სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| astral |
Apr 23 2009, 01:05 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 23-April 09 წევრი № 6,872 |
გამარჯობა მამაო! თამბაქოს ვეწევი ცოტა რაოდენობით, ვინაიდან ფიქრისას კონცენტაციის საშუალებას მაძლევს. რაოდენ საზიანოა მოწევა საერთოდ სულისთვის?
|
![]() ![]() |
| აბე |
Oct 31 2009, 10:39 PM
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
გამარჯობა მამაო! თამბაქოს ვეწევი ცოტა რაოდენობით, ვინაიდან ფიქრისას კონცენტაციის საშუალებას მაძლევს. რაოდენ საზიანოა მოწევა საერთოდ სულისთვის? დეკ. თეოდორე გიგნაძე (წყარო: www.orthodoxy.ge) - წმ. პავლე მოციქული გვმოძღვრავს, რომ ყველაფრით, ყოველი ჩვენი საქმიანობით, ყოფითი ცხოვრებით ღმერთი უნდა ვადიდოთ. რელიგიური გაგებით ადამიანი დინამიური არსებაა. იგი ან უახლოვდება ან შორდება მას. თუ შენი ცხოვრებით ღმერთი არ იდიდება, მაშინ ცილდები უფალს; თუ შენი გზა ღვთისკენ არ მიდის, მაშინ სცილდები მას. და სწორედ ეს არის ცოდვა. ამგვარი შეფასებით აშკარა ხდება ცოდვიანობა თამბაქოს წევისა. შეიძლება შედარებაც კი მოვიყვანოთ: მაგალითად, ჭიქა ღვინით შეიძლება ღვთის დიდება. ეს ქართულ სუფრაზეც კარგად ჩანს, ხოლო სიგარების გაბოლებით ვერანაირად ადიდებ უფალს - პირიქით, გაბოლება და იმავდროულად უფალზე საუბარი, მით უმეტეს, თუ ეს წმ. ხატებთან ხდება, რა თქმა უნდა, ღვთის შეურაცხყოფაა. არ უნდა დაგვავიწყდეს თამბაქოს და მისი მოწევის წარმართული წარმომავლობაც. იგი ხომ ამერიკელი ინდიელების საკმეველია და კმევის ფორმაც რომ უცვლელად გადმოვიღეთ!!! მწეველი კაცი დამოკიდებული ხდება ნიკოტინზე და ამით გარკვეული ხარისხით თავისუფლებასაც კარგავს. და რაც მთავარია, თამბაქოს წევა მწეველისათვის გარკვეულ რელიგიურ დატვირთვას ატარებს. ადამიანი რელიგიური არსებაა. მის პიროვნებას ვერაფერი ავსებს. იგი ყოველთვის "რაღაცას" ეძებს, გრძნობს სიცარიელეს და მის შესავსებად სიგარეტს იყენებს. აფორიაქებულია და ეძებს სიმშვიდეს, რის მისაღწევადაც კვლავ თამბაქოს მიმართავს. ქვეცნობიერად გრძნობს, რომ საჭიროა ჩაღრმავება საკუთარ თავში და ბოლს უშვებს შიგნით. ვერ გუობს მარტო ყოფნას, რადგან ასეთად შექმნა იგი გამჩენმა და სიგარეტს იხდის მეგობრად. ღმერთი უნდა უყვარდეს და მის გარეშე ვერ უნდა ძლებდეს, მას კი თამბაქო უყვარს და არ შეუძლია მის გარეშე. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მწეველი ისევე ცოდავს, როგორც მრუში, მკვლელი, ქურდი, მკითხავი, დედის მაგინებელი, მემთვრალე და ა. შ. მაგრამ თუ იგი უფლის სიყვარულისათვის თამბაქოს წევას თავს არ დაანებებს, მაშინ ეს ჩვევა შეიძლება სასიკვდილო ცოდვას გაუთანაბრდეს. რაც შეეხება მწეველ მღვდლებს - მღვდელი არ არის უცოდველი. იგი შეიძლება სხვადასხვა ცოდვით სცოდავდეს და სამწუხაროდ, მათ შორის, თამბაქოს წევითაც. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მღვდლის მიერ რაიმე ცოდვის ჩადენა (ოღონდ არა სასიკვდინესი; თამბაქოს წევას კი ვერ ჩავთვლით სასიკვდინედ) ვერც ამ კონკრეტულ ცოდვას დააკანონებს და არც მის მღვდლობას გააუქმებს. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 09:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი