![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ზვიად გამსახურდია გარდა ყველაფრისა ღრმად მორწმუნე და დიდი სულიერების მქონე პიროვნება გახლდათ. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია მისი ლექცია "საქართველოს სულიერი მისია". ჩემი აზრით ეს ლექცია ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს! განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი შრომები და ნაწარმოებები:
1. "საქართველოს სულიერი მისია" 2. "გელათის აკადემიის სულიერი იდეალები" 3. "გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გმაოძევების შესახებ" 4. "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" ყველა ამ ნაწარმოებს გაეცნობით კატეგორიაში "ძირითადი სამეცნიერო შრომები და ლიტერატურული თხზულებები" ვიკიპედიაში http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%...%83%90%E1%83%93 გააკეთეთ კომენტარები... -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
georgianeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
ზვიად გამსახურდია-მესხეთისადმი
მესხეთისადმი შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია, სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა, შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია, ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა. შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები, მუნჯი მოწამე წარსულისა - მდუმარე მტკვარი, ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები, კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი. შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა, იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული, ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა, ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული. ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები, ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება, მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები, და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება. აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით, დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები, მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები. თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი, სეფე-გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი, გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს, ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური. ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ, დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან, დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ, ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს. ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი, თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას, ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას. ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული, დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი, ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული, და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი. გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი, მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას, წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი, ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს. ზვიად გამსახურდია -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 12:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი