ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
T.L. |
Feb 24 2007, 06:13 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ჩემი არ არის მაგრამ ლამაზია
მზე ჩადის... ჩადის კი არა დნება ზღვაში... ხელებს იწვდის თითქოს საშველად... ვზივარ ქვიშიან ნაპირზე კლდესავით გაშეშებული და შევყურებ ზღვაზე გაწოლილ ბილიკს... თითქოს მზე გეძახის ამ ბილიკს გამოჰყევი და ჩემამდე მოაღწევო . . . არადა რამდენჯერ მიოცნებია მზეს მივწვდომოდი, ხელით შევხებოდი... ახლა კი ვზივარ და... რა საოცარი და შეუცნობელია ბუნება... ისეთ ფერებში ხატავს ყველაფერს... მზე და ზღვა... ცეცხლი და წყალი ხომ წარმოუდგენელია ერთად... მაგრამ როგორ მაგრად ჩაჰკვრიან ერთმანეთს მონატრებული მეგობრებივით... მზე ჩადის... ჩადის და ზღვაც მუქდება . . . თითქოს ძაძებით იმოსებაო მზესთან განშორებით სევდამორეული… ზღვიდან მონაქროლი სიო კი რაღაცას მღერის. . . ისე ჰარმონიულად შერწყმია ზღვის ხმაურს… . . . სევდა მომეძალა… . . . რა ლამაზია ეს ყველაფერი და რა ცოტა დრო გვაქვს ადამიანებს ამ სილამაზით ტკბობისათვის... მოდით მოვეფეროთ ერთმანეთს. . . ჩავიკრათ გულში ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები (ისე როგორც მზე ეხუტება ჩასვლისას ზღვას) და გავუნაწილოთ სითბო. . . რამდენ სითბოს გასცემს მზე და სანაცვლოდ არაფერს იღებს… ჩვენ კი სითბო და სიყვარული ათმაგად დაგვიბრუნდება. . . დაემსგავსეთ ადამიანებო მზეს და თქვენი დანახვა ისევე გაუხარდებათ, როგორც ზეცაზე აელვარებული მზის დანახვა უხარიათ მოკვდავთ... გაუღიმეთ მზეს და ერთმანთს . . . და გახსოვდეთ მიუხედავათ სიძნელეებისა... სიცოცხლე მშვენიერია!!! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი