პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
ana-xatia |
Feb 25 2007, 01:53 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 |
van111
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საკვირაო ქადაგება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 18 თებერვალი. 2007 ჩვენთან არს ღმერთი! ხშირად ფიქრობს ადამიანი, თუ რა არის საუნჯე და რომელ საუნჯეს უნდა ეძიებდეს იგი ცხოვრებაში. ყოველი ადამიანი სხვადასხვაგვარად აფასებს სიმდიდრეს. ზოგი ეძიებს სულიერ საუნჯეს. ცდილობს, სარწმუნოება განიმტკიცოს, ბევრი სიკეთე აკეტოს, სიყვარული გამოავლინოს და სასოება ჰქონდეს. ზოგს კი სულ არ ადარდებს სულიერი სიმდიდრის მოხვეჭა და მატერიალურზე ფიქრობს: სურს ჰქონდეს ბევრი სახლი, მანქანა, ფული.... მახსენდება ერთი ამბავი. უცხოეთში ასეთი შემთხვევა მოხდა: ძალიან მდიდარ ოჯახში ქალი განუკურნებელი სენით დაავადდა. იცოდა, რომ მოკვდებოდა და ძლიერ განიცდიდა, მაგრამ ისე არაფერი ადარდებდა, როგრც ის, თუ ვის დარჩებოდა ოჯახის სიმდიდრე. მოს ქონდა უძვირფასესი თვალ-მარგალიტებიტ შემკული არაჩვეულებრივი ლამაზი კაბა. სიკვდილის წინ ეს კაბა მოატანინა, შეხედა მას და დიდი მწუხარება დაეუფლა, რადგან ვერ იმეტებდა სხვისთვის დასატოვებლად. კაბას ხელი მაგრად ჩაავლო და ასე გარდაიცვალა! მისმა მეუგლემ მაკრატლით შემოაჭრა კაბის ის ნაცილი, რომელიც ხელში ეჩირა და მხოლოდ ის ჩაატანეს კუბოში. აი რა წაიღო! და სად წაიღო? - მხოლოდ მიწაში! მას მაინც არაფერი შერჩა. აი, რაზე უნდა ვიპიქროთ და რომელი საუნჯე შევკრიბოთ ჩვენს ცხოვრებაში! სხვადასხვა ხედვა აქვს ადამიანს წარმავალ და მარადიულ საუნჯეზე. მინდა მოგიყვანოთ მაგალითი იმისა, თუ რა არის ნამდვილი საუნჯე. "სასულიერო სასწავლებელში სწავლისას, ზაგორსკში (ამჟამინდელი სერგიევ პოსადი- რედაქცია) ვცხოვრობდი და ხშირად მოსკოვში ჩავდიოდი. იქ იყო ერთი სამონაზვნე ირინე, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი განსაცდელი გამოიარა. ბავშთა სახლში უდედმამოდ აღიზარდა, შემდეგ კი მონასტერში წავიდა. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდი იყო - მონასტერი დახურეს, მონაზვნები იქიდან გამოყარეს. განსაცდელი არ ელეოდა. დედა ირინეს ჰქონდა პატარა ოთახი სარდაფის სარტულზე. დადიოდა მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში და მოსკოვის "ნოვოდევიჩის" მონასტერში. მისი ოთახი იყო 3X4 მ. მაგრამ თავს ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევდა. თითქმის ყოველდღე სახლში ვინმე უპატრონო, უსახლკარო ადამიანი მიჰყავდა და ღამეს თავის ოთახში ათენებინებდა. იქ ქონდა ორი საწოლი და შუაში ედგა პატარა მაგიდა. როდესაც სტუდენტები მოსკოვში ჩავდიოდით, დედა ირინასთან ვჩერდებოდიტ, მას ამ პატარა ოთახში ჩვენი ჩასვლა ძალიან უხაროდა. მეტად მცირე პენსია ჰქონდა და ამ თანხას თითქმის მთლიანად ქველმოქმედებაში ხარჯავდა. ხშირად ეკლესიიდან ვიღაც უპატრონოს მიიყვანდა და იმ ღამეს სახლიდან რაღაც ეკარგებოდა. იმ უსახლკაროს მიჰქონდა ხან თეთრეული ან სხვა რამე. სიმდიდრე არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც პარავდნენ ნივთებს. ყოველივე ამის მიუხედავად, ის მაინც აგრძელებდა ქველმოქმედებას. მახსოვს, მასთან რომ მივიდოდით გვეტყოდა: ახლა თქვენ დაღლილები იქნებით, ცოტა ხანს მოისვენეთ, დაიძინეთ, მე კი სადილს მოვამზადებო. და სწრაპად მოიტანდა სხვადასხვა საჭმელებს და დიდი სიხარულით გვიმასპინძლდებოდა. მაშინ სულ 19 წლის ჭაბუკი ვიყავი, მაგრამ ის აუცილებლად სახელით და მამის სახელით მომმართავდა - ეს რუსეთში მიგებულია. თუკი მოსკოვში ჩასვლას ვაყოვნებდიტ, თვითონ ჩამოდიოდა ჩვენთან და აკადემიის ეზოში გველოდებოდა, როდის დაგვიმთავრდებოდა ლექციები. ჩამოჰქონდა ხოლმე ჩვენთვის სურსათი: კარაქი, ყველი, ძეხვი და სხვა... აი, ასეთი საოცარი პიროვნება იყო, პირდაპირ ანგელოზი! ქველმოქმედება იყო მისი საუნჯე! ბოლოს, როდესაც მოხუცდა, უფალმა არ დატოვა იგი უნუგეშოდ და როცა ავად გახდა, მის მეზობლად გამოჩნდა ერთი კეთილი ქალი, რომელიც მას საკუთარი დედასავით უვლიდა, ყოველდღე 2-3 -ჯერ აკითხავდა და მისთვის ცხელი კერძები მიჰქონდა. მახსოვს, კედელზე ჩემი ჯერ კიდევ დიაკვნობისას გადაგებული დიდი სურათი ეკიდა. გავიდა წლები... მე უკვე ეპისკოპოსი ვიყავი და ერთხელ უწმინდესსა და უნეტარსს ეფრემ II-ს მოსკოვში ვახლდი ვიზიტისას. მაშინ ვთხოვე პატრიარქს, თუ შეიძლება, ვინახულებ, აქ ერთი ქველმოქმედი ქალბატონი მეგულება-მეთქი. მან სიამოვნებით გამიშვა და დედა ირინეს ვესტუმრე. როცა შევედი, იგი თავის საწოლზე იჯდა. მოულოდნელად მითხრა: მე დღეს თქვენ გელოდებოდითო. რატომ-მეთქი? --გავიკვირვე. ძილში ჩამესმა, ვიღაცამ მითხრა, დღეს შენთან მეუფე ილია მოვაო. მეც გელოდებოდით და მართლაც მოხვედითო. მერე დიდხანს ვისხედით ერთად და ვსაუბრობდით. გავიხსენეთ ჩემი სტუდენტობის წლები, რასაც ჩვენთვის აკეთებდა. მაშინ გაიხსენა, ერთხელ ჩემს მშობლებთან რომ ჩავიყვანე და წმინდა ადგილები მოვალოცინე. მერე რაღაცეები დავუტოვე და წამოვედი. მაშინ მითხრა, რომ ჩემი მეზობელი ისე მივლის, როგორც საკუთარ დედასო. მას შემდეგ გავიდა სულ 2 თუ სამი დღე და მომივიდა დეპეშა, რომ იგი გარდაიცვალა, აი მან ქველმოქმედების საუნჯე წაიღო იმქვეყნად! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მინდა ყველას გთხოვოტ, რომ თქვენს ლოცვებში მოიხენიოთ სამონაზვნე ირინე." ალბატ, ყველას გამოგიცდიათ თქვენს ცხოვრებაში, მიდიხართ და გზაში გხვდებათ მათხოვარი, შეიძლება ზოგჯერ ცოტა ნასვამიც. თქვენში იწყება შინაგანი ბრძოლა: ერთი ხმა გეუბნება - დაეხმარე, ხოლო მეორე ხმა გეუბნება - ნასვამია და რატომ უნდა დაეხმარო, მაინც დალევს. მაგრამ შენ დაეხმარები თუ არა ის, ხომ მაინც დალევს. და შენ უნდა შეგრჩეს მადლი. საბოლოოდ მაინც იმარჯვებს ის ხმა, რომელიც გეუბნება - დაეხმარე!!! ზოგჯერ ხდება, რომ ჩაუვლი ასეთ გაჭირვებულ ადამიანს გვერდით და მერე უკან ბრუნდები და მოწყალებას აძლევ. აი ასე ხდება სულიერი საუნჯის შეკრება! საუნჯის შესახებ სწორედ დღევანდელ სახარებაში იყო ნათქვამი უფლის სიტყვები: "სადაც არის გული შენი, მუნ არს გული შენი." ბედნიერია ადამიანი, რომელიც ეძიებს სულიერ საუნჯეს და ყოველდღე სიკეთეს სთესავს! ღმერთმა მოგცეთ ასეთი სული, ასეთი გონება, მოგცეთ გული გონიერი, სიბრძნე და ხედვა სულიერი, რათა ხვდებოდეთ, ვინ არის გაჭირვებული და ვინ საჭიროებს დახმარებას. სულიერი საუნჯე დავიუნჯოთ და მით წარვდგეთ წინაშე ღვთისა! ღვთის ნებით, ღვთის ძალით, ღვთის მადლით, ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე მიგვიყვანს სასუფეველში. ამინ! დალოცვილი და გახარებული ყოპფილიყავით და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ჩვენთან არს ღმერთი! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი