სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
izo |
Aug 5 2007, 09:59 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
მინდა ვისაუბროთ მეტად არასასიამოვნო თემაზე, მაგრამ რატომღაც მაწუხებს ეს საკითხი. მაინტერესებს, რატომ კვდებიან ადამიანები, ვგულისხმობ ადრეულ ასაკში, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, მაგალითად, კიბოთო და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ასეთ სიკვდილს ადამიანს ღმერთი უზღვევს? რატომღაც მგონია, რომ ადამიანი შემთხვებვით არ კვდება და ეს ღვთის განგებაა. ვცდები თუ მართალი ვარ?
|
newbie |
Oct 20 2009, 11:48 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
სიკვდილი..
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ მასზე, ვიკითხოთ, წარმოვიდგინოთ, ხან ვინატროთ კიდეც, ვერასოდეს გავიაზრებთ.. ვერ წარმოვიდგენთ, მივხვდებით. მარტო მაშინ როცა ადამიანი დგება მის პირისპირ , მაშინ გაისიგრძეგანებს.. ის და სიკვდილი.. მოდის ძლიერი უმართავი ემოცია, ალბათ შიში, მომავლის გაურკვევლობა, თითქოს სხეულის სიცივეს უკვე გრძნობ, მიწას.. თუ სამყაროს შენ გარეშე.. ან შენ მის გარეშე..მერე ვეღარ გააგრძელებ ფიქრს იმიტომ რომ ხვდები ჭკვიდან იწევი .. მერე ბრუნდები სიცოცხლეში და ყველა წუთს ეფერები ყველა წამს.. იცი ათვლა დაწყებულია.. გესმის საათის ხმა , ხვდები რომ ყველა ნაბიჯი არის კიდევ ერთი ნაბიჯი სიკვდილისკენ, გინდა გაჩერდე ან უკან გაიქცე, ან იყვირო, მაგრამ დროის ესკალატორი უმაწყალოდ მიგაქანებს სიკვდილის ხახაში.. დაახლოებით ეს ემოცია შეიძლება იყოს, ან უფრო მძაფრი ან პირიქით სიმშვიდე.. ყოველ შემთხვევაში ყველაზე დიდი განსაცდელი ადამიანის სიცოცხლეში სიკვდილია,.. მისი უფალსაც ეშინოდა .. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი