სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
izo |
Aug 5 2007, 09:59 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
მინდა ვისაუბროთ მეტად არასასიამოვნო თემაზე, მაგრამ რატომღაც მაწუხებს ეს საკითხი. მაინტერესებს, რატომ კვდებიან ადამიანები, ვგულისხმობ ადრეულ ასაკში, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, მაგალითად, კიბოთო და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ასეთ სიკვდილს ადამიანს ღმერთი უზღვევს? რატომღაც მგონია, რომ ადამიანი შემთხვებვით არ კვდება და ეს ღვთის განგებაა. ვცდები თუ მართალი ვარ?
|
KAIROS |
Oct 27 2009, 04:53 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა უმნიშვნელო სიცხის აწევაც კი ცოდვის შედეგია უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით ცოდვით დაზიანებული ბუნების შედეგი.. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
აბე |
Oct 27 2009, 11:18 AM
პოსტი
#3
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით ცოდვით დაზიანებული ბუნების შედეგი.. ანუ განსხვავება რა არის... თუ ვიტყვით რომ ცოდვის შედეგია, ესე იგი კონკრეტული ცოდვების გამო გვემართება დაავადება... იმ ცოდვების გამო, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩავიდინეთ... რათა განვიწმინდოთ მათგან... და თუ ვიტყვით ცოდვით დაზიანებული ბუნების შედეგი, ესე იგი რომელიმე კონკრეტულ ცოდვებზე არაა საუბარი და იმიტომ ვხდებით ხოლმე ავად პერიოდულად, რომ ჩვენი დაცემული ბუნება განიწმინდოს? ანუ სინამდვილეში ცოდვების მიტევების გარდა ბუნების გაკეთილშობილებაც ხდება? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი