![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
XAFRAN |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 ![]() |
იცით ესეთმა აზრმა შემაწუხა ამ ბოლ დროს და თქვენი აზრი მაინტერესებს
![]() აი ვუყურებ ქრისტიანულ სამყაროს მართმადიდებლებს, კათოლიკებს, პროტესტანტებს და ვფიქრობ რო სულ დავკარგეთ სინდისი და რწმენა. ეს ხო თავის მოჭრა და სირცხვილია სამყაროს მაშტაბით რაც ქრისტიანულ სამყაროს დაგვმართნია. არც კი გვცხვენია! ჩვენი უფალი ესოდენ დიადია რომ აღარაფერია მასზე უდიდესი და უკეთესი და ჩვენ კი მთლათ დავკარგეთ ურთიერთზე პასუხისმგებლობის გრზნობა და სიყვარული.( ნუ რომლებმაც დავკარგეთ რავი...... ![]() რა გახდა რომ ეს მართმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტი მღვდელმთავრები ერთხელ შეიყარონ - დასხდენ და უფალს შესთხოვონ, ილოცონ, რომ უფალმა გვიხსნას ამ გაურკვევლობებისგან. (უმაღლესი ქურუმნი რისი ქურუმნი არიან თუ ღმერთთან საუბარი არ შეულიათ და ჭეშმარიტების ჩვენამდე მოტანა ![]() ![]() ილოცონ მთელი გულმხურვალებით და დაე თუნდაც ამ ლოცვაში სული ამოხდეთ. (რა აზრი აქვთ ჩვენს (მათ) სიცოცხლეს თუ ძმა იღუპება მწვალებლობაში და ჩვენ ვერ ვშველით საუკუნო ტანჯვისაგან) ვფიქრბ ურწმუნონი ვართ თუ ვფიქრობთ რომ უფალი არ გვამცნობს ვინაა ჩვენ შორის მტყუან მართალი. და მეტიც ურწმუნონი და ამპართავანნი არიან ქრისტიანი მღვდელმთავარნი ასეთ რამეს რო არ აკეთებენ. ( უფალო შეგვიწყალე ამპარტავანნი და ურწმუნონი ვართ) აბა წარმოიდგინეთ რა ზეიმი და დიდება იქნება ქრისტიანობისა თუ მართლაც უფალი გვამცნობს ვინაა ჩვენს შორის გზაარეული კრავი. და რა ბედნიერება იქნება ერთობა ![]() ![]() ![]() მერე ასე მაჰმადიან მღვდელმთავრებთან ერთად და ბუდეისტებთან ერთად და აშენდაბა ასე სოფელი..... ![]() ეჰ ვოცნებობ და ვუმეცრებ ალბათ რახაცეებს მომიტევეთ. ![]() ![]() -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
კარგი მაშინ შემოგთავაზებთ იმ ლექციას, ოღონდ ემოციურად არ მიიღოთ. უბრალოდ კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ. მე მაგალითად მაინც უამრავი კითხვა დამიტოვა მის გაცნობამ, თუმცა ამ ლექციაშიც ეს აზრია გამოთქმული, რომ უფლის განგებას ბოლომდე ვერ შევიმეცნებთ. უბრალოდ უძლურია ადამიანის გონება ამისათვის.
ერთს დავამატებ. თუკი არაქრისტიან გარემოში დაბადებული ადამიანის ცხონების შანსი მცირეა (ნუ ჩვენი გაგებით ცხადია), მაშინ ქრისტიანულ გარემოში დაბადებულის წარწყმედის შანსი უფრო დიდია, რადგან აქ მცირე შეცდომაც კი ძვირად ფასობს. ჩემი პირადი სუბიექტური აზრით ყველა ადამიანი ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფება. მთავარია ვინ როგორ გამოავლენს სწრაფვას ერთი და შეუცნობელი ღმერთისკენ. გავიხსენოთ ავაზაკი და იგივე სიდონია, რომელთაც ნათლობა არ მიუღიათ, მაგრამ მათ ცხოველი რწმენა ქონდათ, იმიტომაც დაეშვა მათზე გამონაკლისი. იქნებ უფალმა ამგვარი გამონაკლისები სხვაგანაც დაუშვას. ჩვენ არ ვიცით. თუმცა კი ვამბობთ, რომ ნათლისღების გარეშე შეუძლებელია სასუფევლის დამკვიდრება, მაგრამ ნათლისღებას თავისი ღრმა შინაარსი აქვს და ის ძალიან ბევრ რამეს იტევს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
lingvo |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ჩემი პირადი სუბიექტური აზრით ყველა ადამიანი ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფება. მთავარია ვინ როგორ გამოავლენს სწრაფვას ერთი და შეუცნობელი ღმერთისკენ. ამ აზრს მეც ვიზიარებ. სისხლით მონათლული მოწამეები ხომ არსებობენ? რომელნის ცხოვრებაში არ იყვნენ ნათელღებულნი, მაგრამ თავი შესწირეს უფლის რწმენას. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 06:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი