![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
![]() წაიკითხეთ ყველამ და შეაფასეთ, ამ წიგნზე სკანდალი იყო იმიტომ რომ ბევრმა ვერ გაიგო ნაწერი ისეთ თემებს ეხება მამა გიორგი, რომ აკრძალეს ეს წიგნი არქივში ელექტრო ვერსია წიგნია და გამშვები პროგრამაც თუ ვინმეს არააქ დააყენოს და წიგნსაც წაიკითხავს გ ა დ მ ო წ ე რ ა |
![]() ![]() |
KAIROS |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მე ვაგრძელებ წიგნის განხილვას:
გვერდები 43-46 მიდის საეკლესიო სამართალთან შეუსაბამო მტკიცებები, რომ 1. ეძიეთ ცოცხალი წმიდანები. 2. რომ შეიძლება მღვდელმა მოგიტევოს ცოდვა და არ იყოს მოტევებული, ამიტომ უნდა ეძიოთ წმიდა მღვდელი ორივე სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ კანონიკას, რომლის მიხედვით არ არსებობს ადამიანი ცოცხალი, რომელსაც შეიძლება "წმიდანი" დავარქვათ, და კიდევ შენდობის ლოცვის წაკითხვისას ცოდვების მიტევება ხდება არა გამომდინარე წამკითხველი მღვდელის "სიწმიდე ან არა სიწმიდისა" , არამედ ხელდასხმის მადლისა. 46 გვერდზე საერთოდ ალოგიზმი შემოდის, აშკარაა ამ სიტყვების ავტორს საერთოდ არ ესმის სიტყვა "წმიდანის" სულიერი არსი, რადგან იგი წმიდანებს უწოდებს მთელ ეშელონებს ადამიანებისა, იგი 52 გვერდზე აყალიბებს შეხედულებას, რომ წმიდანები სიცოცხლეში გამხდარან წმიდანები, და არა სიკვდილის შემდეგ, წერს აბსურდს, რომ ზოგიერთი "წმიდანად იბადება" (ეს მცდარი აზრი მეორდება გვიანაც 58 გვერდზე) , ეს მკრეხელობაცაა იგივე წმიდანების მიმართ, რადგან გამოდის, რომ ეგეთი დაბადებულა და არა ღვაწლით მიუღწევია, მოყავს სია წმიდანებისა, რომლებიც თურმე წმიდანები 5-6-7 წლის ასაკში გამხდარან, თან ისე რომ შემდეგშიც ცხოვრობდნე (გამონაკლისია, როცა ვინმე სიყრმესი მოწამეობრივად აღესრულება და მხოლოდ შემდეგ და მხოლოდ ამ გზით ხდება წმიდანი), შეიძლება ქრისტიანი წმიდად ცხოვრობდეს და შეიძლება ცხოვრებაში სასწაულებიც მოახდინოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი წმიდანია, სანამ არ გავა ამქვეყნიდან, ისიც ცოდვილი და ისიც ებრძვის ცოდვას, არ დაგვავიწყდეს იუდაც ახდენდა სასწაულებს... საერთოდ უნდა ითქვას, რომ ხსენებული ავტორი ძალიან მძიმე შეცდომებს უშვებს ამ საკითხთან დაკავშირებით , მისი აზრით "წმიდა სინოდი" იმიტომ ქვია რომ მისი ყველა წევრი "წმიდანია", ეს რომ აბსურდია, მხოლოდ იმის გახსენებით შეიძლება რამდენი იქნა განკვეთილი ეკლესიიდან იგივე სინოდის წევრები, რამდენი იყო მხილებული სხვადასხვა მძიმე ცოდვებში და ნესტორი კი ყველაზე დიდი მწვალებელი საერთოდ პატრიარქი იყო კონსტანტინეპოლის ეკლესიის! ძალიან ცდება ამ საკითხში ავტორი და ყველა გვერდს არ მოვიყვან სადაც ამ სიმცდარეს იმეორებს. მანამ კი 48 გვერდზე კიდევ ერთ მძიმე კანონიკურ შეცდომას უშვებს თეოლოგიურთან ერთად 3."მღვდელი რომელიც არ არის წმიდანი , მღვდელი არ არის" ეს სრული შეცდომაა, როგორც დავწერეთ ხელდასხმის მადლი ფუნქციონირებს მღვდლის ზნეობრივი ცხოვრების ხარისხებისდა მიუხედავად! 46 გვერდზე ამთავრებს დოგმატური ცდომილებით, როცა რომელიმე ერს განუკუთვნებს იმ წოდებას, რაც მხოლოდ საერთო ეკლესიისადმი ( და არა მარტო ჩვენი, ან მარტო ჩვენი ერისადმი, მიწისადმი, ეროვნებისადმი...) ითქმის, ავტორი დაჟინებით ამბობს, რომ 4. "ჩვენ ქრისტეს ქვეყანა ვართ" (და არა ქრისტიანულიო, თითქოსდა ეს უკანასკნელი დამამცირებელი ყოფილიყოს) ეს რომ აბსურდია ეგ ზემოთ დავწერე, ქრისტეს "ქვეყანა" არის მისი მისტიური სხეული ეკლესია, რომელიც აერთიანებს ყველა ერის ყველა მორწმუნეს. გვერდს ავუვლით ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა "მინდოდა მეხეთქა ცხვირში..." (გვ.49)უკომენტაროდ... 5. რაღაცმაგიურ ნიშნებს ხვდებით "ნამდვილი დიაკონის" დახასიათებაში, თურმე ეს "ნამდვილი დიაკონი" (ანუ არსებობენ "არანამდვილი დიაკონებიც") "ტელეპატიურად უნდა ელაპარაკებოდეს მღვდელს"(გვ.55) ვტოვებ უკომენტაროდ....თუკი ამას მახასიათებლად ჩავთვლით დიაკვინისა მაშინ ეს შამანიზმია და არა ქრისტიანობა, მსგავსი სულიერ საუბრები არის უიშვიათესი თვისება და ისიც ათეულ წლებით დაყუდებულ მამათა შორის ერთეულები, და არა დიაკვნის "ნამდვილობის" განმსაზღვრავი... 6. ასევე აბსურდია გვერდი 56 "ნამდვილი მღვდელი სასუფეველშია ნამყოფი..." ვტოვებ ისევ უკომენტაროდ, უბრალოდ იმხელა აბსურდია სიტყვებიც არ მყოფნის... მივედი 63 გვერდამდე... შემდეგ გავაგრძელებ, ერთობ სავალალო სიტუაცია კია ![]() აი, რატომ არ შეიძლება საპატრიარქოს დაუკითხავად და სარეცენზიო საბჭოს შესწორების გარეშე წიგნის გამოცემა, იქიდანაც გამოდის შეცდომები და იმათ გარეშე ხედავთ რა საშინელი სიტუაციაა... ეჰ-ით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 12:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი