ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :) |
marine |
May 6 2008, 01:57 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ეს თემა საინტერესო იქნება. მე ხელთ რა მასალებიც მაქვს ნელ-ნელა დავდებ და გაგაცნობთ ეტიკეტის დაცვის ნორმებს, თქვენც შემომიერთდით შეიძლება თემა სახალისოც გამოვიდეს
1. ნუ წარუდგენთ მანდილოსანს გასაცნობად მამაკაცს, კაცს წარუდგენენ ქალს მიუხედავად რანგისა. ასაკით უმცროსებს წარუდგენენ უფროსი ასაკის ადამიანებს. 2. ნუ შეეცდებით ხელის შეხებით მიიპყროთ მოსაუბრის ყურადღება. ქუჩაში ზრდილობიანი ადამიანი ქუჩას არ ანაგვიანებს, არ იფურთხება, ბავშვებს არ უყვირის, თითით არ უჩვენებს, ქუჩაში თვალს არ აყოლებს გამვლელ ქალს, მით უმეტეს, თუ მისი თანამგზავრი ქალია. თუ ქუჩაში ნაცნობი შეგხვდა, ნუ ჰკითხავ, თუ სად მიდის. ქალი წყვილში მარჯვენა მხარეს იკავებს. გასასვლელში მამაკაცი წინ ქალს ატარებს, მაგრამ თუ გასვლა გაძნელებულია (ხალხი, ვიწრო გასასვლელი) მაშინ მამაკაცი ქალს გზას უკაფავს და ხელსაც აშველებს. რათქმაუნდა, ქალს ყოველთვის უნდა მიეშველოს მამაკაცი მძიმე ტვირთის ტარებაში, მაგრამ ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება იგი, თანამგზავრი ქლის ჩანთით, ჟაკეტით თუ ქოლგით ხელში. შემთხვევით გამვლელს არ შენიშნოთ: "თქვენი კოლგოტი გახეული" ან "თქვენს პალტოზე ტალახის შხეფია" - ეს მხოლოდ უტაქტობაა და არა კეთილი სამსახური, მაგრამ სრულიად მიზანშეწონილია უთხრათ უცნობ ქალბატონს, რომ მისი ჩანთა გახსნილია. ხოლო თუ უცნობი მამაკაცის ჯიბიდან ბოლი ამოდის, დაუყოვნებლივ ამცნეთ! /გაგრძელება იქნება/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
KAIROS |
May 17 2008, 11:01 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ახალ გაცნობილ ძველთან მოსულა ხო? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
Oct 26 2009, 06:02 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ძველთან მოსულა ხო? აუ ეგ უდნა მეკითხა ზუსტად ახლა ჩემტანაც (ლონდონში) ძალიან უყვართ დემონსტრაციულად ცხვირის მოხოცვა, დაცემინებას რა უჭირს არ აქვთ რპობლემა ორი ადამიანი საუბრობს და შუაში გაუარონ და რაც მთავარია ვესაუბრები და ვეკითხები ლექტორს და მოდის სხვა სტუდენტი და მეჭრება საუბარში და თავისას ეკითხება ამხელა ფილარმონია ქალს ვერ მხედავს ხომ? მაგალითად მალაიზიელი მეზობელი მყავს და პირღია მიირთმევს საჭმელს თან ტყლაპა-ტყლუპით, ღეჭვას რომ გაიგონებ - ნუ ისაუბრებთ ჭამის დროს. აი ეს ცოტა საკამათოა, მე არ ვგულისხმობ ღეჭვის დროს საუბარს, რატომ ითვლება უკლუტურობად, სანამ ულუფას აიღებ მანამდე გაისაუბრო? საქმიან ვახშამზე რომ დამპატიჟონ რა ვქნა მთელი საღამო ჩუმად ვიყო ან მამაკაცმა დამპატიჟა ე.წ. პაემანზე ნუ დააბოყინებთ ახალ გაცნობილ გოგოსთან რესტორანში. საერთოდ ახალ გაცნობილ გოგოსთან იყავით იდეალურად კულტურული და მოწესრიგებული მამაკაცი |
sable |
Oct 26 2009, 07:10 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
- როდესაც არის რაიმე კომპანიის პრეზენტაცია, და თქვენც ხართ დაპატიჟებული, ჩაიცვით ოფიციალურად ბოტასები არ შეიძლება ჩემტანაც (ლონდონში) ძალიან უყვართ დემონსტრაციულად ცხვირის მოხოცვა, დაცემინებას რა უჭირს ეგ საფრანგეთშიც ეგრეა ან ცოტა შეტრიალდნენ მაინც ან საპირფარეშორი გავიდნენ მაგრამ არ კადრულობენ -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
Ligia |
Oct 26 2009, 09:07 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ბოტასები არ შეიძლება ეგ საფრანგეთშიც ეგრეა ან ცოტა შეტრიალდნენ მაინც ან საპირფარეშორი გავიდნენ მაგრამ არ კადრულობენ ბოტასები არაააა, არც კეტები და არც ბოტასისნაირი შავი ფეხსაცმელები რომ არის დემონსტრაციულად ცხვირის მოხოცვა მთელს ევროპაში მასეა სუფრასთან, როდესაც კერძს მიირთმევთ ტუჩები მოკუმული გქონდეთ. აი ასე --> ეგ ჩემს მალაიზიელ მეზობელს უთხარი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი