![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
XAFRAN |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 ![]() |
იცით ესეთმა აზრმა შემაწუხა ამ ბოლ დროს და თქვენი აზრი მაინტერესებს
![]() აი ვუყურებ ქრისტიანულ სამყაროს მართმადიდებლებს, კათოლიკებს, პროტესტანტებს და ვფიქრობ რო სულ დავკარგეთ სინდისი და რწმენა. ეს ხო თავის მოჭრა და სირცხვილია სამყაროს მაშტაბით რაც ქრისტიანულ სამყაროს დაგვმართნია. არც კი გვცხვენია! ჩვენი უფალი ესოდენ დიადია რომ აღარაფერია მასზე უდიდესი და უკეთესი და ჩვენ კი მთლათ დავკარგეთ ურთიერთზე პასუხისმგებლობის გრზნობა და სიყვარული.( ნუ რომლებმაც დავკარგეთ რავი...... ![]() რა გახდა რომ ეს მართმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტი მღვდელმთავრები ერთხელ შეიყარონ - დასხდენ და უფალს შესთხოვონ, ილოცონ, რომ უფალმა გვიხსნას ამ გაურკვევლობებისგან. (უმაღლესი ქურუმნი რისი ქურუმნი არიან თუ ღმერთთან საუბარი არ შეულიათ და ჭეშმარიტების ჩვენამდე მოტანა ![]() ![]() ილოცონ მთელი გულმხურვალებით და დაე თუნდაც ამ ლოცვაში სული ამოხდეთ. (რა აზრი აქვთ ჩვენს (მათ) სიცოცხლეს თუ ძმა იღუპება მწვალებლობაში და ჩვენ ვერ ვშველით საუკუნო ტანჯვისაგან) ვფიქრბ ურწმუნონი ვართ თუ ვფიქრობთ რომ უფალი არ გვამცნობს ვინაა ჩვენ შორის მტყუან მართალი. და მეტიც ურწმუნონი და ამპართავანნი არიან ქრისტიანი მღვდელმთავარნი ასეთ რამეს რო არ აკეთებენ. ( უფალო შეგვიწყალე ამპარტავანნი და ურწმუნონი ვართ) აბა წარმოიდგინეთ რა ზეიმი და დიდება იქნება ქრისტიანობისა თუ მართლაც უფალი გვამცნობს ვინაა ჩვენს შორის გზაარეული კრავი. და რა ბედნიერება იქნება ერთობა ![]() ![]() ![]() მერე ასე მაჰმადიან მღვდელმთავრებთან ერთად და ბუდეისტებთან ერთად და აშენდაბა ასე სოფელი..... ![]() ეჰ ვოცნებობ და ვუმეცრებ ალბათ რახაცეებს მომიტევეთ. ![]() ![]() -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მნათე
რატომღაც შთაბეჭდილება მრჩება, რომ არა ზოგადად მართლმადიდებლობას "აკრიტიკებ", არამედ კონკრეტულად საქართველოს ეკლესიას. არარსებობს საკითხი, რომელსაც პერსონალურად საქართველოს ეკლესიის ფონზე არ განიხილავ. მითუმეტეს კარგად იცი, რომ მართლმადიდებლობა ერთი კონკრეტული ეკლესია არაა, არც ერთი ეპისკოპოსია და არც ერთი სასულიერო პირი, თუნდაც ათი და თუნდაც ოცი. ასე რომ განვიხილავდი მეც ნებისმიერ საკითხს, კი ბატონო ბევრი რამ დამახინჯებული სახით წარმოდგებოდა ჩემს წინაშე, მაგრამ ჩვენთან ხომ სამწუხაროდ, გარეშე თუ შინაგანი მიზეზების გამო არ არის მართლმადიდებლური მოძღვრების სიწმინდე სრულყოფილად დაცული. მაგრამ ეს ჩვენი ბრალია და არა მართლმადიდებლობის. ამიტომ ამ უკანასკნელზე მსჯელობისას მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლო ამ მღვდელმა ეს თქვა და იმ მღვდელმა ეს, არ მგონია იყოს სწორი საქციელი. თუ მე არასწორად განვმარტავ რაიმეს, ეს ჩემი ბრალია და არა განსამარტი ტექსტისა. მაგრამ თუ თექსტია დამნაშავე, მაშინ წმ. წერილია პირველ რიგში დასაწვავი, რომ ამდენი ერესის წარმოქმნას შეუწყო ხელი, როცა მის ტექსტს ყველა თავისებურად განმარტავდა. მე არასოდეს არ ვმსჯელობ ერთი მღვდლის, თძუნდაც ორის, სამის... ნათქვამით. როცა მსურს სრული მართლმადიდებლური ხედვა გავიგო იმ ადამიანების ნაწერებს ვკითხულობ, ვინც ეს გამოცხადებითი მოძღვრება სიტყვერებაში ჩამოაყალიბა, მატერიალური სიტყვით გამოთქვა. ამ შენიშვნით სხვებსაც მინდა მივმართო და მოვუწოდო ნუ აკრიტიკებენ მართლმადიდებლური მოძღვრების ამა თუ იმ საკითხს, როცა ამ საკითხთა საფუძვლები არ იციან. მე ღრმად მწამს ერთი რამის, რომ უსამართლოდ არავინ არ ისჯება. არც იმის, რომ ვიღაც გამორჩეულად იბადება და ვიღაც მასზე კნინობით მდგომარეობაში. ყველანი თანასწორნი ვართ ღვთის წინაშე და ყველას თანაბარი შანსი გვაქვს მასთან მიახლებისა. ზოგადად ქრისტიანობას ყველაფერზე აქვს პასუხი იმასთან დაკავშირებით, რაც ადამიანის ცხონებას ეხება, იმაზე კი რაც ამ ცხონებას არც დააკლებს და არც შემატევს დუმილს არჩევს და ამას ღვთის განგებულებას მიანდობს. არის საკითხები, რომელიც ბოლომდე არ განიმარტება და ყველა დიდი მამა თავს არიდებდა ასეთ საკითხებში ჩაღრმავებას. ქრისტიანი არ მსჯელობს სხვის წარწყმედაზე, ის მხოლოდ თავის ცხონებაზე ზრუნავს. მაქსიმე აღმსარებელს ასეთი შეკითხვა დაუსვეს: "ნუთუ მხოლოდ შენ ცხონდები, სხვები კი წარწყმდებიან?" და ასეთი პასუხი მიიღეს: "არავინ დაუგმია იმ სამ ყრმას, რომლებმაც არ სცეს თაყვანი კერპს, რასაც თაყვანს სცემდა ყველა ადამიანი. რადგან ეს ყრმები სხვებისას კი არ უკვირდებოდნენ, არამედ იმას უკვირდებოდნენ, რომ თვით ისინი არ დასცილებოდნენ ჭეშმარიტ კეთილმსახურებას. ასევე დანიელმაც, ჩაგდებულმა ლომების ხაროში, არათუ ვინმე დაგმო იმათგან, რომლებსაც, დარიოსის ბრძანების შესაბამისად, არ ულოციათ ღვთისადმი, არამედ თავისას უკვირდებოდა იგი და ირჩია მან სიკვდილი, ვიდრე ღვთისგან განდგომა, რომ ბუნებითად რჯულიერთა დარღვევის გამო არ გაემათრახებინა იგი საკუთარ სინდისს. ასევე მეც ნუ მომასწრებს ღმერთი იმას, რომ ვინმე დავგმო, ანდა ის ვთქვა, რომ მხოლოდ მე ვცხონდები, თუმცა კი სიკვდილს ვირჩევ, ვიდრე იმას, რომ შიში მქონდეს სინდისისა, როგორც ღვთისადმი რწმენისგან რაიმეთი გადაცდომილს". იოანე ოქროპირი, როდესაც ჰეროდეს მიერ ყრმების გაჟლეტის ამბავს განმარტავს, ბოლოს ასეთ სიტყვებს ამბობს: "ამგვარია ჩვენი საფუძვლები. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, არამედ არსებობს სხვა დაფარული მიზეზები, რომელთა შესახებაც სრულად უწყის მან, ვინც ყოველივე ამგვარად განაგო. ასე რომ, მას მივანდოთ ყოველივე ამის ძირეული ხედვა". საკმაოდ მნიშვნელოვანია ბოლო ფრაზა. მართლაც "მას მივანდოთ ყოველივე ამის ძირეული ხედვა". -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი