ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
fidelio |
Feb 26 2007, 03:58 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 5-February 07 მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi წევრი № 1,015 |
[size=4]
,,თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთი ციცქნა ნაგლეჯს, ალბად არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველი გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ. დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ,როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექეოდი შოკოლადის ნაყინს! თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო სხეულს, არამედ ჩემს სულსაც. ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედექტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა. ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა და კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი