, ძიებათა სახით, მაგრამ ეს ძიებანი და ვარაუდები მხოლოდ იმ ფარგლებში უნდა იყოს, რომ ეყრდნობოდეს უკვე ბოძებულ მაცხოვნებელ სწავლებას, ოდნავ სადაც კი საფუძვლის გაუკუღმართების საფრთხე შეიგრძნობა ის უკვე მართლმადიდებლურ მოძღვრებაზე დაყრდნობილი ვარაუდი აღარ იქნება (ჩვენ ვარაუდებზე ვამბობთ ამ შემთხვევაში). მითუმეტეს პრინციპული დასკვნები და პრინციპული რაღაც შედეგები ჩვენი ძიებებისა ყოველთვის იმ მართლმადიდებლობის, უცდომელი მოძღვრების საფუძვლებს უნდა ეყრდნობოდეს, ესაა ის კალაპოტი რაზეც ადრეც არაერთგზის გვისაუბრია, ის დოგმატური კალაპოტი, რაც არათუ ჩვენი მსჯელობის შეზღუდულობას იწვევს, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია დღესაც და ამის გამო საეკლესიო დოგმატიკას ძალიან ალმაცერად უყურებენ, არამედ დოგმატიკა ესაა ის კალაპოტი, რომელიც ააცდენს ჩვენს გონებას და აგვაცდენს ჩვენ არაჭეშმარიტი ფუჭი და ყოველგვარ შედეგს მოკლებული ძიებებისგან, იმ კალაპოტის უნაყოფო ნაპირებისკენ სადა ჩვენ ვერაფერს ვერ ვპოვებთ და სადაც სადგურს და სამყოფელს ჩვენი სულისას ვერ მოვიპოვებთ, აი იქეთკენ რომ არ გადავდრკეთ ამისგან გვიცავს და იქეთკენ მიგვმართავს სადაც ჭეშმარიტი თავისუფლებაა აზრისა, ჭეშმარიტი თავისუფლებაა სულიერი გრძნობადობისა და ცხოვრებისა და შესაბამისად გადამრჩენელი ფუნქცია დოგმატიკას სწორედ ამიტომ აქვს. საკმარისია დოგმატური კალაპოტი მოიშალოს, რომ ყველა საითაც მოუნდება იქით გადადრკება, იხეტიალებენ უსასრულოდ ამ დაცემულობაში, მაგრამ იმ ერთ მაცხოვნებელ და ვიწრო ბილიკს ვერასოდეს ვერ ჰპოვებენ, იმის გარდა ყველაფერს ჰპოვებენ, იმიტომ, რომ ის ყველაზე უფრო საჭირველია, ყველაზე უფრო შრომატევადია, შრომის მომთხოვნია, ღვაწლისმიერია, მაშინ როცა ეს უსარგებლო ხეტიალი და ამ სიბნელეში თითქოსდა რაღაცის მოხელთებანი გაცილებით იოლი ჩანს, ათასგვარი მაგიური, ადვილად ამოქმედებადი და მყისიერად შესრულებადი რაღაც მოვლენებისა და საკუთარი სურვულების თითქოსდა ერთბაშად ახდომის სასოებანი, რაც სხვადასხვა პირთაგან, სხვადასხვა მაცდურთაგან არაერთგზის მოწოდებულა კაცობრიობის ისტორიაში, აი ეს უფრო მიმზიდველია, უფრო ნაკლებ შრომატევადია და კაცობრიობა რა თქმა უნდა, როგორც ერთი გზასაცდენილი ნახირი, ამ დოგმატური კალაპოტის გარეშე უეჭველად ამ ფსევდო ძიებებს მიეცემოდა. ამიტომაა ეს უენაესი კალაპოტი, უზენაესი ზღვარი და საზღვარი, რაც მიგვმართავს ჭეშმარიტებისკენ, ხოლო ვინც ამ საზღვარს ნებაყოფლობით გადაცდება და ღმერთს და ღვთიურ სწავლებას განეშორება, ის უკვე საზღვარში კი აღარ არის, ანუ ბერძნულად თუ ვიტყვით “ჰოროსში” კი აღარ არის, არამედ საზღვრის გარეგანია, ანუ ექსორიობაშია. სიტყვა “ექსორია”, რომელიც ძალიან დამკვიდრდა საეკლესიო ტრადიცაიში, სწორედ საზღვრის გარეგანობას ნიშნავს, საზღვრის მიღმა მყოფობას, ისევე როგორც ადამიანმა შესცოდა სამოთხეში და სამოთხის საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა, ანუ სამოთხიდან ექსორიობაში აღმოჩნდა და არა მხოლოდ ის ადამიანი, არამედ მისგან შობილი მთელი კაცობრიობა, ასევე ადამიანებიც ამ ცხოვრებაში, ცხონების კალაპოტს გარიდებულნი და ცხონების კალაპოტისგან მარცხნივ თუ მარჯვნივ გადადრეკილნი, სამეუფო გზისგან განშორებულნი, სწორედ ექსორიობაში არიან, ხოლო იმ ჰოროსში, ცხონებაში, საზღვარში, ღვთივზღვარში, ისინი ვეღარ დაიმკვიდრებენ ადგილს იმიტომ, რომ თავისი ნებით, აბსოლუტური შეგნებულობით განეშორნენ ჭეშმარიტ საზღვარს და არა მხოლოდ განეშორნენ, არამედ შეურაცხყვეს კიდეც ეს საზღვარი. რამდენიც გნებავთ იმდენი აზრია გამოთქმული ამ ბოლო ხანებში უკიდურესად გულმოდგინეობით თითქოსადა დასაბუთებულიც თუ რაოდენი ვითომცდა ძალმომრეობაა, რომ ჩვენ ვინმეს ვაიძულებდეთ ეკლესიის მამათა სწავლების კალაპოტში მოაქციონ თავიანთი აზროვნება, ეს თითქოს ყოფილა ადამიანური გონების შეზღუდვისკენ წარმართვა, მაგრამ სადაა აქ შეზღუდვა, როდესაც აქაა მხოლოდ მოწოდება, რომ ვისაც ცხონება გინდათ ამ გზას გაჰყევით, თორემ მძლავრებით არავინ არავის არ მიიზიდავს ამ გზისკენ, ყველას შეუძლია საითაც უნდა იქით გადადრკეს, მაგრამ ეს გადადრკომანი როდესაც არგუმენტირებასაც ჰპოვებენ, რომ თითქოს ესაა ნადმვილი თავისუფლება, ესაა ნამდვილი ადამიანურობა, ღვთიური საბოძვარი პიროვნული არჩევანისა და ასეთი ფსევდო არგუმენტებით მრავალს ხიბლავენ, რა თქმა უნდა ეკლესიურ მოძღვრებსაც აქვს უფლება, რომ თავისი თავი დაიცვას. ასეა თუ ისე, ჩვენ შეგვიძლია ეს საკითხი ამით დავაბოლოვოთ, წარწყმედაც და ცხონებაც ესაა მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული არჩევანი, ხოლო წარწყმედა, როგორც ავღნიშნეთ, არის პიროვნული არჩევანი ღვთისგან განშორებისა, ცხონება კი პიროვნული არჩევანი ღმერთთან მარადიული თანამყოფობისა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი