IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდანები, წმინდა ნაწილები, ხატთაყვანისცემა, ...
გლახა
პოსტი Feb 26 2007, 07:17 PM
პოსტი #1


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ძვირფასო მეგობრებო მე მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ერთ-ერტი ისტორიული წიგნიდან.
ამ თემის მიზანი არ არის დაჭმა დაგლეჯვა, არამედ საუბარი და მსჯელობა.
გთხოვთ რომელთაც არ შეგიძლიათ ამ თემაში მოყოლა, ნაძალადევად ნუ დაპოსტავთ.
წინასწარ გმადლობთ.

წმიდა ნაწილების თაყვანისცემა

~რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები~

პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილით ქრისტიანული ეკლესია შევიდა სასტიკი დევნების ხანგრძლივ პერიოდში. არ ყოფილა არც ერთი ეკლესია, რომლის მორწმუნეებსაც არ დაემოწმებინოთ წმიდა წერილის ჭეშმარიტება და ერთგულება იესო ქრისტესადმი ზოგიერთი თავისი წევრების მოწამეობრივი სიკვდილით.
მოწამეთა სახელები ხელმძღვანელი ძმების მიერ ადგილობრივი ეკლესიების სიებში შეიტანებოდა. ზოგიერთ ეკლესიებში ეს სიები იკითხებოდა ზიარების დროს, როგორც ქრისტეს მოძღვრების ერთგულების შეურყეველი მაგალითები.
ცნობილ დღეებში, უმთავრესად კი, წლისთავებზე, მორწმუნეები იკრიბებოდნენ მოწამეთა საფლავებთან, რათა მოესმინათ მათი მოწამეობრივი სიკვდილის თვითმხილველთა დამოწმება. იმ დროს აზრადაც კი არავის მოსდიოდა ლოცვით მიემართათ თემის მოკვდინებული წევრებისათვის და ეთხოვათ მათთვის შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მაშინდელი ქრისტიანების წარმოდგენაში მსგავსი ლოცვა შესაძოლოა გამოსულიყო მხოლოდ წარმართის ბაგეებიდან, რომელმაც არ იცოდა ჭეშმარიტება, ხოლო თაყვანისცემა ~მოწამეთა ნაწილებისათვის~ თითქმის ღვთისგმობას გაუტოლდებოდა.
მაგრამ მეოთხე საუკუნის ბოლოს ეკლესიაში იწყება სწორედ აი ამ ~ნაწილების~ თანდათანობითი თაყვანისცემის შესვლა. და გადასვლა ამ ნაწილების პატივისცემიდან მათ თაყვანისცემამდე მხოლოდ დროის საქმე იყო. ეს გადასვალ მით უფრო გასაგები გახდება თუ შევხედავთ ეკლესიის მაშინდელ სულიერ მდგომარეობას; ღვთის სიტყვის შედარებით დაბალ ცოდნას, შერყეულ ზნეობას, შესუსტებულ რწმენას უხილავისა, ~ხილულის~ თაყვანებასა და გაღმერთებასთან, ანუ ფეტიშიზმთან.
ანტონიუს ეგვიპტელი და ათანასე დიდი, მეოთხე საუკუნის ეკლესიის სვეტები, მკაცრად გმობდნენ ამ სახიფათო, წარმართულ მიმართულებას ეკლესიაში. იმისათვის რათა დაეცვათ უბირი ხალხი ასეთი ხიფათისაგან, მათ ბრძანეს ტაძრების კედლებში ჩაეტანებინათ იმ დროისათვის შემორჩენილი მოწამეთა ყველანაირი ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ მათი თაყვანისცემა.
თუმცაღა, ნიკეის მეორე კრებამ (787 წ) დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა, წმიდა წერილისა და ეკლესიის მამათა საწინააღმდეგოდ, და იმ დროიდან ეს ნაწილების თაყვანისცემის ეს წარმართული კულტი დამკვიდრდა, როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ეკლესიებში, ამდიდრებდა რა იმათ ხაზინას, ვისაც ეს ნაწილები გააჩნდა.
მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს რწემნისათვის მოკვდინება შედარებით იშვიათი მოვლენა გახდა, მოწამეთა ნაწილები ნაწილდებოდა და იყიდებოდა დიდ ფულზე და არა მხოლოდ ეკლესიებისა და მონასტრებისათვის, არამედ კერძო პირებზეც. წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით.
გავიხსენოთ, რომ აქაც რუსეთში ღვთისმსახურება (ევქარისტიის საიდუმლოებით) შეიძლება ჩატარედეს მხოლოდ ტაძარში წმიდა ნაწილების რომელიმე პატარა ნაწილის არსებობისას, რაც მოუცილებელი კუთვნილებაა ~ანტიმინსისა~ (ანტიმინსი _ წმ. ისიდორე პოლისიოტუს მიხედვით განასახიერებს იმ სახვევს, რომლითაც იყო შესუდრული იესო ქრისტეს ცხედარი საფლავში). მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ თავად ტაძრის არსებობაც კი არაკანონიკურობის საფრთხის ქვეშ დგებოდა, თუ იმ ტაძარში არ იყო ~ანტიმინსი~. ანტიმინსი, თავის მხრივ, ვერ იქნება ნაკურთხი, თუ მასში ჩაკერებული არ არის წმიდა ნაწილი.
საჭიროა თუ არა მოვიყვანოთ წმიდა წერილის ადგილები, რათა დავრწმუნდეთ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის უსაფუძვლობაში? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სულსა და ასოს წმიდა წერილისა, არამედ საერთოდ ჯანსაღ აზრსაც კი.
აი რამდენიმე ადგილი წმიდა წერილიდან: 1პეტ.1,24; იოან.3,6; საქ.2,29031; რომ.7,18; 1კორ.1,29; 15,50; 2კორ.5,1,16; ებრ.13,7; იერემ.17,9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
გლახა
პოსტი Feb 26 2007, 07:50 PM
პოსტი #2


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



[size=5]ზეპირი ქადაგება თანდათანობით იცვლებოდა წმიდა ისტორიის ამა თუ იმ მოვლენის გამოსახულების ახსნა-განმარტებით. გაიხსნა ახალი სფერო მხატვრებისათვის, სკულპტორებისათვის, მოზაიკის ოსტატებისათვის, რომლებიც საკუთარი გაგებისა და საკუთარი ფანტაზიის მიხედვით გამოსახავდნენ ბიბლიური მოვლენების გარკვეულ სცენებს, ამასვე აკეთებდნენ ისინი ქალწულ მარიამთან დაკავშირებით და ხატავდნენ გამონაგონ ~შემთხვევებს~ მისი ცხოვრებიდან და სხვა წმინდანების ცხოვრებიდან.
საყურადსაღებოა, რომ დასაწყისში ეს გამოსახულებები ამკობდნენ მხოლოდ ეკლესიის კედლებს, და მხოლოდ შემდგომ, როდესაც მოგონებისა და მორთულობის საგანი გადაიქცა თაყვანისცემის საგნად, უკვე დაიწყეს მათი მომზადება ცალკე დაფებზე და მათი განლაგება არა მხოლოდ ღვთისმსახურების ადგილებზე არამედ სახლებშიც, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ.
დიდი ხანი არ გასულა და გამოჩნდა ახალი და უფრო სამწუხარო გადაცდომა. ქრისტეს ზოგიერთ გამოსახულებას, აგრეთვე წმინდანებისა და ქალწული მარიამის გამოსახულებებს, ეკლესიის მიერ მიეწერებოდა სასწაულქმედებისა და განკურნების ძალა. ასეთი ხატები (ანდა ქანდაკები) საზეიმოდ ცხადდებოდა ~სასწაულთმოქმედებად~ და ხდებოდა ეკლესიისა და კლერიკალებისათვის განუწყვტელი და საკმაოდ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროდ.
ეკლესიაში მსგავსი სიახლეები იმდენად თვალშისაცემი დარღვევა იყო ღვთის მცნებებისა, რომ მრავალი მღვდელი, არად აგდებდა რა იმ საფრთხეს, რაც მათ ემუქრებოდათ, არ ემორჩილებოდნენ პაპს, და აშკარა პროტესტს გამოთქვამდნენ. ასე მაგალითად, VI საუკუნის ბოლოს მარსელის ეპისკოპოსმა, აკრძალა ყოველგვარი გამოსახულების გამოყენება თავის დაქვემდებარებულ სამრევლოში.
მასიური და მრავალგზისი უარი ხატთაყვანისცემაზე, ეკლესიის ისტორიაში ატარებს ხატმებრძოლების მოძრაობის სახელს. მარსელის ეპისკოპოსის გამოსვლამდე კარგა ხნით ადრე, ამ სიახლემ უკვე ააღელვა ღვთის ნების ჭეშმარიტი მიმდევრები და მრავალთა შორის ენერგიული პროტესტი გამოიწვია. ერთ-ერთმა ყველაზე ადრეულმა საეკლესიო კრებამ, რომელიც შეიკრიბა ქალაქ ელვირში (306 წ. ახ. წ), მკაცრად აკრძალა ხატთაყვანისცემა, ხედავდა რა მასში წარმართობის უხეშ შეჭრას ქრისტიანობაში.
მაგრამ აი 25 წლის შემდეგ, მარსელის ეპისკოპოსის აკრძალვების გახმაურების შემდეგ, ხატმებრძოლობა შევიდა ახალ ფაზაში და მიიღო უფრო სასტიკი ხასიათი. იმპერატორმა ლეონმა (727 წ.) ხოლო შემდეგ 348 ეპისკოპოსის მიერ შემდგარმა კრებამაც (754 წ), ერთხმად დაგმო და თავისი დადგენილებით აკრძალა ხატთაყვნისცემა. თუმცაღა, 33 წლის შემდეგ, 7-ე მსოფლიო კრების მონაწილეებმა (787 წ), შეცვალა ეს გადაწყვეტილება, და სპეციალური კანონის მეშვეობით ~ბრძანა~ ხატების თაყვანისცემა, არ მოაყოლა რა ამას სპეციალური განმარტება თუ რატომ არის ამისი გაკეთება აუცილებელი. ამავე მომენტიდან იწყება აგრეთვე ჯვრის თაყვანისცემის დაკანონებაც. თუმცა ბრძოლა ამით არ დამთავრებულა. პარიზის კრებამ (825 წ) კვლავ აკრძალა ხატთაყვნისცემა. 17 წლის შემდეგ (842 წ), იმპერატრიცა თეოდორას, გარყვნილი და უზნეო ქალის მოთხოვნით, ხატთაყვანისცემა საბოლოოდ დამკვიდრდა, და სავალდებულო გახდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებში.
მიუხედავად ამისა, ბრძოლა ხატისათვის დასავლეთის ეკლესიაში არ შეწყვეტილა. განუწყვეტელი კამათის პერიოDდში, ~ეკლესიის თავადებისა~ და სახელმწიფო ხელისუფლებისა და სასახლის უპასუხისმგებლო წრეების ჩარევების შედეგად, ხატთაყვანისცემა ხან აიკრძალებოდა ხან კვლავაც ნებადართული ხდებოდა, სანამ საბოლოოდ X საუკუნეში არ დამკვიდრდა დასავლეთის ეკლესიაშიც.
და აი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბნელი მასების უმეცრების წყალობით, წმიდა წერილის უცოდინარობისა და რწმენის საკითხების სრული უგულებელყოფით, ე.წ. ~კულტურული ადამიანების~ მხრიდან, ხატთაყვნისცემის კულტი ყვავის დღევანდელ დღემდე.
აუცილებელია დავამატოთ, რომ დასავლეთის ეკლესიას არ მორიდებია, რომ მეორე მცნება, რომელიც ამბობს: ~არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება...თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო~, _ საერთოდ ამოეღო მოსეს რჯულში ჩაწერილი ათი მცნებიდან. ხოლო ათი მცნების რიცხვის შესანარჩუნებლად, დასავლეთის ეკლესიამ მეათე მცნება ორ ნაწილად გაჰყო, გააკეთა რა მისგან ორი ცალკეული მცენბა.
აღმოსავლეთის ეკლესიამ ათი მცნება ხელუხლებლად დატოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გარემოება ხელს არ უშლის მას, დღესაც გააღმერთოს ~სასწაულმოქმედ ხატთა~ მთელი წყება, ჩაატაროს მათ წინაშე აკაფისტები და ვედრებანი, გადაადგილოს ისინი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, საზეიმო ღვთისმსახურების, საზეიმო მსვლელობებისა და დღესაწაულების საგნებად აქციოს ისინი
. იმ უბრალო ფაქტის ძალით, რომ ხატთაყვნისცემა საეკლესიო პრაქტიკაში ~უხსოვარი დროიდან~ დამკვიდრდა, ეს მართებულადაა აღიარებული. სიძველის ტრადიცია, თითქოსდა მორწმუნეებს ართმევს უფლებას ეჭვი შეიტანონ ანდა არ იწამონ მსგავსი თაყვანების კანონიურობა, თუმცა თანამედროვე ეკლესიას არანაირი საფუძველი არა აქვს ხატთაყვანისცემისათვის, ისევე როგორც არც ძველსამოციქულო ეკლესიას ჰქონდა ამისათვის საფუძველი.


ლოცვა გარდაცვლილებისათვის

~ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა~ (ებრ.9:27)

გარდაცვლილთა სულებისათვის ლოცვის იდეა თავიდან ეკლესიაში მეეექვსე საუკუნეში გაჩნდა და უკვე მეშვიდე საუკუნეში მიიღო დოგმატის ფორმა. აზრი ასეთი ლოცვის შესახებ ღიად განცხადებული იქნა პაპი გრიგოლი დიდის პირით. მან მთელი წიგნი დაწერა ამის შესახებ, რომელიც შეიცავდა მიამიტურ ხანდახან კი სულელურ ამბებს, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდა არც წმიდა წეიოლთან და არც ქრისტიანობასთან.
დოგმატი ლოცვაზე გარდაცვლილთათვის პრაქტიკაში დაინერგა მხოლოდ პაპ იოანე XVIII-ს დროს, 978 წელს. ამ დოგმატთან დაკვაშირებული მკვდრების დღესასწაული (Fეტე დეს Mორტს), დადგინდა 1011 წელს. ხუთასი წლის შემდეგ, ტრიდენის კრებამ ეს წესი სავალდებულოდ გახადა დასავლეთის ყველა ეკლესიისათვის.
გარდაცვლილთათვის ლოცვის აღვლენა და შუამდგომლობა მათთვის ვითარდებოდა (Pურგატოირე)-ს ~განსაწმედელის~ მოძღვრებასთან ერთად. განსაწმედელში, დასავლეთის ეკლესიის მოძღვრების თანახმად, გამოუკლებლად ყველა სული ხვდება, რომლებიც თანდათანობით იწმიდებიან ღვთისაგან დადგენილი დროის განმავლობაში და ემზადებიან ცათა სასუფეველში შესასვლელად. ~განსაწმედელის~ არსებობაზე წმიდა წერილი არაფერს ამბობს. განსაწმედელი არ არის მოხსენიებული არც ძველ და არც ახალ აღთქმაში, არც მოციქულებთან და არც ეკლესიის მამებთან.პირველი ოთხი ასწლეულის ჭეშმრიტმა ქრისტიანებმა არ იცოდნენ ხსნის სხვა გზა, გარდა უფლის გზისა _ რწმენით გამართლებისა იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით, რომელიც მან იტვირთა მთელი მსოფლიოს დანაშაულისათვის და ყველა დროში შემძლესათვის გადაერჩინა ~თითოეული, მასთან მისული~.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გლახა   წმინდანები, წმინდა ნაწილები, ხატთაყვანისცემა   Feb 26 2007, 07:17 PM
Cotne   შეგიძლია რო დააკო...   Feb 26 2007, 07:27 PM
გლახა   Cotne ახლა ნათარგმნი ვ...   Feb 26 2007, 07:28 PM
Cotne   გლახა მგონი არ ღირ...   Feb 26 2007, 07:32 PM
გლახა   ლოცვა წმიდანების, ...   Feb 26 2007, 07:34 PM
დათიკო   გლახა ეს თემას არ ე...   Feb 26 2007, 07:35 PM
დათიკო   Cotne არცერთ კრებას ა...   Feb 26 2007, 07:37 PM
გლახა   ზეპირი ქადაგება თა...   Feb 26 2007, 07:50 PM
გლახა   ხატთაყვნისცემის ს...   Feb 26 2007, 08:15 PM
დათიკო   გლახა ერთი კითხვა ...   Feb 26 2007, 08:21 PM
გლახა   დათიკო არა, დავამთ...   Feb 26 2007, 08:34 PM
დათიკო   გლახა ოკ, გასაგები...   Feb 26 2007, 09:41 PM
solomony   http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/...   Feb 26 2007, 09:46 PM
გლახა   ძველ აღთქმაში არ ა...   Feb 26 2007, 11:07 PM
დათიკო   გლახა შენ მიაგებ პ...   Feb 26 2007, 11:51 PM
დათიკო   Когда мы посещаем могилу бл...   Feb 27 2007, 12:03 AM
დათიკო   Святой Василий Великий гов...   Feb 27 2007, 12:22 AM
გლახა   დათიკო ხარ თუ არა შ...   Feb 27 2007, 12:22 AM
დათიკო   Основанием для христианско...   Feb 27 2007, 12:30 AM
დათიკო   გლახა სულიწმინდის...   Feb 27 2007, 12:43 AM
ქავთარაძე   დათიკო შენ ჩემო ძმ...   Feb 27 2007, 12:45 AM
დათიკო   ქავთარაძე ეჰ, კანუ...   Feb 27 2007, 12:50 AM
თამარი   ქავთარაძე ეჰ, კანუ...   Feb 27 2007, 01:01 AM
მარიამი   გლახას უყვარს ციტა...   Feb 27 2007, 12:57 AM
solomony   უბრალოდ ისე რომ ვთ...   Feb 27 2007, 12:58 AM
დათიკო   გლახა ეს ტექსტი რა...   Feb 27 2007, 01:02 AM
ალექსანდრე   მარიამი მე კიდევ დ...   Feb 27 2007, 07:08 AM
ალექსანდრე   გლახა გარდაცვლილე...   Feb 27 2007, 07:49 AM
გლახა   დათიკო საღვთო წერ...   Feb 27 2007, 10:28 AM
გლახა   მარიამი ვა რა კარგ...   Feb 27 2007, 10:50 AM
მარიამი   ე.ი. შევთანხმდით, რ...   Feb 27 2007, 11:25 AM
გლახა   მარიამი მე ვფიქრო...   Feb 27 2007, 11:55 AM
გლახა   არ გაიკეთო კერპი დ...   Feb 27 2007, 12:19 PM
კანონისტი   გლახა დაუკვირდი შე...   Feb 27 2007, 12:30 PM
გლახა   [size=5]ვინაიდან ერთია ...   Feb 27 2007, 12:32 PM
კანონისტი   გლახა სამოთხეში უ...   Feb 27 2007, 12:35 PM
გლახა   კანონისტი კაი აღა...   Feb 27 2007, 12:47 PM
გლახა   კანონისტი და აქ რა...   Feb 27 2007, 01:09 PM
მარიამი   ვინმე სხვანაირად ...   Feb 27 2007, 01:15 PM
გლახა   მარიამი ალბათ ფიქ...   Feb 27 2007, 01:31 PM
კანონისტი   გლახა რატომ არიდებ...   Feb 27 2007, 01:42 PM
გლახა   კანონისტი არანაირ...   Feb 27 2007, 02:00 PM
კანონისტი   გლახა რაა იცი, სჯობ...   Feb 27 2007, 02:16 PM
გლახა   კანონისტი უბრალო...   Feb 27 2007, 02:25 PM
ლილიანა   გლახა მადლის გამტ...   Feb 27 2007, 02:28 PM
კანონისტი   გლახა ანუ რა? ფსალმ...   Feb 27 2007, 02:29 PM
mendes masieli   ჩემთვის პირადად ხა...   Feb 27 2007, 03:16 PM
გლახა   კანონისტი მოიცა ხ...   Feb 27 2007, 03:30 PM
solomony   უბრალოდ ისე რომ ვთ...   Feb 27 2007, 03:53 PM
გლახა   solomony მართალი ხარ.... ი...   Feb 27 2007, 04:04 PM
ალექსანდრე   ასეთი რამე პირველ...   Feb 27 2007, 04:10 PM
კანონისტი   გლახა :lol: :lol: :lol: მწყო...   Feb 27 2007, 04:15 PM
გლახა   კანონისტი უი სორრი...   Feb 27 2007, 04:27 PM
alex_b   გულმოდგინეთ წავიკ...   Feb 27 2007, 06:49 PM
დათიკო   alex_b კეთილი იყოს შენ...   Feb 27 2007, 06:57 PM
კანონისტი   alex_b მთლიანად ვერა, ს...   Feb 27 2007, 07:03 PM
გლახა   კანონისტი ასე უფს...   Feb 27 2007, 07:47 PM
KAIROS   აი მეც მოვედი :) ნაწ...   Feb 27 2007, 11:55 PM
მნათე   ხა ხა :lol: აღფრთოვანე...   Feb 28 2007, 12:01 AM
ლილიანა   ჩემი პაკლონი კაირო...   Feb 28 2007, 12:14 AM
KAIROS   ნაწილი II ლატერანო...   Feb 28 2007, 12:21 AM
გლახა   KAIROS ჩემო მეგობარო, ყ...   Feb 28 2007, 12:25 AM
მნათე   ისტორია-ალბათ ბრჭ...   Feb 28 2007, 12:29 AM
დათიკო   გლახა არა, გლახა. ს...   Feb 28 2007, 12:29 AM
KAIROS   III ნაწილი ახლა კი გა...   Feb 28 2007, 12:38 AM
მარიამი   KAIROS :მპუა:   Feb 28 2007, 12:49 AM
გლახა   KAIROS კი თანაც დიდი... მ...   Feb 28 2007, 01:02 AM
გუჯა   გლახა გლახა, მოდი ე...   Feb 28 2007, 01:27 AM
solomony   გლახაშენ ადრე დაწე...   Feb 28 2007, 01:35 AM
დათიკო   გლახა უწყი, რამეთუ ...   Feb 28 2007, 01:41 AM
athos   ქრისტესმიერ საყვა...   Feb 28 2007, 01:43 AM
ალექსანდრე   ყოველ წმიდანს უფლი...   Feb 28 2007, 02:34 AM
გლახა   გუჯა საიდან ასკვნ...   Feb 28 2007, 10:28 AM
გლახა   გუჯა გუჯა მე საკმა...   Feb 28 2007, 10:44 AM
მხევალი ნინო   გლახა ეუჰჰჰჰჰჰჰჰ...   Feb 28 2007, 11:01 AM
გლახა   მხევალი ნინო ალბა...   Feb 28 2007, 11:05 AM
კანონისტი   გლახა მე მართალი გ...   Feb 28 2007, 11:29 AM
მარიამი   რაც მე ამ ფრაზაზე ვ...   Feb 28 2007, 11:31 AM
გლახა   მარიამი როგორ მიხ...   Feb 28 2007, 11:37 AM
alex_b   ჩემო კარგო კაიროს ...   Feb 28 2007, 12:15 PM
კანონისტი   alex_b მისი სამოციქულ...   Feb 28 2007, 12:35 PM
გლახა   მე ერთ ჩემს მეგობა...   Feb 28 2007, 12:46 PM
KAIROS   ვფიქრობ, რომ აქ უკვ...   Feb 28 2007, 01:32 PM
კანონისტი   მწუხარებით ვუერთდ...   Feb 28 2007, 01:37 PM
გლახა   ცუდია რომ გული დაგ...   Feb 28 2007, 01:47 PM
Dulos   ყველას მოგესალმებ...   Feb 28 2007, 01:49 PM
კანონისტი   Dulos გაიხარე. კეთილი ...   Feb 28 2007, 01:53 PM
alex_b   როგორ არა მეგობარ...   Feb 28 2007, 01:53 PM
Cotne   და იქიდან აღარ შეგ...   Feb 28 2007, 01:56 PM
კანონისტი   alex_b რამდენიმე ფრაზ...   Feb 28 2007, 02:02 PM
alex_b   არ მგონია ღმერთს ჭ...   Feb 28 2007, 02:10 PM
მარიამი   ე.ი. ბიბლიური სწავლ...   Feb 28 2007, 02:14 PM
Cotne   ღმერთს კი არა ჩვე...   Feb 28 2007, 02:15 PM
კანონისტი   alex_b ჰო მაგრამ, რომელ...   Feb 28 2007, 02:16 PM
გლახა   კი მე როგორც ვხედა...   Feb 28 2007, 02:20 PM
alex_b   შუამდგომლობა ეს ე...   Feb 28 2007, 02:22 PM
კანონისტი   alex_b აბა საიდან იცოდ...   Feb 28 2007, 02:23 PM
alex_b   1. თუ კომპეტენტური ...   Feb 28 2007, 02:30 PM
Cotne   და ეს არგუმენტია? ...   Feb 28 2007, 02:40 PM
Dulos   KAIROS ძალიან საინტერ...   Feb 28 2007, 03:05 PM
5 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 07:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი