ქრისტე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე |
მნათე |
Feb 24 2007, 04:08 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კითხვამ გამიელვა 'რა აკლია ფორუმს?' და უცბად საკუთარმა თავმა მიპასუხა-'ქრისტე' დიახ, ჩვენ ქრისტეანები, მართლმადიდებლობის სახელით შევკრებილვართ და არც ართი თემა, მესიისთვის არ მიგვიძღვნია...
არადა მან შეგვქმნა, გახდა ერთი ჩვენთაგანი, თავი დაიმდაბლა, ბაგაში იშვა... სადაც ალბათ სუნი იყო... საქონელი მოძრაობდა... შემდეგ ადამიანად იცხოვრა დედამიწაზე და ყველაზე საშინელი ტკივილით აღესრულა.... დაიფლა და აღდგა, დაჯდა მამის მარჯვნივ და მაინც, ის ჩვენთნაა... ევქარისტიით და მადლით ჩვენ მასში ვერთიანდებით.. იგია ალფა და ომეგა, ანი და ჰოე, დასასრული და დასაწყისი.... მზრუნველი მამა რომელიც გვანუგეშებს.... ყველა და ყველაფერი ქედს იხრის მისი დიდების წინაშე... და ახლა როცა ამ პოსტს კითხულობთ, ის თქვენ გისმენთ... რა ბედნიერებაა იმის გააზრება რომ თავად ქრისტე, ზეციური მეუფე შენ გულს აყურადებს... აყრუადებს და სურს შემოვიდეს, შემოვიდეს და აავსოს ყველაფერი სიხარულით... მაგრამ ვაგდებთ.. განვეშორებით, არ გვიყვარს არადა მას უნდა ვიცნობდეთ, როგორც მამას და მეგობარს, მას უნდა ვეჩურჩულებოდეთ და დაცვას ვთხოვდეთ... ალბათ ჯვარცმისას თითოეულ ჩვენგანს ხედავდა და 'ამათთვისო' იძახდა... მინდა შევიყვარო, მაგრამ ამისთვის გულის გაწმენდა მომიწევს.... რა რთული, საამაყო და რაც მთავარია სასიხარულოა გერქვას: მართლმადიდებელი ქრისტეანი ცრემლით ვითხოვოთ სინანული, რომ ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს მწველ, ქრისტესმიერ სიყვარულამდე ყველას გილოცავთ ქრისტეს მიგნებას, იმედი მაქვს იქ, ზეციურ მამულშიც მექნება ამის საშუალება დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, როგორ ნატიფად ასამს ხოტბას მის დიდებულებას მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ubralod gio |
Feb 24 2007, 10:37 PM
პოსტი
#2
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,226 რეგისტრ.: 14-February 07 მდებარ.: saqartvelo,batumi წევრი № 1,079 |
ლოცვა დღითი-დღე სათქმელი
უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ წმ.ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა უფალო,არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან!შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან!შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ.გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის,ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა. მამაო!მეც მონასა შენსა -რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო.არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა,გინა ნუგეშინისცემისა.მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს.ხედვენ შენ საჭიროებასა ჩემსა,რომელსა მე ვერ ვხედავ! ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენსა!მომწყლავდე და განმურნებდე მე,დამცემდე და აღმადგინებდე.ვჰკრთი და უსიტყველ ვიქნები წინაშე შენსა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა. თავსა ჩემსა მსხვერპლად შემოგწირავ.მიგენებები შენ.არარაი მაქუს სურვილი,გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი. მასწავე მე ლოცვაი შენი-ტვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა.ამინ. ეს ლოცვა ადრე თუ წაგიკითხავთ?მე მხოლოდ ეხლა ეს მონაკვეთი განსაკუთრებით მომეწონა თავსა ჩემსა მსხვერპლად შემოგწირავ.მიგენებები შენ.არარაი მაქუს სურვილი,გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი. -------------------- "რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."
"სამშობლოს არვის წავართმევ ნურც ნურვინ შეგვეცილება თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!! მკვდარსაც კი გაეცინება!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი