სულიერება და სწავლა, . |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულიერება და სწავლა, . |
Iona |
Feb 23 2007, 06:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
რატომ არ ასწავლიან სახარებას სკოლებში?
ერთი შეხედვით ქრისტიანული სახესმწიფოა საქართველო, კომუნიზმიც კაი ხანია წარსულს ჩაბარდა. მაგრამ ამაზე არვინ არ საუბრობს. ვფიქრობ ყველა სკოლაში უნდა იყოს აჩევითი კურსი (საგანი) სადაც მსურველები შეისწავლიან სახარებასა და ქრისტიანული რელიგიას, [u]კომპეტენტური პიროვნებებიდან. რა აზრისა ხართ? -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
კანონისტი |
Feb 24 2007, 10:03 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მოვიცალე როგორ იქნა....
საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად საღვთო სჯულის სწავლება სკოლაში არის ნებაყოფილობითი, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ სკოლაში შესაბამისმა პედკოლექტივმა და მშობლებმა უნდა განსაზღვრონ საღვთო სჯულის სწავლების საკითხი სამწუხაროა, რომ ხშირად მიწევს შენიშვნის მიცემა, რომ ხელისუფლების ლანძღვა არ შეიძლება. ხდება ისე, რომ ეს სიტყვიერი ლანძღვა გადადის უმოქმედობაში, რადგან შესანიშნავი განტევების ვაცი გვყავს აგერ - მთავრობა, რომელსაც უნდა "დავაბრალოთ" ყველაფერი ტყუილი და მართალი. სწორედ ამიტომაა მიუღებელი ასეთი საქციელი ქრისტიანისათვის ერთადერთ მშობლებსა და მასწავლებლებზეა დამოკიდებული საღვთო სჯულის სწავლება. რატომ არ იღებენ ხმას? თქვან, რომ უნდათ მათმა შვილებმა და აღსაზრდელებმა ისწავლონ საღვთო სჯული! ეს ხომ მხოლოდ მათ ინიციატივაზეა დამოკიდებული ისევ ვიმეორებ, რომ ხშირად ჩვენი უმოქმედობისა და უნიათობის დაბრალება გვიყვარს, რაც შეუთავსებელია მართლმადიდებლობასთან. ადამიანს (იმედია მიხვდებით ვისზე ვსაუბრობ), რომელსაც არ გაეგება არაფერი სჯულთან დაკავშირებით, იმას შეუძლებელია წმ. წერილის ციტატებით დაუპირისპირდე. ასეთ ადამიანს მარტივად უნდა გააგებინო: ფაქტი, რომ საღვთო სჯული არ ისწავლება, არღვევს ევროპულ კონვენციას ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებათა შესახებ. ამიტომ, დროა ჩვენი საუბარი საქმეში გარდავქმნათ და ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საღვთო სჯული სკოლებში ისწავლებოდეს. და ამ ბრძოლის მეწინავენი სწორედ რომ მშობლები და მასწავლებლები უნდა იყვნენ. ისინი კი მზად არიან აქციები მოაწყონ რაღაც მიწიერი მიზეზების გამო (ავტომატურად ჩარიცხვა, ხელფასების გაზრდა და ა.შ.), ხოლო დუმან ასეთი დიდი ფაქტის წინაშე მდგომნი. ესაა სულ ჩვენი სიყვარული? ასე გვიყვარს ჩვენ წმიდა სახარება და ჩვენი ბავშვები??? ბრძოლაა საჭირო.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი