ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე |
KAIROS |
Feb 23 2007, 09:20 PM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
"ჰე, მოვედ უფალო"
"ჰე, მოდი უფალო", პირველივე საუკუნეებიდანვე ღაღადებდა ქრისტიანული სამყარო... ღვთისმეტყველი იოანე და მოციქული პეტრე, მოციქული პავლე და პირველი მამები, ყველანი მალე, ძალიან მალე ელოდნენ ქრისტეს, მოციქულების შემდგომი, მოციქულებრივი მამებიც ლამის დღედღეზე ელოდნენ მეორედ მოსვლას... მათ აზრს ამაში მარტვილობის პერიოდი აძლიერებდა... ამას ზეობის პერიოდი მოყვა... ზეობისას იცით, ნაკლებად ახსოვთ უფალი; თუმცა ზეობას დიდი აყვავება მოყვა, დიდი მამები, დიდ მამებში ისევ იფეთქა მოლოდინმა, ხოლო მათ წასვლას და წვალებათა გამრავლებას ისევ მოლოდინის გაძლიერება მოყვა... ეს გაძლიერება ნელდებოდა და იზრდებოდა დროთა განმავლობაში... მას ელოდნენ მაშინ, როცა დიდი ქრისტიანული სამყარო პოლიტიკური ამბიციების გამო იხლიჩებოდა, მას ელოდნენ, მაშინ როცა ისლამური მახვილი ბოლო იმპერატორს გულს უპობდა კონსტანტინეპოლის დანგრეულ კედლებთან... მას ელოდნენ, როცა წითელი დროშა სისხლისფრად ღებავდა ქრისტიანულ ტაძრებს...მას ელიან დღესაც, როდესაც თავისუფლების სახელით ცოდვის მონობა მოდის, განათლებას უფრო დაბნელება მოაქვს, მგლები ფარეხ გარეთაც ყმუიან და ფარეხ შიგნითაც ცხვრისტყავშემოსილნი მგლის კბილებს აკრაჭუნებენ... და იქნებ ხვალ, ხვალ მოხვალ? მო-ხვალ... ...ამდენ მოლოდინს, არაა გასაკვირი, რომ ბევრი ცრურწმენაც ახლდეს თან, არც მიკვირს, მაგრამ არის თუ არა ნორმალური ის ისტერია, რაც ასე მძაფრადაა ჩვენთან? მახსოვს ზოგი 1998 წელს ასახელბდა მეორედ მოსვლის თარიღაც, გამოთვლა სასაცილოდ მარტივი იყო 666 X 3 = 1998 ,ზოგი 1999-ს ატრიალებდა 666 L ( ლუციფერი) ელანდებოდა... ზოგს ქრისტეს შემდეგ მესამე ათასწლეულის დაწყება მიაჩნდა ბოლო ჟამად , აღდგომა მესამე დღეს მოხდაო ... ზოგს მერვე ათასწლეულის დაწყების არ სჯერა, ( ჯერ ის "მერვეა" განსამარტი), მერვე დღე მარადისობააო... 1998 მაც ისე გაიარა, როგორც 1999.მა და როგორც ღვთის მადლით, 2006-მაც და სჩანს მინიმუმ ეს საუკუნეც ასე ჩაივლის... მოლოდინში... და მაინც სად უნდა იდგეს ქრისტიანი? სად გადის ზღვარი ესქატოლგიურ სიფხიზლესა და ესქატომანიურ შეპყრობილებას შორის?... ვიკითხოთ მამებში და ვნახოთ რას ფიქრობენ თანამედროვე ღვთისმეტყველები... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
G_I_O_R_G_I_ |
Feb 24 2007, 01:22 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ვინც თარიღებს ასახელებდა იყვნენ იეღოველები და სხვა სექტები თორემ ქრისტიანი თუა ეცოდინება რომ ზუსტ თარიღს ვერ იტყოდა.http://www.orthodoxy.ge/tserili/sakhareba/mate/22-28.htm
უფალი აქ მათეს სახარების 24 თავში ამბობს ბოლო ჟამზე და იმ მოვლენებს რომლებიც მოხდება დამერე გვაფრთხილებს 32. ხოლო ლეღვის ხის მაგალითით ისწავლეთ: როცა უკვე მისი რტო დარბილდება და ფოთლები გამოვა, იცოდეთ, რომ ახლოს არის ზაფხული. 33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ ახლოს არის, კარებთან. 34. ამინ გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ეს ყოველივე არ იქნება. 35. ცა და ქვეყანა გადავა, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავა და კიდე გვაფრთხილებს .43. ხოლო ეს იცოდეთ: რომ სცოდნოდა სახლის პატრონს, რომელ სახმილავზე მოვიდოდა ქურდი, იფხიზლებდა და არ დაუშვებდა თავისი სახლის მოთხრას. 44. ამიტომ თქვენც იყავით მზად, რადგან რა დროსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა და ბოლოში კიდე გვაფრთხილებს უფალი 13. ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა ამიტომ ის მოლოდინი რომელიც წმინდა მამებს ჰქონდათ უფალი მოგვიწოდებს. რაც შეეხება ნიშნებს და მოვლენებს ასევე ისინი დეტალურად აღწერილია აპოკალიფსში,ასევე დანიელ წინასწარმეტყველის მიერ,და სხვა წინასწარმეტყველების ზუსტად არ მახსოვს თავების მიხედვით ძველ აღთქმას რომ ვკითხულობდი ბევრ ასეთ მონაკვეთებს წავაწყდი. ასევე საწყისი საუკუნეების მამებს იოანე ოქროპირი დააშ(თარიღებზე არ ვიძახი არამედ იმ პერიოდის ზოგადი დახასსიათება. და როგორც მნათემ აღნიშნა მე19 20 საუკუნის წმინდა მამები უფრო დეტალებში მაგ სერაფიმ საროველი,სერაფიმ ვირიცელი,მამა პაისი,მამაგაბრიელი,და სხვა მამები. ამიტომ მოლოდინი მუდმივად უნდა გვქონდეს,ამ საკითხებშიც კარგად უნდა ვიყოთ გათვითცნობიერებული და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს დაკვირვებით ვადევნოთ თვალი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 04:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი