თეატრალური სამყარო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თეატრალური სამყარო |
ქევანა |
Oct 19 2009, 10:42 PM
პოსტი
#1
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მახსოვს ადრე თემა იყო, მაგრამ ვერ ვიპოვნე : )
ამიტომ ვხსნი ახალ თემას. ვისაუბროთ თეატრზე, სპექტაკლზე, მსახიობებზე, დრამატურგიაზე, გავიზუაროთ ერთმანეთს ჩვენი განცდები და შთაბეჭდილებები, დავდოთ ინფორმაცია რომელიმე სპექტაკლზე და მოვაწყოთ ჯგუფური კულტურული სვლა თეატრში : ) რა არის თეატრი? მარტოოდენ შენობა სადაც მსახიობები გამოდიან და ასრულებენ მათთვის დაკისრებულ როლებს, სადაც ყველას თავისი მოვალეობა აქვს შესასრულებელი, თუ ესაა სამყარო, მშვენიერი და მომხიბლავი, ემოციური, ესთეტიური, სადაც თავს იყრის ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგალითები... "თეატრის ფარდის გახსნა ცხოვრების კარის გახსნასა ჰგავს. გაიხსნება ფარდა და ჩვენს წინაშე წარმოსდგება სინამდვილის მხატვრული მოდელი, ამოძრავებული, ცოცხალი, თიქმის ზუსტად ისეთი, როგორიც არსებობს, როგორიც შეიძლება სინამდვილეში ყოფილიყო. სცენაზე მომხდარი ამბები იმდენად ჰგავს ყოველდღიური ცხოვრების სურათებს, რომ მის გასაგებად და ასათვისებლად საკუთარ თავზე დიდი ძალისხმევა არ გვჭირდება. თეატრი ცხოვრების სარკეაო - გვასწავლიდა დიდი ილია, მართლაც სინამდვილის პოეტური, სცენური ორეული ერთი პირველთაგანია იმათ შორის, ვინც გზას უკვალავს ადამიანს და წინ მიუძღვის ცხოვრების რთულ ლაბირინთებში. ადამიანს ავისა და კარგის, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად, მის ერთგულ მრჩევლად, ჭკუისა და გონების დამრიგებლად თეატრიც ეგულება. ხელოვნების დარგებიდან თეატრი ყველაზე გასაგებ, ყველაზე მისაწვდომ ენაზე მართავს საუბარს ადამიანებთან. ამიტომაცაა, რომ ცხოვრების დედა ენის, ხელოვნების ანაბანის, სილამაზისა თუ მშვენიერების ერთ-ერთ პირველწყაროდ თეატრიცაა მიჩნეული." ხელოვნების დარგებს შორის ეს დარგი მე მიმაჩნია ერთ-ერთ ადვილ აღსაქმელად თუ ადამიანს ელემენტარული აზროვნება შეუძლია, და მინდა აქ, ამ თემაში ვისაუბროთ თეატრზე, გავიხსენოთ პირველი თეატრი რომელ ქვეყანაში დაირწა, ვისაუბროთ შენობების არქიტექიტექურაზე, ვისაუბროთ სამსახიობო ნიჭზე, რეჟისორზე, თუნდაც თეატრის მხატვრობაზე და რათქმაუნდა დიდ დრამატურგებზე. ჩამოვიყალიბოთ გემოვნება და სწორი აზროვნება, მერე იქნებ თეატრში წამსვლელთა ჯგუფიც შევქნათ და დავესწროთ სპექტაკლებს, როცა ამისთვის მზად ვიქნებით და მერე მოვაწყოთ საჯარო განხილვა. მაგრამ ეს სამომავლოდ. პ.ს. ამასთან, მე მინდა რომ არამარტო ქართულ სპექტაკლებზე ვისაუბროთ, არამედ უცხოურ სპექტაკლებზეც, მე ვიცი ჩვენი უცხოეთში მცხოვრები ფორუმელებიც დადიან სპექტაკლებზე, მაინტერესებს მათი აზრიც : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ეკატო |
Oct 29 2009, 01:21 AM
პოსტი
#2
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
29 ოქტომბერი
მარჯანიშვილის თეატრი მისამართი: მარჯანიშვილის 8 955–966; თეატრი სხვენში დასახელება: "წვიმის გამყიდველი" დრო: 20:00 ფასი: 11 ლარი ვ.აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 182 34-80-90; დასახელება: "მაკბეტი" - დრო: 20:00 ფასი: 10 ლარი თეატრი "ვერიკო" მისამართი: ანჯაფარიძის ქ. 16 22-13-38; დასახელება: "კონსენსუსი" დრო: 18:00 ფასი: 5 ლარი 30 ოქტომბერი თავისუფალი თეატრი მისამართი: რუსთაველის 2 98 58 21; დასახელება: "ჯინსების თაობა" დასაწყისი : 19:00 ფასი: 4-10 ლარი მარჯანიშვილის თეატრი მისამართი: მარჯანიშვილის 8 955–966; თეატრი სხვენში დასახელება: "Private Lives" დრო: 20:00 ფასი : 11 ლარი რუსთაველის თეატრი მისამართი: რუსთაველის 17 93 18 94:; 99 98 64; დიდი სცენა დასახელება: "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო" დრო: 19:45 ფასი: 5-12 ლარი პანტომიმის თეატრი მისამართი: რუსთაველის 37 99-63-14; დასახელება: "Stop Aids" (პრემიერა) დრო: 19:00 ფასი: 5 ლარი ვ.აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 182 34-80-90; დასახელება: "მაკბეტი" დასაწყისი: 20:00 ფასი : 10 ლარი თუმანიშვილის თეატრი მისამართი: დ.აღმაშენებლის 164 34-28-99 35-31-52; დასახელება: "ორნი აქა, იქა..." დრო: 19:00 ფასი: 7 ლარი 31 ოქტომბერი თავისუფალი თეატრი მისამართი: რუსთაველის 2 98 58 21; დასახელება: "ღმერთო! დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები" დასაწყისი : 19:00 ფასი: 4-9 ლარი რუსთაველის თეატრი მისამართი: რუსთაველის 17 93 18 94:; 99 98 64; დიდი სცენა დასახელება: "დარისპანის გასაჭირი" დრო: 19:45 ფასი: 5-12 ლარი ვ.აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 182 34-80-90; დასახელება: "მაკბეტი" - დრო: 20:00 ფასი: 10 ლარი თუმანიშვილის თეატრი მისამართი: დ.აღმაშენებლის 164 34-28-99 35-31-52; დასახელება: "სერობა" დრო: 19:00 ფასი: 10 ლარი ახმეტელის თეატრი საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: ვეკუას ქ. 8 62-59-73, 62-61-97; დასახელება: "ცერკოვნი ბუნტ - 1819 წელი" დრო: 18:00 ფასი : 5-7 ლარი -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი