![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
XAFRAN |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 ![]() |
იცით ესეთმა აზრმა შემაწუხა ამ ბოლ დროს და თქვენი აზრი მაინტერესებს
![]() აი ვუყურებ ქრისტიანულ სამყაროს მართმადიდებლებს, კათოლიკებს, პროტესტანტებს და ვფიქრობ რო სულ დავკარგეთ სინდისი და რწმენა. ეს ხო თავის მოჭრა და სირცხვილია სამყაროს მაშტაბით რაც ქრისტიანულ სამყაროს დაგვმართნია. არც კი გვცხვენია! ჩვენი უფალი ესოდენ დიადია რომ აღარაფერია მასზე უდიდესი და უკეთესი და ჩვენ კი მთლათ დავკარგეთ ურთიერთზე პასუხისმგებლობის გრზნობა და სიყვარული.( ნუ რომლებმაც დავკარგეთ რავი...... ![]() რა გახდა რომ ეს მართმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტი მღვდელმთავრები ერთხელ შეიყარონ - დასხდენ და უფალს შესთხოვონ, ილოცონ, რომ უფალმა გვიხსნას ამ გაურკვევლობებისგან. (უმაღლესი ქურუმნი რისი ქურუმნი არიან თუ ღმერთთან საუბარი არ შეულიათ და ჭეშმარიტების ჩვენამდე მოტანა ![]() ![]() ილოცონ მთელი გულმხურვალებით და დაე თუნდაც ამ ლოცვაში სული ამოხდეთ. (რა აზრი აქვთ ჩვენს (მათ) სიცოცხლეს თუ ძმა იღუპება მწვალებლობაში და ჩვენ ვერ ვშველით საუკუნო ტანჯვისაგან) ვფიქრბ ურწმუნონი ვართ თუ ვფიქრობთ რომ უფალი არ გვამცნობს ვინაა ჩვენ შორის მტყუან მართალი. და მეტიც ურწმუნონი და ამპართავანნი არიან ქრისტიანი მღვდელმთავარნი ასეთ რამეს რო არ აკეთებენ. ( უფალო შეგვიწყალე ამპარტავანნი და ურწმუნონი ვართ) აბა წარმოიდგინეთ რა ზეიმი და დიდება იქნება ქრისტიანობისა თუ მართლაც უფალი გვამცნობს ვინაა ჩვენს შორის გზაარეული კრავი. და რა ბედნიერება იქნება ერთობა ![]() ![]() ![]() მერე ასე მაჰმადიან მღვდელმთავრებთან ერთად და ბუდეისტებთან ერთად და აშენდაბა ასე სოფელი..... ![]() ეჰ ვოცნებობ და ვუმეცრებ ალბათ რახაცეებს მომიტევეთ. ![]() ![]() -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ამიტომ, მოძღვრების განკითხვას ჯობია მოძღვრების განკითხვა არაფერ შუაშია, უცოდინარობის ხაზგასმა იყო ეგ! აკი იგივე მოძღვარმა სრულიად სხვა და საპირისპირო პასუხი გასცა იგივე კითხვას? ციტატა Господь будет судить людей, которые не слышали о Христе, за нравственным законом ნება მომეცი, ამის უფრო დავიჯერო ვიდრე იმისი, რომ ღმერთი ვინმეს იმიტომ აჩენს მოზამბიკში ან მაბუტუში, რომ თურმე საქართველოში ვერ ცხონდებოდა, გეგონება საქართველოში ყველა ცხონდება, აბსურდია ეგ და წაიკითხე თავიდან და მშვიდად 32-ე პოსტი(ოღონდ მაპატიე უკმეხი ტონი იქ ) და დაინახავ, რამდენი აბსურდია იქ, შენი პასუხი კი ძალიან ბუნდოვანი და ზოგადია, ძალიან მიტინიგის სტილი იყო, აბა ეგ რა შუაშია? ციტატა ადამიანი ჯოჯოხეთისთვის არ იბადება, არამედ სამოთხისთვის, ბედნიერებისთვის, მაგრამ თუკი ის არ გამოიჩენს სურვილს, არ დაიწყებს სვლას უფლისაკენ, მაშინ იგი იღუპება. რას წერ? აკი დაწერე იქვე, რომ სწორედ ჯოჯოხეთისათვის დაბადა იქ, ოღონდ მცირე ტანჯვისათვის, სხვაგან ასიანი დიდი ტანჯვა ელოდაო? დიდი და მცირე იქით გადავდოთ, საბოლოო ჯამში ხომ მაინც ჯოჯოხეთისათვის დაიბადა? დაფიქრდი ხომ ასეა? მერე ეგ ხომ მკრეხელობაა? ან რა სურვილი უნდა გამოიჩინოს ვიღაც ჩინგაჩგუკმა ან ახლა? ან თუნდაც VI ს.ში როცა ქრისტიანობა წესიერად განათლებულ სამყაროსაც არ ქონდა შემეცნებული? როდესაც აზრზე არაა ვინაა უფალი საერთოდ და რას ნიშნავს მისკენ სიარული? რაც არ იცის და არც არავის არ უთქვამს, მისთვის პასუხს როგორ თხოვთ? დავდე პირობა რომ აღარ გიპასუხებთ მეთქი, მაგრამ ეს უსუსური შეპასუხებები, ნიშნის მოგებით და ჭკუის სწავლებით რომ იწერება, ყველაფერს წყალში ყრის... ხომ არ ჯობს თემა დაიხუროს? კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი