IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ი ო გ ა კულტურა და ჯამრთელობა, იოგა საქართველოში
kent5
პოსტი Jun 19 2009, 05:09 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



cocxali.gif skate.gif ამ თემის დაწერა გადამაწყვეტინა ერთმა საოცარმა ფაქტმა. ჩემი ერთი ახლობელი მართმადიდებელი ახალგაზრდა ქართველი კაცი რომელიც დაავადებული იყო მრავალი დაავადებით, მას ჰქონდა პრობლემები ფილტვებზე, ღვიძლზე, ასევე ნერვული მდგომარეობაც ვერ ჰქონდა კარგად და კიდევ სხვა... მოიარა მთელი მსოფლიო, დაიხარჯა ასტრონომიული თანხები, დღემდე ვალებში იხრჩვება მისი ოჯახი, მაგრამ შედეგი თითქმის ნული. ამის შემდეგ ე.ი. 2-3 წლის წინ ვიღაც ახლობელმა ურჩია იოგას ვარჯიშები ვიმეორებ მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშები ფიზიკური, სუნთქვითი და კვების თავისებური რაციონი. განსაცვიფრებელი რამ მოხდა ეს ბიჭი თითქმის 90%-ით განიკურნა. ძვირფასო ფორუმელებო თუ ვინმეს გაგაჩნიათ რაიმე ინფორმაცია იოგას შესახებ გთხოვთ გამომეხმაუროთ. მე, ძალიან მაინტერესებს მართმადიდებელი ქრისტიანისათვის იოგას ვარჯიშები ხომ არ არის ცოდვა. უ ფ ა ლ ი იყოს ჩვენი მფარველი, ა მ ი ნ.


--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Atman
პოსტი Oct 21 2009, 07:37 PM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ინდუიზმში აბსოლუტი ერთადერთ ყოფიერებად, ერთადერთ ჭეშმარიტად არსებულ არსად მოიაზრება. ინდუიზმისათვის პიროვნება თვითგამოხატვა კი არ არის, არამედ თვითშეზღუდვაა. ინდური ტრიმურტი სამი პიროვნება კი არ არის, არამედ იგი აბსოლუტის მყოფობის სამ მოდუსს წარმოადგენს - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას (შექმნა, შენახვა, მოსპობა) მათი მრავალნაირი ავატარების (გამოვლინებების) სახით. ამდენად, ამგვარი ღვთაების სიყვარული - ესაა უპიროვნო ძალის, ან ნიღბის სიყვარული. ადამიანის ჭეშმარიტი არსება, იოგას (და საერთოდ ინდუიზმის) მიხედვით, არის ატმანი, დანარჩენი ილუზიაა.


მეძახდით ჩემო ილუზიებო? biggrin.gif

ზემოთ ერთი მნიშვნელოვანი ცდომილებაა. ღმერთს უპიროვნო ასპექტიც გააჩნია და პიროვნულიც.

ციტატა
ესაა უპიროვნო ძალის, ან ნიღბის სიყვარული


ესეც დიდი ცდომილებაა...

თავიდან ბოლომდე არ წამიკითხავს უკვე ვიცი რამდენი მცდარი შეხედულება იქნება biggrin.gif

გადავხედავ და კორექციას გავაკეთებ სხვა რა გზაა...

ციტატა
მაცხოვრის უმთავრესი მცნებაა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა“ და „შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“ (მათე 22,37-39). ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ „ბჰაკტი-იოგაც“ იგივეს ამბობს, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული დამთხვევაა. აქ საჭიროა გავარკვიოთ უმთავრესი: ვინაა სიყვარულის ობიექტი და როგორია თავად ეს სიყვარული. ქრისტიანობაში ღვთისადმი სიყვარულს პიროვნული ხასიათი აქვს. ადამიანის პიროვნებას უყვარს ღვთაებრივი პიროვნება. ადამიანის პიროვნება ქრისტიანობის მიხედვით, ესაა ხატი ღვთისა, რომელსაც გააჩნია სიყვარული, სიბრძნე, თვითშემეცნება, შემოქმედებითი ძალა და თავისუფლება. ღვთის პიროვნება კი აბსოლუტური არსია. ინდუიზმი პიროვნულ ღმერთს არ სცნობს, იქ აბსოლუტი მხოლოდ აბსოლუტური ენერგიაა, უპიროვნო ძალა


ეგ ზოგიერთი მიმდინარეობის აზრია, ზოგს კი პიროვნული ღვთაება ყავს.

ციტატა
გამოუცდელი ბერი გონების ნაცვლად გულში სწორედ ავხორცულ (კუნდალინის) ძალას ათავსებს, ისე, რომ თვითონ ამას ვერ აცნობიერებს და ეროტიკული სიტკბოება ღვთის ხილვით გამოწვეული ნეტარება ჰგონია.


ავხორცული მომეწონა biggrin.gif
კუნდალინი ენერგიაა და როცა ქვემოთა ჩაკრაშია მაშინ აქვს სექსუალურის სახე, მაგრამ თავისთავად მას სექსუალურს ვერ უწოდებ, პირველი სართულიდან მეცხრეზე რომ ავა წყალი, იმ წყალს პირველი სართულის წყალი ქვია?

მოკლედ კიდე ბევრი მცირე უზუსტობაა მაგრამ არ შევჩერდები მაგათზე... მთავარი ისაა რომ ინდურ რელიგიებში ცნობენ როგორც ღმერთის უპიროვნო ისე პიროვნულ ასპექტებს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th September 2024 - 03:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience