IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სულის უკვდავება, არის თუ არა ყველა სული უკვდავი?
Otherguy
პოსტი Oct 29 2009, 01:53 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



გამარჯობათ,

ეზეკიელის 18 თავს თუ გადახედავთ, ღმერთი ნათლად ამბობს, რომ:

1. ცოდვილი სული კვდება.

2. ღმერთს არ უნდა რომ სული მოკვდეს, მას უნდა რომ მის მიერ შექმნილ სულს, ადამიანს, ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე(შეადარეთ იოანეს სახარებაში: "გამოგზავნა ძე თვისი, რათა მისცეს საუკუნო სიცოცხლე ყველა მის მორწმუნეს).

3. არის ორი ვარიანტი - ყველა სული კვდება მეორედ მოსვლამდე, შემდეგ გაცოცხლდებიან მართლები, მკვდრები სამარიდან გამოვლენ და მოხდება 1 განკითხვა(და არა 2, ერთხელ სიკვდილის მერე და მეორე აღდგომის დროს).

ან სული პირდაპირ სიცოცხლეში გადადის თუ იგი ქრისტეს რწმენაში მოკვდება. აქედან გამომდინარე, სული რომელიც ცოდვაში იქნება და მასში მოკვდება, იგი კვდება...


(გაითვალისწინეთ რომ ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსში არაფერი წერია ამაზე... ასე რომ მე ერეტიკოსად მაინც არ ჩავითვლები თუ სულის უკვდავებას ვუარყოფ. biggrin.gif)
ამაზე წერს სწორედ წმინდა ამბროსი მილანელი:


The third death is that of which it is said: “Leave the dead to bury their own dead.” In that death not only the flesh but also the soul dies, for “the soul that sinneth, it shall die.” (ეზეკიელი 18:4) For it dies to the Lord, through the weakness not of nature but of guilt. But this death is not the discharge from this life, but a fall through error...The heathen mostly console themselves with the thought, either of the common misery, or of the law of nature, or of the immortality of the soul. And would that their utterances were consistent, and that they did not transmit the wretched soul into a number of ludicrous monstrosities and figures!

But what ought we to do, whose reward is the resurrection, though many, not being able to deny the greatness of this gift, refuse to believe in it? And for this reason will we maintain it, not by one casual argument only, but by as many as we are able...The blossom of the resurrection is immortality, the blossom of the resurrection is incorruption.
smile.gif

http://www.newadvent.org/fathers/34032.htm აგერ წყარო. smile.gif



კაიროსს ჰყავდა მოყვანილი აბზაცი სადაც წერს ამბროსი მილანელი:


Зачем мне оплакивать тебя, любезный брат, который отнят у меня так, как будто ты был братом всем? Ибо я не лишился общения с тобой, но только переменил его, прежде не разделен был от меня телом, а теперь духом пребываешь со мной и навсегда пребудешь



მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება იმას რასაც ამბროსი წერდა... ამბროსი მილანელი წერს:

The third death is that of which it is said: “Leave the dead to bury their own dead.” In that death not only the flesh but also the soul dies, for “the soul that sinneth, it shall die.”


ანუ მესამე ტიპის სიკვდილი არის მაშინ როცა სულიც კვდებაო... მაგრამ აქ საუბარია ცოდვილ სულზე, აი აქ ხსნის კარგად:

The heathen mostly console themselves with the thought, either of the common misery, or of the law of nature, or of the immortality of the soul.


ანუ წარმართები თავს იმშვიდებენ სულის უკვდავებითო, მაგრამ მასე არააო რა...

But what ought we to do, whose reward is the resurrection, though many, not being able to deny the greatness of this gift, refuse to believe in it?



რატომ თვლის ამბროსი მილანელი რომ სულის უკვდავება არის გასამრჯელო? მემგონი ზუსტად ეხამება ეზეკიელის 18 თავსაც და იესოს სიტყვებსაც რომ საუკუნ სიცოცხლე უნდა მისცეს თავის მორწმუნეებს?



ასე რომ კაიროს, შენი არგუმენტი არ ამბობს იმას რომ ამბროსი მილანელი არ თვლიდა რომ ზოგი სული მოკვდავიაო. smile.gif

ცხადია თავის მეგობარს თუ ვინც იყო, წერს რმ შენ არ მოკვდი, რადგან მორწმუნე იყო და ეჭვიც არ შეპარვია ამბროსის რომ საუკუნო სიცოცხლე მას მიეცა. smile.gif (ნუ ეხლა იმ დემაგოგიას არ დავიწყებ თავის მეგობარს იმ 144 000-ში მიიჩნევდა ვინც პირდაპირ უკვდავებაში გადავიდა თქო... არ ჩანს ეგ ისედაც... biggrin.gif)


გინდა გადავხედოთ მოციქულთა კრედოს: http://en.wikipedia.org/wiki/Apostles'_Creed

1. I believe in God, the Father almighty, creator of heaven and earth. (ნუ აქაც მამა მიიჩნევა ერთადერთ ღმერთად)
2. I believe in Jesus Christ, his only Son, our Lord.
3. He was conceived by the power of the Holy Spirit and born of the Virgin Mary.
4. He suffered under Pontius Pilate, was crucified, died, and was buried.
5. He descended into hell. On the third day he rose again.
6. He ascended into heaven and is seated at the right hand of the Father.
7. He will come again to judge the living and the dead. (რაო დუბლირება ხდება? ერთხელ ხომ განსაჯა მკვდრები?)
8. I believe in the Holy Spirit, (აკლია ამას რაღაც... smile.gif)
9. the holy catholic Church, the communion of saints,
10. the forgiveness of sins,
11. the resurrection of the body, - აბა რაო? biggrin.gif
12. and the life everlasting. - ან აქ რაო? biggrin.gif
Amen.

სად წერია აქ სულის უკვდავება, რომ ყველა სული უკვდავია, ან რომ მეორედ მოსვლამდე სული ცოცხალია? smile.gif


ქრისტიანული ცხოვრების გასამრჯელოა სულის უკვდავება... smile.gif


But what ought we to do, whose reward is the resurrection, though many, not being able to deny the greatness of this gift, refuse to believe in it? And for this reason will we maintain it, not by one casual argument only, but by as many as we are able...The blossom of the resurrection is immortality, the blossom of the resurrection is incorruption.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Oct 29 2009, 05:28 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა
ეზეკიელის 18 თავში რა ქრისტიანული ტერმინოლოგია დაინახე? ღმერთი ეუბნება: "არ მინდა ადამიანო მოკვდეს, მინდა იცოცხლოს, ცოდვილი სული მოკვდება და არ მინდა რომ მოკვდეს, თუმცა მისი არჩევანია, თუ არ აირჩევს სწორ გზას- მოკვდება..."

რაც შეეხება ამას და ზოგადად თემას.

ეს საკითხი მინდა ვრცლად განვიხილო, მაგრამ არ გავდები წმ. წერილის მუხლობრივ ციტირებას, რადგან ჩემეული ინტერპრეტაცია (უფრო სწორად ეკლესიური) ოპონენტისთვის მიუღებელია. და რადგან ციტირება ხდება ბიბლიიდან, მეც შევეცდები წყარო ბიბლია იყოს, მაგრამ არ შევედები და ეს შეუძლებელიაცაა (განსხვავებით სექტანტებისგან), რომ ბიბლიური მუხლები ერთმანეთს დავუპირისპირო.

მაშ რას ამბობენ იეღოველები.

"ადამიანი თვითონ არის სული. როდესაც ადამიანი კვდება, კვდება მისი სული. ბიბლიაში, საერთოდ, არ არის ნათქვამი, რომ სული უკვდავია" ("შენ შეგიძლია"... გვ. 79).

"მკვდრები არაფერს გრძნობენ, რადგან მეტად აღარ არსებობენ" (შენ შეგიძლია"... გვ. 80)

"იდეა, რომ სული აგრძელებს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ, ეშმაკისგან გამომდინარე სიცრუეა. ასევე სიცრუეა ეშმაკის მიერ გავრცელებული მოძღვრება, რომ ბოროტი ადამიანის სული იტანჯება ჯოჯოხეთში, რადგანაც ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან" (იქვე. გვ. 89)


და ამის დამადასტურებელი მუხლები ბიბლიიდან:

ზემოთ მოტანილი ციტატა ეზეკიელიდან

1. შემდეგ, ალბათ მათი ვითომ უმთავრესი არგუმენტი ეკლესიასტეს წიგნიდან: "რადგან კაცისა და პირუტყვის ხვედრი ერთია, ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილას მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ" (ეკლ. 3, 19-21)

2. "ქრისტე მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა რომლითაცა
ს ა პ ყ რ ო ბ ი ლ ე ს ა მ ა ს ს უ ლ თ ა მ ი ვ ი დ ა და ქადაგა. რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთგზის თავს-ედვა სულგრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა" (I პეტ. 3, 18-20)

აქ ყველაფერი ცხადია, მაგრამ იეღოველი რის იეღოველია თუ ყველაფერს თავისი შეხედულება არ მიუსადაგა: "საპყრობილეში მყოფი ურწმუნო სულები სინამდვილეში არ ყოფილან ჩვეულებრივ ადამიანთა სულები, არამედ დედამიწაზე ჩამოსულ ანგელოზთა და ლამაზ ქალთა შეჯვარებით გაჩენილ ბუმბერაზთა სულები იყვნენ ("შენ შეგიძლია..." გვ. 98) "დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა... რომლებიც უშობდნენ მათ" (დაბ. 6, 2-4). მათი მტკიცებით ღვთის შვილები ძველ აღთქმაში მხოლოდ ანგელოზებს ეწოდებოდათ. წარღვნის დროს ბუმბერაზები და ბოროტი ხალხი დაიხრჩო, ხოლო ანგელოზებმა მოიშორეს ხორციელი სხეული და ზეცად ამაღლდნენ.

ვერაფერს იტყვი რკინის არგუმენტებია.

3. კიდევ: "რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა, წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება" (ეკლ. 9, 5-6)

4. "იმედს ნუ დაამყარებ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები" (ფს. 145, 3-4)

აღარაფერს ვამბობ მიცვალებულთადმი ლოცვის შესახებ

ერთი სიტყვით ამ და ალბათ კიდევ სხვა (ნუ ეს მე რაც მოვძებნე) მუხლებზე დაყრდნობით იეღოველები მოძღვრობენ სულის მოკვდავობას (ეხლა თურმე ამას მართლმადიდებელ მოზღვრებასაც აბრალებენ), რასაც თურმე ბიბლია ესოდენ ცხადად ამოწმებს. მაგრამ განვიხილოთ ჯერ ეს მუხლები:

პირველთან დაკავშირებით აშკარად ჩანს სექტის დამახასიათებელი ნიშან-თვისება. კონტექსტიდან ციტატის ამოგლეჯა და მისთვის საკუთარი ინტერპრეტაციის მინიჭება. მომყავს სრული ტექსტი, თავი III

ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში. ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა. ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა. ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა; ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა. ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა. ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა. ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა. რას არგებს მაშვრალს შრომა მისი? კიდევაც ვნახე საზრუნავი, რომელიც ღმერთმა მიუჩინა ადამის ძეთ მათ სატანჯველად. მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო. ვუწყი, რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს. თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები. ვუწყი ისიც, რომ ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ. რაიც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება, ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. კიდევ ვიხილე მზისქვეშეთში: განსჯის ადგილი დაეჭირა უკანონობას. მართლის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ? ვხედავ, კაცთათვის სხვა სიკეთე რომ არ ყოფილა, თუ არ იხარა თავის ნაღვაწით, რადგან ესაა მისი წილი ამ მზისქვეშეთში, ვინ დაანახვებს, რა მოხდება შემდგომად მისა? (ეკლ. 3, 1-22)

თუნდაც პირდაპირი მნიშვნელობით ეს ყოველივე წარმოადგენს სოლომონ მეფის ფიქრებს, მაგრამ იგი ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ცოდვების გამო პირუტყვებს მიემსგავსნენ. ანუ აქ რაიმე მკრეხეული რომ იყოს (ნუ იყოფინ) ეს მხოლოდ სოლომონ მეფის ფიქრებია და სხვა არაფერი, მაგრამ იგი რომ იმას არ გულისხმობს, რაც იეღოველებს გონიათ, ამას ქვემოთაც ამტკიცებს, როცა ამბობს: "მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12,7)

რაც შეეხება ტერმინ სიკვდილს, რომელიც სულთან მიმართებაში გამოიყენება ბიბლიაში. ერთი შეხედვითაც ცხადია რომ აქ არ გამოიყენება ტერმინი გაქრობა, რომელიც რადიკალურად სხვაობს ტერმინ სიკვდილისგან. ვინმე დამაჯერებს, რომ ამ ქვეყანაზე, თუნდაც მატერიალ, უკვალოდ ქრება? მით უფრო სული, რომლის მიმართაც არსად გამოიყენება ტერმინი გაქრობა, არამედ სიკვდილი, და თუ რას ნიშნავს ეს, ამაზე ისევ წმ. წერილის ციტატებს დავეყრდნობი:

ცოდვის საზღაური არის სიკვდილი (რომ. 6, 23) და არა გაქრობა

“აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა: შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს” (ლუკა 9,60) მკვდრებად ღვთისაგან განშორებულნი მოიხსენიებიან. Iსევე როგორც ამ ციტატაშიც:

“ნამდვილი ქვრივი ლოცვაში ატარებს, ავხორცი კი ცოცხლივ მკვდარია” (I ტიმ. 5, 5-6)

“რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა” (ლუკა 15, 24). ჩხადია ვაჟი ყოველთვის ცოცხალი იყო, მაგრამ ის ცოდვილიანად ცხოვრობდა, მამას განშორებული.


თერმინი სიკვდილია გამოყენებული ამ მუხლებშიც:

“ასევე თქვენც, ძმანო ჩემნო, მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და ამრიგად, გამოვუღოთ ნაყოფი ღმერთს” (რომ. 7,4)

“თუ ქრისტესთან ერთად მკვდარნი ხართ ქვეყნის საწყისთათვის, მაშ, როგორც კვლავ ქვეყნად მცხოვრებნი, რატომღა მისდევთ მის წესს” (კოლ. 2,20)

ანუ მოყვანილ მუხლებში სიკვდილი არ ნიშნავს გაქრობას, არამედ ამქვეყნიურისგან განშორებასა და ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას. წმ. წერილში სიტყა სიკვდილი ორი მნიშვნეობითაა ნახმარი: ხორციელ სიკვდილში იგულისხმება სულისა და ხორცი გაყრა, ხოლო სულიერ სიკვდილში – ღვთისაგან განშორება და ჯოჯოხეთში მისი მარადიული ყოფნა. ანუ სიტყვა სიკვდილი ნიშნავს არა გაქრობას, არამედ მდგომარეობის შეცვლას

რაც შეეხება იმ უამრავ ციტატას, სადაც სულის სხეულის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელებაზეა საუბარი, თუ სურვილი გექნებათ მოგვიანებით მოგაწვდით.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Otherguy   სულის უკვდავება   Oct 29 2009, 01:53 PM
KAIROS   :D მაგარია, ნაწილი ა...   Oct 29 2009, 02:56 PM
Otherguy   პ.ს. რაც შეეხება მრ...   Oct 29 2009, 03:55 PM
afxazi   Otherguy კაიროსის ამ ცი...   Oct 29 2009, 03:09 PM
afxazi   Otherguy :D :D :D აბაა, კაცი...   Oct 29 2009, 04:23 PM
Otherguy   Otherguy :D :D :D აბაა, კაც...   Oct 29 2009, 04:29 PM
KAIROS   ეგ აბსრუდია ჩემო კ...   Oct 29 2009, 04:40 PM
Otherguy   ეგ აბსრუდია ჩემო კ...   Oct 29 2009, 04:41 PM
KAIROS   გაიგე ახლა, აქ საუკ...   Oct 29 2009, 04:48 PM
Otherguy   გაიგე ახლა, აქ საუკ...   Oct 29 2009, 04:49 PM
KAIROS   ამოდი ლოგიკურად, შ...   Oct 29 2009, 04:57 PM
Otherguy   ამოდი ლოგიკურად, შ...   Oct 29 2009, 04:57 PM
KAIROS   ნამდვილად რათქმაუ...   Oct 29 2009, 04:59 PM
Otherguy   ნამდვილად რათქმაუ...   Oct 29 2009, 04:59 PM
KAIROS   თორემ გამოდის ამბრ...   Oct 29 2009, 05:04 PM
Otherguy   თორემ გამოდის ამბ...   Oct 29 2009, 05:07 PM
KAIROS   ისე მესმის როგორც ...   Oct 29 2009, 05:15 PM
Otherguy   ისე მესმის როგორც ...   Oct 29 2009, 05:20 PM
KAIROS   შენ გაუტიე თუ კარგ...   Oct 29 2009, 05:27 PM
Otherguy   შენ გაუტიე თუ კარგ...   Oct 29 2009, 05:31 PM
afxazi   რაც შეეხება ამას დ...   Oct 29 2009, 05:28 PM
KAIROS   ჯერ აფხაზს უპასუხე...   Oct 29 2009, 05:34 PM
Otherguy   afxazi იაღოველების ძა...   Oct 29 2009, 05:37 PM
afxazi   Otherguy ერთი მოყვასი ამ...   Oct 29 2009, 05:37 PM
afxazi   ამ ციტატებსაც დავდ...   Oct 29 2009, 06:06 PM
Otherguy   ამ ციტატებსაც დავ...   Nov 6 2009, 11:28 AM
Otherguy   afxazi “უთხრა მას იესო...   Oct 29 2009, 07:20 PM
KAIROS   ესაა კაცო პასუხი ი...   Oct 30 2009, 12:10 AM
Otherguy   ესაა კაცო პასუხი ი...   Oct 30 2009, 12:26 AM
დათიკო   Otherguy პასუხს გაურბიხ...   Oct 30 2009, 12:57 AM
Otherguy   დათიკო კი ბატონო, მ...   Oct 30 2009, 01:02 AM
afxazi   Otherguy კარგი მოეშვი ა...   Oct 30 2009, 09:43 AM
death   ახლა გადავათვალიე...   Nov 6 2009, 02:44 PM
ბადრი   Otherguy თუ იგავს მდიდა...   Nov 6 2009, 05:22 PM
Otherguy   death შეიძლება ესეთ ...   Nov 6 2009, 06:14 PM
afxazi   Otherguy ბიბლია რას ნიშნ...   Nov 6 2009, 06:16 PM
ბადრი   afxazi მეც იგივე კითხვ...   Nov 6 2009, 06:26 PM
Otherguy   afxazi ბადრი გასაგები...   Nov 6 2009, 06:35 PM
Atman   რაზე კამათობთ არ მ...   Nov 6 2009, 06:36 PM
Otherguy   რაზე კამათობთ არ მ...   Nov 6 2009, 06:36 PM
Atman   Otherguy მე თუ სკლეროზი ...   Nov 6 2009, 06:38 PM
afxazi   Otherguy მიპასუხე მართლ...   Nov 6 2009, 06:42 PM
Otherguy   Atman ანუ საიდან იცი რ...   Nov 6 2009, 06:48 PM
afxazi   Otherguy მე მაინტერესებ...   Nov 6 2009, 06:52 PM
Otherguy   Otherguy მე მაინტერესებ...   Nov 6 2009, 06:55 PM
Atman   Otherguy გონებით რომ ცდ...   Nov 6 2009, 06:52 PM
afxazi   ორი უკიდურესობა შ...   Nov 6 2009, 06:53 PM
Atman   Otherguy აი ამ იდიოტს გო...   Nov 6 2009, 06:56 PM
Otherguy   ორი უკიდურესობა შ...   Nov 6 2009, 07:00 PM
Atman   Otherguy გონებით თუ ეძე...   Nov 6 2009, 07:02 PM
afxazi   Otherguy ნუ ახლა რაღა უნ...   Nov 6 2009, 07:06 PM
Otherguy   Otherguy ნუ ახლა რაღა უნ...   Nov 6 2009, 07:09 PM
ოიგიუს მინიმუს   იქნებ ვინმემ მითხრ...   Nov 6 2009, 07:11 PM
Otherguy   ოიგიუს მინიმუს აგ...   Nov 6 2009, 07:19 PM
Atman   Otherguy აი ნაღდი მწიგნ...   Nov 6 2009, 07:24 PM
ოიგიუს მინიმუს   Otherguy მადლობა : ) ეხლა ...   Nov 6 2009, 07:26 PM
afxazi   Otherguy ეჰ ჩემო კარგო. ...   Nov 6 2009, 07:41 PM
Otherguy   [b]Otherguy ეჰ ჩემო კარგო. ...   Nov 6 2009, 07:48 PM
Otherguy   Otherguy აი ნაღდი მწიგნ...   Nov 6 2009, 07:43 PM
Atman   Otherguy არ გინდა ჩემი მ...   Nov 6 2009, 07:46 PM
Otherguy   [b]Otherguy არ გინდა ჩემი ...   Nov 6 2009, 07:51 PM
ბადრი   Otherguy რატომო ხუჭავ თ...   Nov 6 2009, 07:49 PM
afxazi   Otherguy ამისთვის გაფრ...   Nov 6 2009, 07:54 PM
Otherguy   Otherguy ამისთვის გაფრთ...   Nov 6 2009, 07:56 PM
afxazi   Otherguy კონკრეტული პირ...   Nov 6 2009, 07:59 PM
ბადრი   Otherguy თომა მოციქული ...   Nov 6 2009, 08:02 PM
afxazi   ბადრი აღარ გვინდა ...   Nov 6 2009, 08:05 PM
Otherguy   ისე ეხლა მესმის რა ...   Nov 6 2009, 08:17 PM
Atman   მაშინ მასწავლებელ...   Nov 6 2009, 08:21 PM
ოიგიუს მინიმუს   იეჰოვა რას ნიშნავს...   Nov 7 2009, 10:48 PM
ოიგიუს მინიმუს   :) საინტერეოს თემაა....   Nov 7 2009, 10:49 PM
Otherguy   იეჰოვა რას ნიშნავ...   Nov 7 2009, 10:52 PM
ოიგიუს მინიმუს   და კიდევ ერთი კითხ...   Nov 7 2009, 10:59 PM
Otherguy   და კიდევ ერთი კითხ...   Nov 7 2009, 11:03 PM
death   ეგ რომელი თავი და მ...   Nov 7 2009, 11:13 PM
Otherguy   იოანეს 8.58 კი ითქვა ...   Nov 7 2009, 11:17 PM
დათიკო   ოიგიუს მინიმუს შენ...   Nov 7 2009, 11:00 PM
death   [პოსტი წაშლილია მო...   Nov 7 2009, 11:01 PM
death   თქვენთან დიალოგს ა...   Nov 7 2009, 11:35 PM
Otherguy   death მიხარია რომ მაი...   Nov 8 2009, 11:36 AM
ბადრი   რა მწარეა სიმართლ...   Nov 7 2009, 11:40 PM
death   ამასაც გამოვეხმაუ...   Nov 7 2009, 11:49 PM
ბადრი   death ამისტვის ყურად...   Nov 8 2009, 01:04 AM
death   რაც შეეხება არგუმე...   Nov 8 2009, 04:26 PM
Otherguy   რაც შეეხება არგუმ...   Nov 8 2009, 05:18 PM
sable   ორიგენეს განმარტ...   Nov 8 2009, 05:32 PM
G_I_O_R_G_I_   ეჰ მასე ორიგენე ბე...   Nov 8 2009, 05:40 PM
A-G-A-P-E   G_I_O_R_G_I_ ადიშის ოთხთა...   Nov 8 2009, 06:01 PM
death   სად შევაგინე აბა ვ...   Nov 8 2009, 06:06 PM
A-G-A-P-E   ოდიშის ოთხთავი არ ...   Nov 8 2009, 06:20 PM
death   death მადლობა პასუხი...   Nov 8 2009, 06:24 PM
G_I_O_R_G_I_   A-G-A-P-E "ეღო ემი " მე ...   Nov 8 2009, 06:45 PM
death   A-G-A-P-E "ეღო ემი " მე...   Nov 8 2009, 06:49 PM
A-G-A-P-E   death მგონი იცი რომ იო...   Nov 8 2009, 06:48 PM
A-G-A-P-E   death გასაგებია რომ მ...   Nov 8 2009, 06:53 PM
death   A-G-A-P-E მოდი რა არ გვი...   Nov 8 2009, 06:55 PM
A-G-A-P-E   death თავის დაძვრენა ...   Nov 8 2009, 07:10 PM
Otherguy   death მგონი იცი რომ იო...   Nov 8 2009, 07:11 PM
death   A-G-A-P-E კარგი მთაწმინ...   Nov 8 2009, 07:27 PM
A-G-A-P-E   A-G-A-P-E კარგი მთაწმინ...   Nov 8 2009, 07:35 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 02:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი