მათეს 28:19, ამ მუხლის ღრმა გამოკვლევა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მათეს 28:19, ამ მუხლის ღრმა გამოკვლევა... |
Lashab |
Apr 13 2009, 03:12 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 561 რეგისტრ.: 24-December 08 წევრი № 6,157 |
გამარჯობათ, პირველ რიგში ვიტყვი რომ რასაც ეხლა ვამბობ, არავინ არ მეთანხმება ფორუმზე, არც იეჰოვას მოწმეები, არც მართლმადიდებლები და არც 50-იანელები... ამიტომ ამ "ბრძოლაში" მარტო ვარ და გთხოვთ საკითხს მოვეკიდოთ სერიოზულად და ჩემს მიმართ არ იყოს ზედმეტი უხეშობები...
მინდა ვისაუბრო მათეს 28:19-ზე რომელიც ყველა არსებულ ბიბლიის თარგმანში ასე გამოიყურება: 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ. ჩემი იდეა არის რომ ეს ფრაზა არის სამების მომხრეების მიერ ჩამატებული... პირველ რიგში უნდა ვთქვა- არც ერთი ძველ ბერძნული მანუსკრიპტი არ ეთანხმება ამ აზრს... თუმცა უნდა ვთქვა: მათეს სახარების არც ერთი მანუსკრიპტი არ გვაქვს 4 საუკუნემდელი აღმოჩენილი- ასე რომ მანუსკრიპტული არგუმენტი ვერ იქნება გადამწყვეტი... "დიოკლეტიანემ 303 წელს ბრძანება გასცა დაეწვათ ყველა ქრისტიანული ნაწერები..." ეს ისტორიული ფაქტია, თუმცა ვერ ვუარყოფთ რომ პატარა ნაწილი გადარჩა... ახლახანს აღამოჩინეს მათეს ებრაული სახარება, რომელსაც აგრეთვე შემ ტობის ებრაულ სახარებას უწოდებენ, სადაც ეს მუხლი ასეა: 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი ჩემი სახელით, 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც მე გამცნეთ. თუმცა ეს არაა და ვერც იქნება გადამწყვეტი არგუმენტი... გადავხედოთ როგორ ციტირებენ ძველი ეკლესიის მამები: 1. ევსები კეისარიელი- 4 საუკუნის ქრისტიანი მამა, სამების მომხრე... მის კომენტარებში ფსალმუნებში, ისაიაზე, და სხვა ბიბლიურ ნაწილებზე, 19-ჯერ ციტირებს ამ ფრაზას სულ ასე: "Go ye and make disciples of all the nations in my name, teaching them to observe all things, whatsoever I commanded you." ხოლო თავის ნაშრომში Demonstratio Evangelica (col. 240, p. 136) წერს ასე: "For he did not enjoin them 'to make disciples of all nations' simply and without qualification, but with the essential addition 'in his name.' For so great was the virtue attached to his appellation that the Apostle says, God bestowed on him the name above every name, that in the name of Jesus every knee shall bow of things in heaven and on earth and under the earth. It was right therefore that he should emphasize the virtue of the power residing in his name but hidden from the many, and therefore say to his Apostles, Go ye and make disciples of all nations in my name." ფაქტია ევსები კეისარიელის ბიბლიის თარგმანი რასაც არჩევდა- არ შეიცავდა ამ ფრაზას... 2. იუსტინე წამებული - 2 საუკუნის ეკლესიის მამა, სამების მორწმუნე... "Justin Martyr quotes a saying of Christ as a proof of the necessity of regeneration, but falls back upon the use of Isaiah and apostolic tradition to justify the practice of baptism and the use of the truine formula. This certainly suggest that Justin did not know the traditional text of Matthew 28:19" (Ency. Rel. and Ethics, p 380) ანუ იუსტინე ციტირებს იესოს სიტყვებს(არა ისე როგორც ეხლა წერია) და შემდეგ ისაიას არჩევს და მოციქულების ტრადიციების მიხედვიტ იწყებს მტკიცებას რომ ნატლობა უნდა მოხდეს სამების იდეით- გამოდის მან არ იცოდა აშკარად, თორემ რათ უნდოდა ამდენი ჩალიჩი- პირდაპირ თუ ეწერა სამების მიხედვით ნათლობა... ამის გარდა სხვა ეკლესიის მამებსაც აქვთ ბუნდოვნად მინიშნებები ამაზე, თუნდაც ორიგენეს და კლემენტი ალექსანდრიელს მაგრამ არა იმდენად რომ 100% ვტქვათ რომ მათ არ იცოდნენ ეს ფრაზა ამ სახით... აი საწინააღმდეგო თქვენ დაამტკიცეთ რომ რომელიმე ეკლესიის მამას უწერია ეგ ფრაზა ზუსტად ეგრე თავისთან ეხლა გადავიდეთ თვითონ ბიბლიაზე: 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი ჩემი სახელით 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც მე გამცნეთ. ასე აზრობრივად ჯდება... ეხლა ფორმულას გადავხედოთ რაც მთავარია, თუ სად სრულდება: 1. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს. (საქმეები 2:38) 2. ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით. (საქმეები 8:16) 3. და უბრძანა მათ, ნათელ ეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან. (საქმები 10:48) 4. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. (საქმეები 19:5) ანუ მოციქულები იესოს მოწოდებას არ ასრულებდნენ??? აი ეს კი ბოლო არგუმენტი ჩემი ამჟამად ბიბლიიდან: ლუკას 24 თავი: 46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, 47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. ბიბლიაში ნათლად ჩანს თუ ვისი სახელით ქადაგებდნენ და ვისი სახელით ნათლავდნენ... ეხლა ველი არგუმენტებს და "ზედახორას" ჩემზე -------------------- "ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)
"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8) |
mevar |
Nov 5 2009, 08:49 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 159 რეგისტრ.: 27-April 09 წევრი № 6,900 |
ციტატა ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ძალიან დიდ ხიბლში ხართ ჩავარდნილი?... ნება მომეცით გკითხოთ, რა გაძლევთ ასეთი დასკვნის გაკეთების რწმუნებულებას? რას ეყრდნობით ამ დროს? რითი ხელმძღვანელობთ? პირადი გამოცდილებით თუ ბრმად მიღებული და ბრმად მორგებული თეორიული დოკუმენტებით? რამეთუ თქვენს ხელში და თქვენს მიერ ხდება მათი რედაქტირება- დამახინჯება და მორგება დროის ყაიდაზე, რომლითაც მართავენ სულისმჭამელები ადამიანებს. კვლავ ღვთის მონებს უწოდებენ ადამიანებს, როცა უფალმა უკვე გვითხრა ჩვენ -"ამიერიდან აღარ გიწოდებთ მონებს, რადგან მონამ არ იცის რას აკეთებს მისი ბატონი."- აი ამ რწმუნებულებიდან გელაპარაკებით მე თქვენ და არა თეორიიდან, რის ხიბლშიაც თავად იმყოფებით.თუ ვინმე ფიქრობს რომ მე ხიბლიდან გელაპარაკებით, მასინ მოვიდეს და თავადაც რწმუნებულებიდან მელაპარაკოს- არა თეორიიდან, რწმუნებულებიდან - ქრისტიანული სიცოცხლის და სულის ცხოვრების პრაქტიკიდან. ქევანა შენ სუ!რადგან აზრზე არ ხარ რას ბჟუტურობ (სიყვარულით) რაც შეეხება თემას- ქრისტიანობა გახლავთ ადამიანისათვის დედამიწაზე ჩამოსული სამების მადლის და ნათლის გადაცემა, რათა ადამიანებს მიეცეთ ცნობიერად მიიღონ სული და გზა და ჭეშმარიტება, რომელიც არის ღმერთი. და ეს მიიღონ აქ, დედამიწაზე და მიეცეთ ცხადლივ რწმუნებულებაში შესვლა, რომ ისინი არიან ღმერთის შვილები და თავად სულები სულიერ სამყაროში. და ამის მოწმობა და რწმუნებულება მიეცეთ იმ ნათლობის მეშვეობთ,რაზეც ამბობს იოანე ნათლისმცემელი. არა სიმბოლურად. ფაქტობრივად. ეს არის გამოთქმული სახარებაში, რომელიც არის სიტყვად ჩამოსული სამება, და რომლის ხმასაც მხოლოდ მისი ცხვარი ისმენს. და არა ძიძების ნანას და სუროგატი დედების ციტატა მდააა, მაშინ ესეთი პასუხი გავცეთ იმას ვინც არ არის "მე" და ცრუობს პატივცემულო ხოკაიდო,ის ცრუმეტყველება და ბნელმეტყველება რითაც ახლა იჩენთ თავს, სწორედ რომ თქვენი მეობის მეტისმეტი სიმცირიდან გამომდინარეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გონიერი ადამიანი სიცრუეს არ დასწამებს იქ, სადაც მას პირადი გამოცდილებიდან ხედვა არ მიუწვდება. რაც შეეხება kairos-ს ვუპასუხებ რომ იმდენად ვერ ერკვევა ვერც ქრისტიანობასა და ვერც ბლავატსკაიას მოძღვრებაში, რომელთანაც მე ისეთივე საერთო გამაჩნია, როგორც თავად kairos-თან(ღმერთო შენ დამიფარე), რომ უმჯობესია გაჩუმდეს, რომ თავისი "ცოდნებით"არ ააშკარაოს სრული უმეცრება. -------------------- ჭეშმარიტი ქრისტიანი არის მხოლოდ ის, ვისაც ესმის თუ რას ნიშნავს:" გაასწორეთ,შეცვალეთ თქვენი სამშვინველის წყობა, რათა ზეციურ სასუფეველს მიეცეს შემოღწევის საშუალება თქვენს მეობაში."
"ჩემს შემდეგ მომავალი მოგნათლავთ სულისწმიდით და ცეცხლით" მათე 3,11.ლუკა 3,16. "რადგან ჩვენი ღმერთი -მჭამელი ცეცხლია" პავლე. ებრ.12,29 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი