![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
![]() წაიკითხეთ ყველამ და შეაფასეთ, ამ წიგნზე სკანდალი იყო იმიტომ რომ ბევრმა ვერ გაიგო ნაწერი ისეთ თემებს ეხება მამა გიორგი, რომ აკრძალეს ეს წიგნი არქივში ელექტრო ვერსია წიგნია და გამშვები პროგრამაც თუ ვინმეს არააქ დააყენოს და წიგნსაც წაიკითხავს გ ა დ მ ო წ ე რ ა |
![]() ![]() |
maZiebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,094 რეგისტრ.: 16-August 06 მდებარ.: თქვენთან წევრი № 67 ![]() |
მამა გიორგის პირადად შევხვდი მოწამეთაში, გელათიდან დაბრუნებულებმა მოწამეთაში გადავუხვიეთ და მოულოდნელად გზაზე შემოგვხვდა. მრავალი ადამიანი მინახავს მისი მადლიერი. ურთიერთობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჩემს თანამგზავრს კარგი საფიქრალიც გაუჩინა, როცა სახელით მიმართა გამომშვიდობებისას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სახელები არ გვითქვამს
![]() რაც შეეხება წიგნს, ძალიან ბევრი ისეთი აზრია, რომლის მიღება და გავრცელება, როგორც საეკლესიო სწავლებისა, არ შეიძლება, წინააღმდეგობაშია ღვთისმეტყველებასთან. წინა გამოცემაში (ვერ ვიხსენებ წიგნის სახელს) კიდე უფრო მეტი და იოლადშესამჩნევი ხარვეზები იყო, თუმცა სარგებელიც დიდი შეიძლება მიიღოს მკითხველმა, თუ სათანადოდ არის მომზადებული. კიდე ერთი - მეც ვიფიქრებდი, რომ მუდამ ფეხით დადის, იმდენს ლაპარაკობენ ამ თემაზე, ჩემი თვალით რომ არ მენახოს იქვე ზაპოროჟეცში ჩამჯდარი და თბილისიდან კიდე სამარშრუტო ავტობუსით მიმავალი. რა საჭიროა ასეთი უტრირება, ხანდახან თუ მანქანაში ჩაჯდება, მის სულიერებას რამე დააკლდება ამით? ![]() ეს თემა დაეხმარება მკითხველს იმაში, რომ საეჭვო თუ არასწორმა შეხედულებებმა ნაკლები გავლენა მოახდინონ მათზე და წიგნისგან მხოლოდ სარგებელი მიიღონ. -------------------- "...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33. "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 11:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი