![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
XAFRAN |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 ![]() |
იცით ესეთმა აზრმა შემაწუხა ამ ბოლ დროს და თქვენი აზრი მაინტერესებს
![]() აი ვუყურებ ქრისტიანულ სამყაროს მართმადიდებლებს, კათოლიკებს, პროტესტანტებს და ვფიქრობ რო სულ დავკარგეთ სინდისი და რწმენა. ეს ხო თავის მოჭრა და სირცხვილია სამყაროს მაშტაბით რაც ქრისტიანულ სამყაროს დაგვმართნია. არც კი გვცხვენია! ჩვენი უფალი ესოდენ დიადია რომ აღარაფერია მასზე უდიდესი და უკეთესი და ჩვენ კი მთლათ დავკარგეთ ურთიერთზე პასუხისმგებლობის გრზნობა და სიყვარული.( ნუ რომლებმაც დავკარგეთ რავი...... ![]() რა გახდა რომ ეს მართმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტი მღვდელმთავრები ერთხელ შეიყარონ - დასხდენ და უფალს შესთხოვონ, ილოცონ, რომ უფალმა გვიხსნას ამ გაურკვევლობებისგან. (უმაღლესი ქურუმნი რისი ქურუმნი არიან თუ ღმერთთან საუბარი არ შეულიათ და ჭეშმარიტების ჩვენამდე მოტანა ![]() ![]() ილოცონ მთელი გულმხურვალებით და დაე თუნდაც ამ ლოცვაში სული ამოხდეთ. (რა აზრი აქვთ ჩვენს (მათ) სიცოცხლეს თუ ძმა იღუპება მწვალებლობაში და ჩვენ ვერ ვშველით საუკუნო ტანჯვისაგან) ვფიქრბ ურწმუნონი ვართ თუ ვფიქრობთ რომ უფალი არ გვამცნობს ვინაა ჩვენ შორის მტყუან მართალი. და მეტიც ურწმუნონი და ამპართავანნი არიან ქრისტიანი მღვდელმთავარნი ასეთ რამეს რო არ აკეთებენ. ( უფალო შეგვიწყალე ამპარტავანნი და ურწმუნონი ვართ) აბა წარმოიდგინეთ რა ზეიმი და დიდება იქნება ქრისტიანობისა თუ მართლაც უფალი გვამცნობს ვინაა ჩვენს შორის გზაარეული კრავი. და რა ბედნიერება იქნება ერთობა ![]() ![]() ![]() მერე ასე მაჰმადიან მღვდელმთავრებთან ერთად და ბუდეისტებთან ერთად და აშენდაბა ასე სოფელი..... ![]() ეჰ ვოცნებობ და ვუმეცრებ ალბათ რახაცეებს მომიტევეთ. ![]() ![]() -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
![]() ![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ამხელა განათლების ხალხთან (ვგულისხმობ სასულიერო განათლებას) მე არც კი მეკადრება, რომ ჩემი მოსაზრება დავწერო, მაგრამ მაინც დავწერ.
ადამიანი ჯოჯოხეთისთვის არ იბადება, არამედ სამოთხისთვის, ბედნიერებისთვის, მაგრამ თუკი ის არ გამოიჩენს სურვილს, არ დაიწყებს სვლას უფლისაკენ, მაშინ იგი იღუპება. წარმოიდგინეთ ასეთი დაღუპული ადამიანი,რომელიც უფალს შეეწყალა და ჯოჯოხეთის ყველაზე დიდი სატანჯველიდან შედარებით მცირე სატანჯველში ამოიყვანა. აქ მე ვერაფერს ვხედავ გარდა უფლის უსაზღვრო სიყვარულს მისი ქმნილებების მიმართ. ჩვენი კამათი იმის შესახებ, თუ რა მეთოდებით აკეთებს უფალი ამას (იმითი, რომ იცის მომავალი; იმითი, რომ არ უცხადებს ჭეშმარიტებას ზოგიერთ ადამიანს და ა.შ.) თავის თავში შეიცავს ქვე-ტექსტს: თუ უფალი მართლა საოცრად კაცთ-მოყვარეა, მაშინ რატომ არ ამოიყვანს წარწყმედულთა სულებს უდიდესი სატანჯველიდან სამოთხემდე და რატომ კმაყოფილდება იგი სასჯელის შემცირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ასე ვფიქრობ: რადგანაც არა გვაქვს ნანახი და გამოცდილი ის უდიდესი ტანჯვა, რასაც უმსუბუქებს უფალი ადამიანებს, ამიტომ გვეჩვენება უფალი არც თუ ისე კაცთ-მოყვარედ. მეორე - უფალმა თავისი კაცთ-მოყვარების გამო ყველა ადამიანი სამოთხეში რომ შეუშვას, ეს ადამიანისათვის ღირსებისა და პატივის წართმევა იქნებოდა. ადამიანს აქვს გონება, რითაც იგი განსხვავდება პირუტყვისაგან, რომელიც მიუხედავად თავისი საქციელისა, დააშავებს თუ არა, მაინც იღებს მზრუნველობას თავისი პატრონისაგან (რა მიზნით, ეს ამჯერად არ გვაინტერესებს). ამიტომაც არ გააჩნია პირუტყვს ღირსება. ამიტომ, უფლის მიერ ყველა ადამიანის სამოთხეში შეყვანა მსგავსი იქნებოდა პირუტყვებვით ჩვენი მართვისა, როდესაც ჩვენი ქმედების მიუხედავად უფალი მაინც იზრუნებდა ჩვენზე. ეს კი პირდაპირ ჩვენი ღირსების წართმევაა. ადამიანის თავისუფალი არჩევანიც მისი ღირსებაა უფლის მიერ მინიჭებული. როდესაც არჩევანის ალტერნატივების ყველა შედეგი სამოთხეა, მაშინ არჩევანს აზრი ეკარგება და შესაბამისად არჩევანიც არ გვქონია. ანუ პირუტყვებივით გამზადებული ვყოფილვართ რაღაცისთვის. ასე, რომ ადამიანის ღირსებისათვის უფალი უტოვებს მას თავისუფალ არჩევანს, რისთვისაც აუცილებელი პირობაა არჩევანის ალტერნატივების შედეგების განსხვავებულობა - ანუ ყველა სამოთხეში არ მიდის. აქ გაჩნდება კითხვა: უფალი თუ კაცთმოყვარეა, მაშინ რატომ აყენებს ჩემს ღირსებას (არჩევანს რომ არ მართმევს) სამოთხეზე უფრო წინ? მე არ მირჩევნია, რომ სამოთხეში მოვხვდე და ღირსება არ მქონდეს? საქმეც იმაშია, რომ არ მესმის რა არის სამოთხე - იქ ცხოველები არ შედიან და არც ფრინველები. არამედ ადამიანები, რომელთა ცხოვრებისეული არჩევანი ყოველთვის უფლის მხარეს იყო (ან როცა არ იყო უფლის მხარეზე, ჭეშმარიტი სინანული გააჩნდათ ამის გამო). აქ კიდევ ახალი კითხვა ჩნდება: რატომ გააკეთა უფალმა ასე ყველაფერი? ამ კითხვის ანალოგიური იქნებოდა, თუ უფალს ვკითხავდით რატომ მოგვცა ჩვენ ღირსება? თუ რომელიმე თქვენთაგანს არ მოსწონს რომ ღირსება აქვს ჰკითხოს უფალს და უთხრას, რომ წაართვას იგი. ასე, რომ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ამდენი ერთმანეთისაგან გამომავალი კითხვით, საბოლოდ მაინც ვასკვნით, რომ ყოველივე უფალმა სიბრძნით შექმნა. ამიტომ, მოძღვრების განკითხვას ჯობია, ჩვენი ყველა ტალანტი უფლის სადიდებელ საქმეში დავხარჯოთ. ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 01:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი