მათეს 28:19, ამ მუხლის ღრმა გამოკვლევა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მათეს 28:19, ამ მუხლის ღრმა გამოკვლევა... |
Lashab |
Apr 13 2009, 03:12 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 |
გამარჯობათ, პირველ რიგში ვიტყვი რომ რასაც ეხლა ვამბობ, არავინ არ მეთანხმება ფორუმზე, არც იეჰოვას მოწმეები, არც მართლმადიდებლები და არც 50-იანელები... ამიტომ ამ "ბრძოლაში" მარტო ვარ და გთხოვთ საკითხს მოვეკიდოთ სერიოზულად და ჩემს მიმართ არ იყოს ზედმეტი უხეშობები...
მინდა ვისაუბრო მათეს 28:19-ზე რომელიც ყველა არსებულ ბიბლიის თარგმანში ასე გამოიყურება: 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ. ჩემი იდეა არის რომ ეს ფრაზა არის სამების მომხრეების მიერ ჩამატებული... პირველ რიგში უნდა ვთქვა- არც ერთი ძველ ბერძნული მანუსკრიპტი არ ეთანხმება ამ აზრს... თუმცა უნდა ვთქვა: მათეს სახარების არც ერთი მანუსკრიპტი არ გვაქვს 4 საუკუნემდელი აღმოჩენილი- ასე რომ მანუსკრიპტული არგუმენტი ვერ იქნება გადამწყვეტი... "დიოკლეტიანემ 303 წელს ბრძანება გასცა დაეწვათ ყველა ქრისტიანული ნაწერები..." ეს ისტორიული ფაქტია, თუმცა ვერ ვუარყოფთ რომ პატარა ნაწილი გადარჩა... ახლახანს აღამოჩინეს მათეს ებრაული სახარება, რომელსაც აგრეთვე შემ ტობის ებრაულ სახარებას უწოდებენ, სადაც ეს მუხლი ასეა: 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი ჩემი სახელით, 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც მე გამცნეთ. თუმცა ეს არაა და ვერც იქნება გადამწყვეტი არგუმენტი... გადავხედოთ როგორ ციტირებენ ძველი ეკლესიის მამები: 1. ევსები კეისარიელი- 4 საუკუნის ქრისტიანი მამა, სამების მომხრე... მის კომენტარებში ფსალმუნებში, ისაიაზე, და სხვა ბიბლიურ ნაწილებზე, 19-ჯერ ციტირებს ამ ფრაზას სულ ასე: "Go ye and make disciples of all the nations in my name, teaching them to observe all things, whatsoever I commanded you." ხოლო თავის ნაშრომში Demonstratio Evangelica (col. 240, p. 136) წერს ასე: "For he did not enjoin them 'to make disciples of all nations' simply and without qualification, but with the essential addition 'in his name.' For so great was the virtue attached to his appellation that the Apostle says, God bestowed on him the name above every name, that in the name of Jesus every knee shall bow of things in heaven and on earth and under the earth. It was right therefore that he should emphasize the virtue of the power residing in his name but hidden from the many, and therefore say to his Apostles, Go ye and make disciples of all nations in my name." ფაქტია ევსები კეისარიელის ბიბლიის თარგმანი რასაც არჩევდა- არ შეიცავდა ამ ფრაზას... 2. იუსტინე წამებული - 2 საუკუნის ეკლესიის მამა, სამების მორწმუნე... "Justin Martyr quotes a saying of Christ as a proof of the necessity of regeneration, but falls back upon the use of Isaiah and apostolic tradition to justify the practice of baptism and the use of the truine formula. This certainly suggest that Justin did not know the traditional text of Matthew 28:19" (Ency. Rel. and Ethics, p 380) ანუ იუსტინე ციტირებს იესოს სიტყვებს(არა ისე როგორც ეხლა წერია) და შემდეგ ისაიას არჩევს და მოციქულების ტრადიციების მიხედვიტ იწყებს მტკიცებას რომ ნატლობა უნდა მოხდეს სამების იდეით- გამოდის მან არ იცოდა აშკარად, თორემ რათ უნდოდა ამდენი ჩალიჩი- პირდაპირ თუ ეწერა სამების მიხედვით ნათლობა... ამის გარდა სხვა ეკლესიის მამებსაც აქვთ ბუნდოვნად მინიშნებები ამაზე, თუნდაც ორიგენეს და კლემენტი ალექსანდრიელს მაგრამ არა იმდენად რომ 100% ვტქვათ რომ მათ არ იცოდნენ ეს ფრაზა ამ სახით... აი საწინააღმდეგო თქვენ დაამტკიცეთ რომ რომელიმე ეკლესიის მამას უწერია ეგ ფრაზა ზუსტად ეგრე თავისთან ეხლა გადავიდეთ თვითონ ბიბლიაზე: 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი ჩემი სახელით 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც მე გამცნეთ. ასე აზრობრივად ჯდება... ეხლა ფორმულას გადავხედოთ რაც მთავარია, თუ სად სრულდება: 1. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს. (საქმეები 2:38) 2. ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით. (საქმეები 8:16) 3. და უბრძანა მათ, ნათელ ეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან. (საქმები 10:48) 4. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. (საქმეები 19:5) ანუ მოციქულები იესოს მოწოდებას არ ასრულებდნენ??? აი ეს კი ბოლო არგუმენტი ჩემი ამჟამად ბიბლიიდან: ლუკას 24 თავი: 46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, 47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. ბიბლიაში ნათლად ჩანს თუ ვისი სახელით ქადაგებდნენ და ვისი სახელით ნათლავდნენ... ეხლა ველი არგუმენტებს და "ზედახორას" ჩემზე -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
afxazi |
Oct 30 2009, 01:23 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
mevar
ციტატა ის, რაც განახორციელა იესომ, ყოველ ძე კაცისას შეუძლია განახორციელოს! ნუ გასაგებია, რომ არ ხართ იეღოველი, ან მსგავსი სექტის მიმდევარი, რომლებიც უარყოფენ ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ ეს არის ნესტორიანიზმი, რომელიც მკაცრად დაგმო ეკლესიამ. ნესტორი მიიჩნევდა, რომ ძემ მიიღო არა ადამიანური ბუნება, არამედ ადამიანური პიროვნება, ანუ ერთი კონკრეტული ადამიანი განიღმრთო, რაც გამორიცხავს გამოხსნის შესახებ მოძღვრებას, რადგან თუკი ღმერთმა მხოლოდ ერთი, კონკრეტული ადამიანის პიროვნება მიიღო, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ის ადამიანი გამოიხსნა და არა მთელი კაცობრიობა. ეს არის მწვალებლობა და დაგმობილი ეკლესიისგან. ასე რომ ვერ ვხვდები ქრისტიანობის ნიღაბს ვინ და რატომ იყენებს. mevar ციტატა მეგობარო, მომიტევე, მაგრამ მიახლოებითი წარმოდგენაც კი არ გაქვს იმ საგანზე რაზეც ცდილობ რომ ჭკვიანურად ისაუბრო. არა მგონია შენ გქონდეს, რადგან მიხვდებოდი ამ მოძღვრების აბსურდულობას, უბრალო ლოგიკითაც კი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
mevar |
Oct 30 2009, 01:48 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 159 რეგისტრ.: 27-April 09 წევრი № 6,900 |
mevar არა მგონია შენ გქონდეს, რადგან მიხვდებოდი ამ მოძღვრების აბსურდულობას, უბრალო ლოგიკითაც კი. მეგობარო, უბრალო ლოგიკითაც კი არ გაქვს აზროვნების წინაშე გატარებული ამ იდეის სრული სახე, მისი რაობა დანიშნულება და მიზანი. ეს ერთი. ახლა მეორე - ეს მოძღვრება არ გაXლავს, ისეე როგორც ქრისტეანობა. ეს არის თავად ადამიანური სიცოცხლის პრინციპი და დანიშნულების სისრულეში მოყვანა. ადამიანის განვითარებისთვის დედამიწაზე სხვა გზა არ არსებობს თუარა რეინკარნაციების მეშვეობით სრულყოფა მისი ბუნებისა და განღვთაებრიობა. შემდგომ კი სიცოცხლის სხვა ტიპებიც არსებობს, მამის საუფლოში უბედურება ისაა, რომ თქვენ სიცოცხლე გსურთ მოძღვრებაზე დაიყვანოთ. არაფერი გამოგივათ. ადამიანის სულისმჭამელები დამსახურებულად მიიღებენ და არ გირჩევდით მათს შორის ყოფნას. -------------------- ჭეშმარიტი ქრისტიანი არის მხოლოდ ის, ვისაც ესმის თუ რას ნიშნავს:" გაასწორეთ,შეცვალეთ თქვენი სამშვინველის წყობა, რათა ზეციურ სასუფეველს მიეცეს შემოღწევის საშუალება თქვენს მეობაში."
"ჩემს შემდეგ მომავალი მოგნათლავთ სულისწმიდით და ცეცხლით" მათე 3,11.ლუკა 3,16. "რადგან ჩვენი ღმერთი -მჭამელი ცეცხლია" პავლე. ებრ.12,29 |
lingvo |
Oct 30 2009, 01:58 PM
პოსტი
#4
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ადამიანის განვითარებისთვის დედამიწაზე სხვა გზა არ არსებობს თუარა რეინკარნაციების მეშვეობით სრულყოფა მისი ბუნებისა და განღვთაებრიობა. შემდგომ კი სიცოცხლის სხვა ტიპებიც არსებობს, მამის საუფლოში ეს ეწინაღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი