სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
izo |
Aug 5 2007, 09:59 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
მინდა ვისაუბროთ მეტად არასასიამოვნო თემაზე, მაგრამ რატომღაც მაწუხებს ეს საკითხი. მაინტერესებს, რატომ კვდებიან ადამიანები, ვგულისხმობ ადრეულ ასაკში, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, მაგალითად, კიბოთო და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ასეთ სიკვდილს ადამიანს ღმერთი უზღვევს? რატომღაც მგონია, რომ ადამიანი შემთხვებვით არ კვდება და ეს ღვთის განგებაა. ვცდები თუ მართალი ვარ?
|
აბე |
Oct 26 2009, 10:53 PM
პოსტი
#2
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მე ასე მგონია, მაგრამ არ ვიცი სწორს ვამბობ თუ არა... ანუ, რადგანაც ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება და მის ნებაში თვითონაც კი არ ერევა, იქმნება სიტუაციები, როცა ადამიანის ნება ღვთის ნებას ეწინააღმდეგება და ეს ძაააააააააალიან ხშირია. მაშ რა უნდა ქნას უფალმა ასეთ შემთხვევებში - ჩაერიოს ადამიანის ნებაში და ბოროტი არ ჩაადენინოს თუ არ ჩაერიოს? -რა თქმა უნდა, უფალი არ ერევა, რადგანაც იგი პატივს სცემს ადამიანის თავისუფალ ნებას, რომელიც თვითონვე მიანიჭა მას. ანუ რა ხდება - უფალი აკეთებს დაშვებას... დაშვებას, რომ ადამიანმა ბოროტება გააკეთოს... ება სხვა არის და დაშვება სხვა არის... ნება არის უფალს რაც სურს, მაგრამ დაშვება არის უფალს რაც არ სურს, მაგრამ ადამიანის ნების თავისუფლების გამო უშვებს, ნებას რთავს....
აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს კლავენ, უფალი უშვებს, რომ იმ ადამიანმა ეს ბოროტება ჩაიდინოს, მაგრამ მგონია, რომ აუცილებლად შეიწყალებს მოკლულის სულს, თუ იგი კეთილშობილი ადამიანი იყო... თუ მოკლული ავაზაკი, ბოროტმოქმედი იყო, მაშინ არამგონია მას სამოთხის ბჭენი გაუღოს უფალმა, და ალბათ იმიტომ დაუშვა მისი ამგვარი სიკვდილი, რომ უფრო მეტი ცოდვის ჩადენა აღარ მოესწრო ამ ავაზაკს და მეტად არ დატანჯულიყო (როგორც სამოთხეშია მრავალი სავანე, განსხვავებული ბედნიერებით, ნეტარებით... ისევე ჯოჯოხეთშია სხვადასხვა ადგილები, სადაც განსხვავებულია ადამიანის ტანჯვა... ასე თქვეს მღვდლებმა ერთხელ თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე...)... და თვით ამ კაცის მკვლელსაც ალბათ რამენაირი გზით შეუმსუბუქებს ჯოჯოხეთის ტანჯვას უფალი.... ალბათ... მგონია, რომ უფალი ყველა ადამიანზე ზრუნავს და თუ მისი ცხონება შეუძლებელია, ცოტათი მაინც უმსუბუქებს ტანჯვას... და ალბათ არიან გამონაკლისები, რომლებიც წარმოუდგენელი სიბილწის, ეშმაკის მსახურების გამო არნახულ ტანჯვაშია.... რაც შეეხება დაავადებას, როგორც მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებიდან ვიცი, უმნიშვნელო სიცხის აწევაც კი ცოდვის შედეგია, არათუ სერიოზული დაავადებებიო... და ის ტკივილები და სხვა გამოვლინებები რაც აქვს დაავადებას, ცოდვების განმწმენდელიაო.... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი