სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| sergi_glaxa |
May 20 2008, 11:52 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
დღესდღეისობით საღვთო წერილი ოთხ სახარებას წარმოგვიდგენს, რომელიც კანონიკურად არის მიჩნეული და რომელშიც მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრება, მსახურება და ღვაწლია ასახული.
თითოეული სახარების ავტორი თავისებურად აღგვიწერს უფლის ცხოვრებას და თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა. არის საკითხები რომელიც ერთ სახარებაში გვხვდება და მეორეში არა, ან ერთში სრულადაა და მეორეში არასრულად გადმოცემული. მივყვეთ ამაზე საუბარს და დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესოს აღმოვაჩენთ. |
![]() ![]() |
| death |
Nov 6 2009, 02:02 AM
პოსტი
#2
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
ციტატა 8. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა. ახალ ქართულად დავწერ, შენთვისაც უფრო გასაგები იქნება და სხვებისთვისაც ეს ადგილი გვხვდება, როგორც მარკოზთან ასევე მათესთან 16:28 და ლუკასთან 9:27. საერთოდ ბიბლიის განმარტება სტროფების ციტირებით არ ხდება. ამ დროს აქცენტი არსობრივზე და მსგავს ადგილებზე კეთდება, ამიტომ მოდი ოდნავ უფრო სრულად დავწეროთ და პარალელურად მსგავს ადგილებსაც დავაციტირებ სხვა სახარებებიდან. დავიწყოთ მარკოზით: 1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით. 2. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი. მათე: 28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში. 1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით. 2. და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი. ლუკა: 27. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს. 28. მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მთაზე. 29. ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე. დამეთანხმები ალბათ იმაში, რომ სიმბოლური არაა, რომ სამივე სახარების ავტორი ქრისტეს ამ სიტყვების შემდეგ ლაპარაკობს მის ფერიცვალებაზე. მჭიდრო კავშირში რომ არის ეს ადგილი ფერიცვალებასთან, ამას კარგად აკავშირებს ლუკა "მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ...". ანუ მათ იხილეს ქრისტეს ფერიცვალება, რომელიც მისი დიდებით მოსვლის (მეორედ მოსვლა) სიმბოლოა. იოანემ, იაკობმა და პეტრემ იხილეს დიდება, რომლითაც მოვა ქრისტე და დამკვიდრდება მისი სასუფეველი მეორედ მოსვლისას. საერთოდ იოანემ კი სრულად იხილა მეორედ მოსვლის სცენა კუნძულ პათმოსზე, რის მიხედვითაც დაწერა კიდეც თავისი გამოცხადება. მოციქულთაგან სხვას ჰქონდა თუ არა მსგავსი ხილვა ჩვენთვის უვნობია. მოკლედ რომ ვთქვათ აქ საუბარია ზოგადად მეორედ მოსვლის დიდების ხილვაზე და არა მის ფიზიკურ მოსწრებაზე. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
| A-G-A-P-E |
Nov 6 2009, 04:58 PM
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,691 |
ახალ ქართულად დავწერ, შენთვისაც უფრო გასაგები იქნება და სხვებისთვისაც ეს ადგილი გვხვდება, როგორც მარკოზთან ასევე მათესთან 16:28 და ლუკასთან 9:27. საერთოდ ბიბლიის განმარტება სტროფების ციტირებით არ ხდება. ამ დროს აქცენტი არსობრივზე და მსგავს ადგილებზე კეთდება, ამიტომ მოდი ოდნავ უფრო სრულად დავწეროთ და პარალელურად მსგავს ადგილებსაც დავაციტირებ სხვა სახარებებიდან. დავიწყოთ მარკოზით: 1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით. 2. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი. მათე: 28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში. 1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით. 2. და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი. ლუკა: 29. ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე. დამეთანხმები ალბათ იმაში, რომ სიმბოლური არაა, რომ სამივე სახარების ავტორი ქრისტეს ამ სიტყვების შემდეგ ლაპარაკობს მის ფერიცვალებაზე. მჭიდრო კავშირში რომ არის ეს ადგილი ფერიცვალებასთან, ამას კარგად აკავშირებს ლუკა "მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ...". ანუ მათ იხილეს ქრისტეს ფერიცვალება, რომელიც მისი დიდებით მოსვლის (მეორედ მოსვლა) სიმბოლოა. მოკლედ რომ ვთქვათ აქ საუბარია ზოგადად მეორედ მოსვლის დიდების ხილვაზე და არა მის ფიზიკურ მოსწრებაზე. death +1. ძალიან საინტერესო პასუხია. გეთანხმები აფსოლუტურად! როცა იესომ თქვა, "ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით", სწორედ იმას მიუთითებდა ის, რომ სანამ ისინი იესოს ფერისცვალებას არ იხილავდნენ, არ იგემებდნენ სიკვდილს, ანუ როგორც შენ თქვი, "მათ იხილეს ქრისტეს ფერიცვალება, რომელიც მისი დიდებით მოსვლის (მეორედ მოსვლა) სიმბოლოა" და მას შემდეგ იგემეს სიკვდილი. -------------------- ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©
_____________________________________ "რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები |
sergi_glaxa მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები. May 20 2008, 11:52 AM
კანუდოსელი კარგი თემაა და მაშ... May 20 2008, 11:57 AM
sergi_glaxa
კარგი თემაა და მაშ... May 20 2008, 12:00 PM
კანუდოსელი
მე როცა ავტორებს ვ... May 20 2008, 12:02 PM
კანონისტი კანუდოსელი
იოანეს... May 20 2008, 12:10 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
იოანე... May 20 2008, 12:12 PM
კანონისტი კანუდოსელი
ლოგიკუ... May 20 2008, 12:14 PM
კანუდოსელი კანონისტი
ნუ, პრინ... May 20 2008, 12:18 PM
sergi_glaxa
კანონისტი
ნუ, პრინ... May 20 2008, 03:30 PM
sergi_glaxa იოანეს სახარებაში ... May 20 2008, 12:28 PM
დავით ივერიელი ძალიან საინტერესო... May 20 2008, 11:23 PM
sergi_glaxa მათე- თორმეტმოწაფე... May 21 2008, 10:33 AM
afxazi დავით ივერიელი
ეს ... May 21 2008, 11:51 AM
sergi_glaxa
დავით ივერიელი
ეს ... May 21 2008, 11:55 AM
afxazi sergi_glaxa
თუმცა თქვენ ვ... May 21 2008, 11:58 AM
sergi_glaxa afxaz
მე არავის არაფერ... May 21 2008, 12:00 PM
დავით ივერიელი
ისა და უკაცრავად ... May 21 2008, 05:15 PM
sergi_glaxa
ისა და უკაცრავად ს... May 21 2008, 05:19 PM
q-e-T-i http://church.ge/index.php?showtopic=4212&hl=
ი... May 21 2008, 09:38 PM
ქევანა რა საინტერესო თემა... Mar 26 2009, 01:16 AM
egri3 წინააღმდეგობებზე ... Apr 10 2009, 06:14 PM
ქევანა egri3
დაიწყე თუ შეგიძლ... Apr 10 2009, 07:29 PM
დათიკო egri3
ქევანა
არის აპოლ... Apr 12 2009, 12:54 AM
თამარ :) ამ შეკითხვისათვი... Nov 5 2009, 11:34 AM
A-G-A-P-E გამარჯობა ყველას. ... Nov 5 2009, 08:40 PM
Atman A-G-A-P-E
გააკეთე კომენ... Nov 5 2009, 08:41 PM
KAIROS
მაშინ შეგიძლია წე... Nov 5 2009, 08:48 PM
Atman
არ მოტყუვდე, აპოგე... Nov 5 2009, 08:50 PM
KAIROS :D
ასეა წესი :) Nov 5 2009, 09:11 PM
Atman
წესები ობობას ქსე... Nov 5 2009, 09:14 PM
liziko-liziko წელს პირველადწ ავი... Mar 10 2010, 08:10 PM
marine ოთხხატედი = ოთხი მა... Jul 8 2015, 11:05 PM
marine "მახარებელთა სხვ... Jan 28 2016, 07:44 PM
marine "მაცხოვარმა ერთი ... Jan 28 2016, 10:41 PM
marine "პირველი სამი სახ... Jan 30 2016, 02:11 PM
marine "იოანე ღვთისმეტყ... Oct 3 2016, 07:35 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 05:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი