![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ann_ann9 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ana L ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,233 ![]() |
გამიგია ცოდვები 7 თაობაზე გადადისო მოდი ამაზე ვისუბროდ( ტუ მსგავსი თემა გახსნილია მაშინ ადმინისტრაციას მოუხდი ბოდიშსს და შეუძლია გააუქმოს)
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ბიძია თომა
ციტატა რაც შეხება იმას რომ პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოშჭრა კბილებიო, მე მხოლოდ ერთი რამით ავხსნი ამას ჩვენ გვგგონია რომ პაპის ცოდვებს ვიმკიტ ან მსობლების, ცოტა ცუდათ არა გრამატიკულად ავხსნი მაგრამ იმედია გამიგებთ, კარგად და დაკვირვებით წაიკითხე თემო. ![]() ![]() დავასრულებ კვლავ დავუბრუნდებით ბრმადშობილის ეპიზოდს და მოვიტანთ ექვთიმე ზიღაბენის სწავლებას, რაც, მისსივე მითითებით, ეფუძნება მხოლოდ წმიდა მოძღვართა განმარტებებს: “აქედან უკვე ვსწავლობთ, რომ მამათა შეცოდებებისათვის არ ისჯებიან შვილები, რადგან თუმცა “გამოსლვათა” წიგნში უფლის შესახებ წერია, რომ “მოაწევს მამათა ცოდვებს მესამე და მეოთხე თაობის შვილებზე”, მაგრამ ეს ითქვა ისრაელთაგან მხოლოდ მათთვის, რომლებიც კერპთმსახურებას შეუდგებოდნენ. მართლაც, რადგანაც ისინი დაეშურნენ უღვთოებას მათი მამებისას, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობდნენ ეგვიპტეში, ჯეროვნად მიაგო მათ იმათი სასჯელი, რამეთუ რომელთა ცოდვებიც თანასწორია, მათი სასჯელნიც უთუოდ თანასწორია. დიახ შემდეგში ასე რჯულმდებლობს იგი მოსეს მიერ, როდესაც ამბობს: “არ მოკვდებიან შვილები მამათა გამო”, და კიდევ, ეზეკიელის მიერაც იტყვის: “რა არის თქვენთვის ეს იგავი, ამბობთ რა: “მამებმა ჭამეს კაწახი და შვილებს მოეკვეთათ კბილები?” ცხოველ ვარ მე, ამბობს უფალი, უკუეთუ იყოს ესე იგავი, არამედ ვინც კაწახს შეჭამს, მას მოეკვეთება კბილები” (იოანეს სახარების განმარტება). როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, მშობელთა ცოდვების გამო შვილთა წარწყმედის ამღიარებელნი უთითებენ სახარებისეულ სიტყვებზე იმის შესახებ, რომ ყოველი სისხლი, დათხეული აბელიდან ზაქარიამდე “მოიწიოს ნათესავსა ზედა” (იხ. ლუკა 11, 50-51; მათე 23, 35-36). ვნახოთ, როგორ განმარტავს ხსენებულ მუხლს წმ. იოანე ოქროპირი: “თარგმანი (განმარტება): ვინაითგან უძვირეს ყოველთა სცოდეთ და არა შეიკდიმეთ პირველქმნულთა მათგან, ამისთვის თქუენდა უძვირეს შეგემთხვიოს”. დიდი მოძღვარი სახარებისეულ სიტყვებს აკავშირებს “ძველი აღთქმის” ზემოციტირებულ მუხლებთან (გამოსვლ. 20,5) და გვამცნობს: “და ესე არს, რომელსა იტყვის ღმერთი წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: “მივაგნეო ცოდანი მამათანი შვილთა ზედა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა” (გამოსლ. 20,5). არათუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთვის სხუათაცა მიჰხადის სასჯელი, ნუ იყოფინ! არამედ რომელთა იგი იხილნეს მრავალნი, ცოდვათათვის ტანჯულნი, და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძვირესისაცა მიღებად, ეგრეთ ამათ, ვინაითგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკვლელთა ზედა და თვისითა პირითა წამებდეს, - “უკუეთუმცა ვიყვნეთო დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვნეთო მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინასწარმეტყველთასა”, - და მერმე იქმნეს იგინი მკვლელ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა, და სხუათა მათ მოციქულთა და მართალთა მომწყუედელ, სამართლად სწორი სასჯელისა პირველითგანთა სისხლის დათხევათაითა მოიწიოს მათ ზედა” (იქვე). როგორც უნათლესად და უსაღვთოესად არის სწავლებული, წინასწარმეტყველთა სისხლის დათხევის შესაბამისი სასჯელი მხოლოდ მათზე მოიწია, რომლებმაც მათ წინაპრებზე მეტი შესცოდეს (“უძვირეს ყოველთა სცოდეს”), რომლებმაც უშუალოდ განიზრახეს და მოკლეს უფალი, მოციქულები, სხვა მართალნი. მოტანილი ციტატა კიდევ ერთხელ უარყოფს იუდეველურ აზრს მშობელთა ცოდვების თესლობითი გადაცემადობისა და მათი მიზეზით უდანაშაულო და პიროვნულად უმანკო შთამომავალთა საუკუნო წარწყმედის შესახებ, რადგან წმინდანის შეუვალი ბრძანებით “არათუ რომელი-იგი სხუათა ცოდეს, მისთვის სხუათამცა მოჰხადა სასჯელი, ნუ იყოფინ!” თეოფილაქტე ბულგარელიც სრულიად აშკარად ადასტურებს, რომ უფლის ზემორე სიტყვები მხოლოდ მაშინდელი ებრაელებისადმი ითქვა, რომლებიც თანაეზიარნენ თავიანთი წინაპრების უსჯულოებას. აი მისი სიტყვები: “მან თქვა, რომ მაშინ მყოფ ებრაელებზე მოიწეოდა ყველა უსამართლოდ დაღვრილი სისხლი, რადგან ისინი, რომლებიც ამდენი მაგალითის შემდეგაც არ გამოსწორდნენ, მათსავე მამაებზე მეტად დაისჯებიან” (მათეს სახარების განმარტება). როგორც ავღნიშნავდით, მოაქვთ აგრეთვე მეორე ციტატა: “და მიუგო ყოველმან ერმან და თქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა იყოს და შვილთა ჩუენთა ზედა” (მათე 27,25). ცნობილია, რომ ეს სიტყვები წარმოთქვა მაცხოვრის ჯვარცმისათვის განცოფებულმა ბრბომ. დიახ, გაგიჟებული ბრბო სწორედ ასე ფიქრობდა. იმდენად დიდი იყო უგუნურთა ჟინი მაცხოვრის ჯვარცმისა, რომ მათ საკუთარი განცოფებული ჭკუით მთელი შთამომავლობა გაწირეს, ოღონდაც კი საწადელს სწეოდნენ. მართლაც, მხოლოდ გონდაკარგული თუ იტყვის ზემორე სიტყვებს, რადგან მათში ნაგულისხმევი შინაარსი, კერძოდ ის, რომ თითქოს მშობლის შეცოდება მთელ მის შთამომავლობაზე სპერმატულად გადადიოდეს და უსაშინლესი სასჯელის (საუკუნო წარწყმედის) სახით მოიწეოდეს სისხლისმიერი მემკვიდრეებზე, ჭეშმარიტი გონდაკარგულობა და სიშლეგეა. ნახეთ, რა უმძაფრესი სიტყვებით იწყებს წმ. იოანე ოქროპირი ზემორე ციტატის განმარტებას: “აწ იხილეთ აქა განსაკვირვებელი საქმე: ვითარ, ეუფლოს რაი ეშმაკი ვისმე, სრულიად დააბრმობს. თქუთ-ღა, უშჯულონო ჰურიანო, გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო დრკუო და გულარძნილო, ერო ცოფო და არაბრძენო, ნაშობნო ბილწებისანო, მზრახველნო წარწყმედისანო, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაი; იყავნ წყევაი ესე და ცოდვაი თქუენ ზედა, ვითარცა სთქუთ, შვილთა თქუენთა ზედა რაისათვისღა მიიყვანებთ წყევასა მას?” წმ. იოანე ოქროპირი განაგრძობს: “ეჰა ვითარ გარდამეტებულ იყო უკეთურებაი მათი და ვითარ გამოუთქმელ არს სახიერებაი უფლისაი, რამეთუ ესოდენსა მას სიბორგილესა (სიგიჟესა) მათსა ზედა, რომელთა ესრეთ ლირბად მიიღეს ცოდვაი იგი და წყევაი მათ და შვილთა მათთა ზედა, არავე დაამტკიცა სიტყუაი იგი არცა თუ თვით მათ ზედა, არამედ რომელნიცა მოიქცეს მათგანნი და შეინანეს წყალობით, შეიწყნარნა და სასუფეველსა ღის-ყვა, რამეთუ პავლეცა მათგანი იყო და ბევრეული იგი, რომელთა ჰრწმენა იერუსალემს, ვითარცა წერილს არს, ვითარმედ: “ჰრქუა იაკობ პავლეს: ხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი?” (საქმე 21,20). იგი ყოველნი მათგანნი იყვნეს და შეიწყნარნა სახიერმან მან და აღხოცა ცოდვანი მათნი, ხოლო რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოებასა შინა, მათ თავით თვისით მოიღეს რისხვაი ღმრთისაი მათ ზედა”. აი, ხმამაღალი ქადაგება ჭეშმარიტებისა! დიახ, რაც არ უნდა მძიმე იყოს მშობლისა თუ წინაპრის პირადი ცოდვა, თუნდაც უმძიმესზე უმძიმესი და წარმოსადგენადაც კი უშემზარავესი (სწორედ ასეთია მაცხოვრის მოკვლა და ამ მკვლელობასთან თანაზიარება), - თვით ეს ცოდვაც კი არ გადადის შთამომავლობაზე თესლობითად, თვით ამ ცოდვის გამოც არანაირად არ წარწყმდებიან საუკუნოდ აღნიშნულ ცოდვაში პიროვნულად უდანაშაულო მომდევნო თაობები, რადგან საუფლო ნებით მხოლოდ განზრახულობით უკეთურნი, ე.ი. ცოდვებში უკიდურესად და ბოლომდე გაკერპებულნი ექვემდებარებიან სასჯელს ანუ “რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოებასა შინა, მათ თავით თვისით მოიღეს რისხვაი ღმრთისაი მათ ზედა”. დიახ, ეკლესია გვასწავლის, რომ “თავით თვისით” ისჯება ყველა და არა წინაპართაგან თესლობითად გადმოცემული ცოდვების შედეგად. სახარების აღნიშნულ მუხლებს წმ. იოანე ოქროპირი ეხება თავის სხვა შრომაშიც, რომელსაც ვრცელი სათაური აქვს და ასე იწყება: “იმის შესახებ, რომ არ არის უსაფრთხო მსმენელთათვის მიჩუმათება იმისა, რაც ეკლესიაში ითქმის”. დიდი წმინდანი სიტყვა-სიტყვით შემდეგს რჯულმდებლობს: “თუ იქნებოდა მისი სისხლი მათზე და მათ შვილებზე, აღარ იქნებოდა მათი შვილებიდან მოციქულები, არ იწამებდა ერთბაშად სამიათასი და ხუთიათასი. ხედავ, როგორ ველურები და სასტიკები იყვნენ ისინი მათ შვილებთან დაკავშირებით და არ იცოდნენ თვით ბუნება, ხოლო უფალი ყველა მამაზე უფრო კაცთმოყვარე და დედებზე უფრო შვილთმოყვარე იყო. და იქმნა “სისხლი მისი მათზე და მათ შვილებზე”, მაგრამ მათ შვილებზე ყველაზე არა, არამედ მხოლოდ მათზე, რომლებმაც მიჰბაძეს მამათა უღვთოებასა და ურჯულოებას და რამდენიც ჰყავდათ მათ ძე, არა ბუნებისეული მემკვიდრეობით, არამედ არჩევანისეული განცოფებით, მხოლოდ ისინი გახდნენ პასუხისმგებელნი უკეთურებაზე”. მთელი ციტატა უძვირფასეს სწავლებას შეიცავს, მაგრამ საკუთრივ სასჯელისა და დაუსჯელობის შესახებ საეკლესიო მოძღვრების გასაღებს განსაკუთრებით ბოლო ნაწილი წარმოადგენს, რომელსაც კვლავ გავიმეორებთ: “და რამდენიც ჰყავდათ მათ ძე, არა ბუნებისეული მემკვიდრეობით, არამედ არჩევანისეული განცოფებით მხოლოდ ისინი გახდნენ პასუხისმგებელნი უკეთურებაზე”. დიახ, ასე აშკარად, შეუვალად და საფუძველითურთ დაამხო წმინდანმა იუდეველური სწავლება შვილებში მშობელთა პირადი ცოდვების ბუნებისეული ანუ გენეტიკური მემკვიდრეობის შესახებ და გახსნილად რჯულდებულიყო, რომ მხოლოდ იმგვარი შთამომავლები აგებენ პასუხს წინაპართა ცოდვებზე, მხოლოდ ისინი წარწყმდებიან, რომლებიც თავიანთი არჩევანისეული განცოფებით თანაეზიარებიან მათ. თეოფილაქტე ბულგარელიც, განმარტავს რა “მოციქულთა საქმეების” სიტყვებს: “რაოდენ ბევრნი არიან იუდეველთაგანნი” (საქმე 21,23), აღნიშნავს: “ესე “ბევრნი” იმათგანნი არიან, რომლებმაც ღაღადყვეს: “სისხლი მისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა”, მაგრამ მაინც კაცთმოყვარე უფალმა მათგანნიც და მათი შვილებისაგანნიც მიიღო და ბევრი სიკეთის ღირსი გახდა”. ამრიგად, ეკლესიური სწავლების მიხედვით, მშობლის პირადი სულიერი მდგომარეობა არანაირად არ გადადის შვილზე სპერმატულად, თესლობითად, რადგან შვილი მემკვიდრეა თავისი მშობლის შეცოდებისა არა თესლობითად, გენეტიკურად, არამედ პასუხისმგებლობითად. ეს ნიშნავს: მშობლის ცოდვისათვის კი არ წარწყმდება საუკუნოდ შვილი, არამედ მშობლის (და სხვა წინაპრის) ცოდვებთან შეგნებული, გაცნობიერებული თანაზიარებისათვის და იმავე (ან უფრო მძიმე) ცოდვების აღსრულებისათვის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th June 2025 - 07:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი