![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
"ჰე, მოვედ უფალო"
"ჰე, მოდი უფალო", პირველივე საუკუნეებიდანვე ღაღადებდა ქრისტიანული სამყარო... ღვთისმეტყველი იოანე და მოციქული პეტრე, მოციქული პავლე და პირველი მამები, ყველანი მალე, ძალიან მალე ელოდნენ ქრისტეს, მოციქულების შემდგომი, მოციქულებრივი მამებიც ლამის დღედღეზე ელოდნენ მეორედ მოსვლას... მათ აზრს ამაში მარტვილობის პერიოდი აძლიერებდა... ამას ზეობის პერიოდი მოყვა... ზეობისას იცით, ნაკლებად ახსოვთ უფალი; თუმცა ზეობას დიდი აყვავება მოყვა, დიდი მამები, დიდ მამებში ისევ იფეთქა მოლოდინმა, ხოლო მათ წასვლას და წვალებათა გამრავლებას ისევ მოლოდინის გაძლიერება მოყვა... ეს გაძლიერება ნელდებოდა და იზრდებოდა დროთა განმავლობაში... მას ელოდნენ მაშინ, როცა დიდი ქრისტიანული სამყარო პოლიტიკური ამბიციების გამო იხლიჩებოდა, მას ელოდნენ, მაშინ როცა ისლამური მახვილი ბოლო იმპერატორს გულს უპობდა კონსტანტინეპოლის დანგრეულ კედლებთან... მას ელოდნენ, როცა წითელი დროშა სისხლისფრად ღებავდა ქრისტიანულ ტაძრებს...მას ელიან დღესაც, როდესაც თავისუფლების სახელით ცოდვის მონობა მოდის, განათლებას უფრო დაბნელება მოაქვს, მგლები ფარეხ გარეთაც ყმუიან და ფარეხ შიგნითაც ცხვრისტყავშემოსილნი მგლის კბილებს აკრაჭუნებენ... და იქნებ ხვალ, ხვალ მოხვალ? მო-ხვალ... ...ამდენ მოლოდინს, არაა გასაკვირი, რომ ბევრი ცრურწმენაც ახლდეს თან, არც მიკვირს, მაგრამ არის თუ არა ნორმალური ის ისტერია, რაც ასე მძაფრადაა ჩვენთან? მახსოვს ზოგი 1998 წელს ასახელბდა მეორედ მოსვლის თარიღაც, გამოთვლა სასაცილოდ მარტივი იყო 666 X 3 = 1998 ,ზოგი 1999-ს ატრიალებდა 666 L ( ლუციფერი) ელანდებოდა... ზოგს ქრისტეს შემდეგ მესამე ათასწლეულის დაწყება მიაჩნდა ბოლო ჟამად , აღდგომა მესამე დღეს მოხდაო ... ზოგს მერვე ათასწლეულის დაწყების არ სჯერა, ( ჯერ ის "მერვეა" განსამარტი), მერვე დღე მარადისობააო... 1998 მაც ისე გაიარა, როგორც 1999.მა და როგორც ღვთის მადლით, 2006-მაც და სჩანს მინიმუმ ეს საუკუნეც ასე ჩაივლის... მოლოდინში... და მაინც სად უნდა იდგეს ქრისტიანი? სად გადის ზღვარი ესქატოლგიურ სიფხიზლესა და ესქატომანიურ შეპყრობილებას შორის?... ვიკითხოთ მამებში და ვნახოთ რას ფიქრობენ თანამედროვე ღვთისმეტყველები... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ასეა მეგობრებო, სერაფიმე საროველი ხორცშესხმას იწყებსო (
![]() ![]() ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საეკლესიო ჯიხურები გადაივსო "ბოლო ჟამის" შესახებ თარგმანებით, თუმცა უმრავლესი მათგანი აქ დაწერილი "ჭორაობის" დონეზეა და ლამის დოგმატიკად ცხადდება, ასე დადის ხალხში აზრები"იმ მამამ თავის სულიერ შვილს უთხრა, შენ მოესწრები მეორედ მოსვლასო", და მიდის მერე გამოთვლები რამდენი წლისაა ის სულიერი შვილი, რამდენად "გაძლებს" კიდევ და როგორ გრძნობს თავს და ა.შ. და ა.შ. ეს ყველაფერი იმდენად პრიმიტიულია, ასეთ დელიკატურ საკითხს რომ არ ეხებოდეს, მართლაც შესანიშნავი სახუმარო მასალა იქნებოდა... არადა სახუმაროდ არა გვაქვს საქმე... თუ დაკვირვებიხართ, ჩვენი ეკლესიების ამბიონებიდან რა ტიპის ქადაგებები ისმის? დ ა შ ი ნ ე ბ ი ს !!! მხოლოდდამხოლოდ დაშინების, ან აქცენტია იმაზე, თუ რა ცუდები არიან ეს ქალები და მათი ჩაცმულობა, რა ცუდია ეს სამყარო და მიდის მერე სუპერესქატომანია და ბრუნდება ხალხი სახლში აკანკალებული და ინტერნეტს კი არა ხაზის რადიოსაც არ ეკარება ( თუა კიდე ![]() აქ დაწერეს, რომ წმიდა წერილის გამოკვლევა-შესწავლას იწყებენ, კარგი საქმეა, ვფიქრობ კარგად უნდა გაუკეთონ ორგანიზირება, განმარტება და ტექსტი ცალკე და ფორუმელების კომენტარები ცალკე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენმა ფორუმის მოძღვრებმა უნდა დაგვეხმარონ... მეც მივიღებ მონაწილეობას, რამდენადაც დრო ხელსშემიწყობს... ახლა ცოტა წინ წავიწიოთ და ერთ შედარებას დაგიწერთ და მითხარით რას ფიქრობთ ამ იდეაზე... არსებობს ღვთისმეტყველებში საკმაოდ მყარი აზრი , რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული თარიღი მეორედ მოსვლისა, არამედ ის მოხდება მაშინ, როცა ამისი ზუსტი დრო ( ბერძნულად ამ დროს - კაიროს ქვია) მოვა, ანუ, რომ გავიხსენოთ იონასა და ნინევიას ამბავი, ნინევიას "ბოლო ჟამი" მოსული იყო, მაგრამ მათ მიერ გამოხატულმა სინანულმა ეს დრო "გადაწია" (ბოლოში მაინც ეწიათ სამწუხარო დასასრული), შეგვიძლია თუ არა მსგავსი მიდგომა მეორედ მოსვლისადმი? და რა არის ის უძირითადესი ნიშნები, რომლებიც მხოლოდ "იმ ჟამს" შეიძლება მოხდეს? რამეთუ მხოლოდ ომები, მიწისძვრები და ცვლილებები ფლორა-ფაუნაში არ გამოდგება ამ მიზეზებად... აბა დროებით კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი