სულის უკვდავება, არის თუ არა ყველა სული უკვდავი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულის უკვდავება, არის თუ არა ყველა სული უკვდავი? |
Otherguy |
Oct 29 2009, 01:53 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
გამარჯობათ,
ეზეკიელის 18 თავს თუ გადახედავთ, ღმერთი ნათლად ამბობს, რომ: 1. ცოდვილი სული კვდება. 2. ღმერთს არ უნდა რომ სული მოკვდეს, მას უნდა რომ მის მიერ შექმნილ სულს, ადამიანს, ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე(შეადარეთ იოანეს სახარებაში: "გამოგზავნა ძე თვისი, რათა მისცეს საუკუნო სიცოცხლე ყველა მის მორწმუნეს). 3. არის ორი ვარიანტი - ყველა სული კვდება მეორედ მოსვლამდე, შემდეგ გაცოცხლდებიან მართლები, მკვდრები სამარიდან გამოვლენ და მოხდება 1 განკითხვა(და არა 2, ერთხელ სიკვდილის მერე და მეორე აღდგომის დროს). ან სული პირდაპირ სიცოცხლეში გადადის თუ იგი ქრისტეს რწმენაში მოკვდება. აქედან გამომდინარე, სული რომელიც ცოდვაში იქნება და მასში მოკვდება, იგი კვდება... (გაითვალისწინეთ რომ ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსში არაფერი წერია ამაზე... ასე რომ მე ერეტიკოსად მაინც არ ჩავითვლები თუ სულის უკვდავებას ვუარყოფ. ) ამაზე წერს სწორედ წმინდა ამბროსი მილანელი: The third death is that of which it is said: “Leave the dead to bury their own dead.” In that death not only the flesh but also the soul dies, for “the soul that sinneth, it shall die.” (ეზეკიელი 18:4) For it dies to the Lord, through the weakness not of nature but of guilt. But this death is not the discharge from this life, but a fall through error...The heathen mostly console themselves with the thought, either of the common misery, or of the law of nature, or of the immortality of the soul. And would that their utterances were consistent, and that they did not transmit the wretched soul into a number of ludicrous monstrosities and figures! But what ought we to do, whose reward is the resurrection, though many, not being able to deny the greatness of this gift, refuse to believe in it? And for this reason will we maintain it, not by one casual argument only, but by as many as we are able...The blossom of the resurrection is immortality, the blossom of the resurrection is incorruption. smile.gif http://www.newadvent.org/fathers/34032.htm აგერ წყარო. კაიროსს ჰყავდა მოყვანილი აბზაცი სადაც წერს ამბროსი მილანელი: Зачем мне оплакивать тебя, любезный брат, который отнят у меня так, как будто ты был братом всем? Ибо я не лишился общения с тобой, но только переменил его, прежде не разделен был от меня телом, а теперь духом пребываешь со мной и навсегда пребудешь მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება იმას რასაც ამბროსი წერდა... ამბროსი მილანელი წერს: The third death is that of which it is said: “Leave the dead to bury their own dead.” In that death not only the flesh but also the soul dies, for “the soul that sinneth, it shall die.” ანუ მესამე ტიპის სიკვდილი არის მაშინ როცა სულიც კვდებაო... მაგრამ აქ საუბარია ცოდვილ სულზე, აი აქ ხსნის კარგად: The heathen mostly console themselves with the thought, either of the common misery, or of the law of nature, or of the immortality of the soul. ანუ წარმართები თავს იმშვიდებენ სულის უკვდავებითო, მაგრამ მასე არააო რა... But what ought we to do, whose reward is the resurrection, though many, not being able to deny the greatness of this gift, refuse to believe in it? რატომ თვლის ამბროსი მილანელი რომ სულის უკვდავება არის გასამრჯელო? მემგონი ზუსტად ეხამება ეზეკიელის 18 თავსაც და იესოს სიტყვებსაც რომ საუკუნ სიცოცხლე უნდა მისცეს თავის მორწმუნეებს? ასე რომ კაიროს, შენი არგუმენტი არ ამბობს იმას რომ ამბროსი მილანელი არ თვლიდა რომ ზოგი სული მოკვდავიაო. ცხადია თავის მეგობარს თუ ვინც იყო, წერს რმ შენ არ მოკვდი, რადგან მორწმუნე იყო და ეჭვიც არ შეპარვია ამბროსის რომ საუკუნო სიცოცხლე მას მიეცა. (ნუ ეხლა იმ დემაგოგიას არ დავიწყებ თავის მეგობარს იმ 144 000-ში მიიჩნევდა ვინც პირდაპირ უკვდავებაში გადავიდა თქო... არ ჩანს ეგ ისედაც... ) გინდა გადავხედოთ მოციქულთა კრედოს: http://en.wikipedia.org/wiki/Apostles'_Creed 1. I believe in God, the Father almighty, creator of heaven and earth. (ნუ აქაც მამა მიიჩნევა ერთადერთ ღმერთად) 2. I believe in Jesus Christ, his only Son, our Lord. 3. He was conceived by the power of the Holy Spirit and born of the Virgin Mary. 4. He suffered under Pontius Pilate, was crucified, died, and was buried. 5. He descended into hell. On the third day he rose again. 6. He ascended into heaven and is seated at the right hand of the Father. 7. He will come again to judge the living and the dead. (რაო დუბლირება ხდება? ერთხელ ხომ განსაჯა მკვდრები?) 8. I believe in the Holy Spirit, (აკლია ამას რაღაც... ) 9. the holy catholic Church, the communion of saints, 10. the forgiveness of sins, 11. the resurrection of the body, - აბა რაო? 12. and the life everlasting. - ან აქ რაო? Amen. სად წერია აქ სულის უკვდავება, რომ ყველა სული უკვდავია, ან რომ მეორედ მოსვლამდე სული ცოცხალია? ქრისტიანული ცხოვრების გასამრჯელოა სულის უკვდავება... But what ought we to do, whose reward is the resurrection, though many, not being able to deny the greatness of this gift, refuse to believe in it? And for this reason will we maintain it, not by one casual argument only, but by as many as we are able...The blossom of the resurrection is immortality, the blossom of the resurrection is incorruption. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
Oct 29 2009, 05:28 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ციტატა ეზეკიელის 18 თავში რა ქრისტიანული ტერმინოლოგია დაინახე? ღმერთი ეუბნება: "არ მინდა ადამიანო მოკვდეს, მინდა იცოცხლოს, ცოდვილი სული მოკვდება და არ მინდა რომ მოკვდეს, თუმცა მისი არჩევანია, თუ არ აირჩევს სწორ გზას- მოკვდება..." რაც შეეხება ამას და ზოგადად თემას. ეს საკითხი მინდა ვრცლად განვიხილო, მაგრამ არ გავდები წმ. წერილის მუხლობრივ ციტირებას, რადგან ჩემეული ინტერპრეტაცია (უფრო სწორად ეკლესიური) ოპონენტისთვის მიუღებელია. და რადგან ციტირება ხდება ბიბლიიდან, მეც შევეცდები წყარო ბიბლია იყოს, მაგრამ არ შევედები და ეს შეუძლებელიაცაა (განსხვავებით სექტანტებისგან), რომ ბიბლიური მუხლები ერთმანეთს დავუპირისპირო. მაშ რას ამბობენ იეღოველები. "ადამიანი თვითონ არის სული. როდესაც ადამიანი კვდება, კვდება მისი სული. ბიბლიაში, საერთოდ, არ არის ნათქვამი, რომ სული უკვდავია" ("შენ შეგიძლია"... გვ. 79). "მკვდრები არაფერს გრძნობენ, რადგან მეტად აღარ არსებობენ" (შენ შეგიძლია"... გვ. 80) "იდეა, რომ სული აგრძელებს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ, ეშმაკისგან გამომდინარე სიცრუეა. ასევე სიცრუეა ეშმაკის მიერ გავრცელებული მოძღვრება, რომ ბოროტი ადამიანის სული იტანჯება ჯოჯოხეთში, რადგანაც ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან" (იქვე. გვ. 89) და ამის დამადასტურებელი მუხლები ბიბლიიდან: ზემოთ მოტანილი ციტატა ეზეკიელიდან 1. შემდეგ, ალბათ მათი ვითომ უმთავრესი არგუმენტი ეკლესიასტეს წიგნიდან: "რადგან კაცისა და პირუტყვის ხვედრი ერთია, ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილას მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ" (ეკლ. 3, 19-21) 2. "ქრისტე მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა რომლითაცა ს ა პ ყ რ ო ბ ი ლ ე ს ა მ ა ს ს უ ლ თ ა მ ი ვ ი დ ა და ქადაგა. რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთგზის თავს-ედვა სულგრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა" (I პეტ. 3, 18-20) აქ ყველაფერი ცხადია, მაგრამ იეღოველი რის იეღოველია თუ ყველაფერს თავისი შეხედულება არ მიუსადაგა: "საპყრობილეში მყოფი ურწმუნო სულები სინამდვილეში არ ყოფილან ჩვეულებრივ ადამიანთა სულები, არამედ დედამიწაზე ჩამოსულ ანგელოზთა და ლამაზ ქალთა შეჯვარებით გაჩენილ ბუმბერაზთა სულები იყვნენ ("შენ შეგიძლია..." გვ. 98) "დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა... რომლებიც უშობდნენ მათ" (დაბ. 6, 2-4). მათი მტკიცებით ღვთის შვილები ძველ აღთქმაში მხოლოდ ანგელოზებს ეწოდებოდათ. წარღვნის დროს ბუმბერაზები და ბოროტი ხალხი დაიხრჩო, ხოლო ანგელოზებმა მოიშორეს ხორციელი სხეული და ზეცად ამაღლდნენ. ვერაფერს იტყვი რკინის არგუმენტებია. 3. კიდევ: "რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა, წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება" (ეკლ. 9, 5-6) 4. "იმედს ნუ დაამყარებ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები" (ფს. 145, 3-4) აღარაფერს ვამბობ მიცვალებულთადმი ლოცვის შესახებ ერთი სიტყვით ამ და ალბათ კიდევ სხვა (ნუ ეს მე რაც მოვძებნე) მუხლებზე დაყრდნობით იეღოველები მოძღვრობენ სულის მოკვდავობას (ეხლა თურმე ამას მართლმადიდებელ მოზღვრებასაც აბრალებენ), რასაც თურმე ბიბლია ესოდენ ცხადად ამოწმებს. მაგრამ განვიხილოთ ჯერ ეს მუხლები: პირველთან დაკავშირებით აშკარად ჩანს სექტის დამახასიათებელი ნიშან-თვისება. კონტექსტიდან ციტატის ამოგლეჯა და მისთვის საკუთარი ინტერპრეტაციის მინიჭება. მომყავს სრული ტექსტი, თავი III ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში. ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა. ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა. ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა; ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა. ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა. ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა. ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა. რას არგებს მაშვრალს შრომა მისი? კიდევაც ვნახე საზრუნავი, რომელიც ღმერთმა მიუჩინა ადამის ძეთ მათ სატანჯველად. მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო. ვუწყი, რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს. თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები. ვუწყი ისიც, რომ ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ. რაიც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება, ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. კიდევ ვიხილე მზისქვეშეთში: განსჯის ადგილი დაეჭირა უკანონობას. მართლის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ? ვხედავ, კაცთათვის სხვა სიკეთე რომ არ ყოფილა, თუ არ იხარა თავის ნაღვაწით, რადგან ესაა მისი წილი ამ მზისქვეშეთში, ვინ დაანახვებს, რა მოხდება შემდგომად მისა? (ეკლ. 3, 1-22) თუნდაც პირდაპირი მნიშვნელობით ეს ყოველივე წარმოადგენს სოლომონ მეფის ფიქრებს, მაგრამ იგი ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ცოდვების გამო პირუტყვებს მიემსგავსნენ. ანუ აქ რაიმე მკრეხეული რომ იყოს (ნუ იყოფინ) ეს მხოლოდ სოლომონ მეფის ფიქრებია და სხვა არაფერი, მაგრამ იგი რომ იმას არ გულისხმობს, რაც იეღოველებს გონიათ, ამას ქვემოთაც ამტკიცებს, როცა ამბობს: "მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12,7) რაც შეეხება ტერმინ სიკვდილს, რომელიც სულთან მიმართებაში გამოიყენება ბიბლიაში. ერთი შეხედვითაც ცხადია რომ აქ არ გამოიყენება ტერმინი გაქრობა, რომელიც რადიკალურად სხვაობს ტერმინ სიკვდილისგან. ვინმე დამაჯერებს, რომ ამ ქვეყანაზე, თუნდაც მატერიალ, უკვალოდ ქრება? მით უფრო სული, რომლის მიმართაც არსად გამოიყენება ტერმინი გაქრობა, არამედ სიკვდილი, და თუ რას ნიშნავს ეს, ამაზე ისევ წმ. წერილის ციტატებს დავეყრდნობი: ცოდვის საზღაური არის სიკვდილი (რომ. 6, 23) და არა გაქრობა “აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა: შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს” (ლუკა 9,60) მკვდრებად ღვთისაგან განშორებულნი მოიხსენიებიან. Iსევე როგორც ამ ციტატაშიც: “ნამდვილი ქვრივი ლოცვაში ატარებს, ავხორცი კი ცოცხლივ მკვდარია” (I ტიმ. 5, 5-6) “რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა” (ლუკა 15, 24). ჩხადია ვაჟი ყოველთვის ცოცხალი იყო, მაგრამ ის ცოდვილიანად ცხოვრობდა, მამას განშორებული. თერმინი სიკვდილია გამოყენებული ამ მუხლებშიც: “ასევე თქვენც, ძმანო ჩემნო, მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და ამრიგად, გამოვუღოთ ნაყოფი ღმერთს” (რომ. 7,4) “თუ ქრისტესთან ერთად მკვდარნი ხართ ქვეყნის საწყისთათვის, მაშ, როგორც კვლავ ქვეყნად მცხოვრებნი, რატომღა მისდევთ მის წესს” (კოლ. 2,20) ანუ მოყვანილ მუხლებში სიკვდილი არ ნიშნავს გაქრობას, არამედ ამქვეყნიურისგან განშორებასა და ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას. წმ. წერილში სიტყა სიკვდილი ორი მნიშვნეობითაა ნახმარი: ხორციელ სიკვდილში იგულისხმება სულისა და ხორცი გაყრა, ხოლო სულიერ სიკვდილში – ღვთისაგან განშორება და ჯოჯოხეთში მისი მარადიული ყოფნა. ანუ სიტყვა სიკვდილი ნიშნავს არა გაქრობას, არამედ მდგომარეობის შეცვლას რაც შეეხება იმ უამრავ ციტატას, სადაც სულის სხეულის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელებაზეა საუბარი, თუ სურვილი გექნებათ მოგვიანებით მოგაწვდით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი