სიშიშვლე თუ ხელოვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიშიშვლე თუ ხელოვნება? |
ქავთარაძე |
Oct 22 2008, 10:49 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
კითხვა დამებადა და მაინტერესებს თქვენგან პასუხის მიღება, ოღონდ "მამაომ თქვა, მამაო ვსეგდა პრავ" ამბავი არ გვინდა, თქვენი აზრი მაინტერესებს
რა მინდა გკითხოთ, დასაშვებია თუ არა თქვენი აზრით ხელოვნებაში სიშიშვლე? ( არ ვღადაობ) შიშველი ნატურა ფოტოგრაფიის ერთი განხრაა ჩემი აზრით, ქანდაკებაში და მხატვრობაში ხო აღარ მაქვს საუბარი რამდენს ნიშნავს. და როგორ უყურებთ ამას თქვენ, მორწმუნეები? |
KAIROS |
Oct 26 2009, 01:15 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სიშიშვლე ხელოვნებაში თუ სხვა ნებისმიერ ასპექტში ეს - უ ზ ნ ე ო ბ ა ა სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმები ვერც შენ და ვერც ნანინას, არ შეიძლება ასე უკიდურესობა, დავითი ხელოვნება თუა, ნუდისტური შავთეთრი ფოტო /მაგალითად/ რატომა არაა? აბა რაღაა მაშინ ფოტოხელოვნება (ფოტომოყვარულიც ვარ )? სიშიშვლე თუ უზნეობაა, რაც თავისთავად აბსურდია რათქმაუნდა, მაშინ იმაზე მეტი უზნეობა რაღა უნდა იყოს როცა თავად ყველაზე წმიდას ქალთა შორის, დედა ღვთისმშობელს ყველაზე მკაცრად განსაზღვრულ კანონიკაშიც კი მკერდმოშიშვლებულს ვხატავთ, როცა იგი ყრმას აწოვებს ( ამ ხატს ქვია Panaghia Galaktotrophousa)? არ შეიძლება ასე საუბარი, როცა გვაწყობს უზნეობაა, როცა გვაწყობს ხატი, წმ. ქეთევანის წამება, როცა ძუძუებს გლეჯენ, მკრეხელობაა? არადა ხატია, წმ. სებასტიანე სულ ოდნავაა შემოსილი ხატებზეც, თავად უფალიც ხომ ჯვარზე თითქმის შიშველია? უნდა გავავლოთ სწორი ხაზი ხელოვნებასა და ხატს შორის, მკრეხელობა არის როცა ვინმეს დამცირების მიზნით აშიშვლებენ და არა ის რომ შიშველია. ციტატა მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ სიშიშვლე დაუფარა ღმერთმა ადამსა და ევას. ამიტომ სიშიშვლე ხელოვნებაში თუ სხვა ნებისმიერ ასპექტში ეს - უ ზ ნ ე ო ბ ა ა . ეს თეოლოგიურად აბსურდია, რადგან ღმერთმა სიშიშვლე იმიტომ კი არ დაუფარა, რომ სიშიშვლე იყო უზნეობა, არამედ იმიტომ რომ თავად ისინი იყვნენ უზნეონი, თორემ არც მანამდის ატარებდა შიშველთ, სწორედ ამ გახნრწნილობის გამოა, ახლაც რომ ასე ვბრკოლდებით იმაზე, რაც უფლისგანაა, სამოსი საჭიროა, მთლად ადამისტები ხომ არ გავხდებით სექტანტები რომლებიც შიშვლები დადიოდნენ, რადგან ჯერ სულიერად უნდა განიწმიდო და მერე გახდე მარიამ ეგვიპტელი და სხვა ბევრი წმიდა საკუთარი თმებით რომ იყო შემოსილი მხოლოდ, და არც ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ მეორე უკიდურესობაში გადავიდეთ და ხელოვნების ძალით სიშიშვლის სილამაზის (ან სხვა რაიმე აზრის) წარმოჩენა, მკრეხელობად მივიჩნიოთ... შუა გზა, მეგობრებო, შუა გზა... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 04:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი